... (Q-779), XVIII ს.

256. დურაჯნი჻ მივსცენ჻ გავიღე჻ სხუა჻ ვერა჻ გზაღა჻ თავისა჻ დავეცი჻ დავბნდი჻ წამიჴდა჻ ძალი჻ ჴორცათა჻ და჻ მკლავისა რა჻ სულად჻ მოვე჻ შემესმა჻ ჴმა჻ ტირილისა჻ და჻ ვისა გარე჻ მომრტყმოდა჻ ჯალაბი჻ ვითა჻ ჩამსხდომნი჻ ნავისა

257. შიგა჻ ვწევ჻ დიდთა჻ დარბაზთა჻ ტურფითა჻ საგებელითა ზედა჻ მტიროდეს჻ მეფენი჻ ცრემლითა჻ უშრობელითა პირსა჻ იჴოკდეს჻ ჴელითა჻ ღაწუისა჻ გამპობელითა მუყრნი჻ მოასხნეს჻ სენითა჻ მთქუეს჻ გამაბელზებელითა

258. მე჻ რა჻ მნახა჻ თუალახმული჻ მეფე჻ ყელსა჻ მომეხვია ცრემლით჻ მითხრა჻ შვილო჻ შვილო჻ ცოცხალ჻ ხარ჻ ღა჻ სიტყუა჻ თქუია მე჻ პასუხი჻ ვერა჻ უთხარ჻ ვითა჻ შმაგი჻ შევეკრთია კულა჻ დავეცი჻ დაბნედილი჻ გულსა჻ სისხლი჻ გარდმეთხია

259. სრულნი჻ მუყრნი჻ და჻ მულიმნი჻ მე჻ გარე჻ შემომცვიდიან მათ჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ მუსაფი჻ ყოველნი჻ იკითხვიდიან მტერდაცემული჻ ვეგონე჻ არ჻ ვიცი჻ რას჻ ჩმახვიდიან სამ჻ დღემდის჻ ვიყავ჻ უსულოდ჻ ცეცხლნი჻ უშრეტნი჻ მწვიდიან

260. აქიმნიცა჻ იკუირვებდეს჻ ესე჻ სენი჻ რაგუარია სამკურნალო჻ არა჻ სჭირს჻ რა჻ სევდა჻ რამე჻ შემოჰყრია ზოგჯერ჻ შმაგად჻ წამოვიჭრი჻ სიტყუა჻ მცთარი჻ წამერია დედოფალი჻ ზღუასა჻ შეიქს჻ მას჻ რომ჻ ცრემლი჻ დაუღვრია

261. სამსა჻ დღესა჻ დარბაზს჻ ვიყავ჻ არ჻ ცოცხალი჻ არცა჻ მკუდარი მერმე჻ ცნობა჻ მომივიდა჻ მიხუდი჻ რასმე჻ მიუმხვდარი ვთქვი჻ თუ჻ ჰაი჻ ჰაი რაშიგან჻ ვარ჻ მე჻ სიცოცხლეგარდამხდარი თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ ვჰკადრე჻ სიტყუა჻ სამუდარი

262. ვთქუი჻ თუ჻ ღ~თო჻ ნუ჻ გამწირავ჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე მომეც჻ ძალი჻ დათმობისა჻ ცოტად჻ ვითა჻ ამადგინე აქა჻ ყოფა჻ გამამჟღავნებს჻ სახლსა჻ ჩემსა჻ მიმაწვინე მანვე჻ ქნა჻ და჻ მორევსჯობდი჻ გული჻ წყლული჻ გავარკინე

263. ზე჻ წამოვჯე჻ მეფისაგან჻ კაცი჻ დია჻ მოვიდოდა ახარებდეს჻ წამოჯდაო჻ დედოფალი჻ გამორბოდა მეფე჻ მორბის჻ თავშიშველი჻ არ჻ იცოდა჻ რას჻ იქმოდა იგი჻ ღ~თსა჻ ადიდებდა჻ სხუა჻ ყველაი჻ უჩუმოდა

264. იქით჻ და჻ აქათ჻ მომისხდეს჻ მახურიტეს჻ სახურეტელია მე჻ მოვახსენე჻ პატრონო჻ გული჻ აწ჻ უფრო჻ მრთელია ცხენსა჻ შეჯდომა჻ მწადიან჻ ვნახნე჻ წყალნი჻ და჻ ველია ცხენი჻ მომგუარეს჻ შეცავჯე჻ მეფე჻ ჩემთანა჻ მვლელია

265. წამოვედით჻ მოვიარეთ჻ მოედანს჻ და჻ წყლისა჻ პირსა ჩემსა჻ მიველ჻ დავაბრუნვე჻ მეფე჻ მომყუა჻ სახლთა჻ ძირსა შინა჻ მიველ჻ უარ჻ გავჴე჻ სხუა჻ დამერთო჻ ჭირი჻ ჭირსა ვთქუი჻ თუ჻ მოვკუდე჻ ბედი჻ ჩემი჻ ამის჻ მეტსა჻ არას჻ ღირსა

266. ფარსადან჻ ღ~თსა჻ შესწირა჻ რაცა჻ აქვს჻ მოგებულია ყოველნი჻ მადლსა჻ შესწირვენ჻ მცირე჻ და჻ დიდებულია დედოფალი჻ ტირს჻ ცხელითა჻ ცრემლითა჻ მილ჻ გებულია წამწამ჻ მოვიდის჻ მნახვიდის჻ ტან჻ სარო჻ აგებულია

267. ზაფრანის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან გული჻ უფრორე჻ დამიჭრა჻ ათიათასმან჻ დანამან საწოლს჻ მეკარე჻ შემოდგა჻ მოლარე჻ გაიყუანა჻ მან ვთქუი჻ თუ჻ რა჻ იცის჻ ამბავი჻ ნეტარ჻ ან჻ იმან჻ ან჻ ამან

268. ქალი჻ მოვიდა჻ იკითხა჻ ამბავი჻ რაზმთა჻ მფრეწისა ტანად჻ ალვა჻ და჻ ლომგული჻ პირად჻ მზე჻ მინა჻ რეწისა მისთა჻ შუქთაგან჻ მთუარესა჻ არ჻ ძალ჻ აქუ გარდახუეწისა მიჴმეს჻ მიბრძანეს჻ ამბავი჻ მე჻ მივეგებე჻ მეწისა

269. მონააო჻ ასმათისი჻ რა჻ იცისო჻ ვარქუი჻ ვკითხე შემოვიდა჻ სააშიკო჻ წიგნი჻ მომცა჻ წავიკითხე გამიკუირდა჻ სხუად჻ გულისა჻ ვითამცა჻ ვქენ჻ მწველთა჻ სითხე მისგან჻ ეჭუა არა჻ მქონდა჻ სევდად჻ მაწუა჻ გულსა჻ მით჻ ხე

270. წიგნი჻ მომცა჻ ასმათისი჻ გული჻ შენი჻ ნუ჻ დაბნდების ვნახოთ჻ ამა჻ მუხთალთაგან჻ ჩუენსა჻ თავსა჻ რა჻ მოჰხდების მას჻ მიჯნური჻ არა჻ ჰქუიან჻ ვინცა჻ დღისა჻ წინ჻ მოჰკვდების რასთუის჻ უშობ჻ რასთუის჻ ბნდები჻ სული჻ რასთუის჻ ამოგჴუდების

271. მე჻ გამიკუირდა჻ სით჻ ვუყვარ჻ ანუ჻ ვით჻ მკადრებს჻ თხრობასა მიუყოლობა჻ არ჻ ვარგა჻ დამწამებს჻ უზრახობასა ჩემგან჻ იმედსა჻ გარდასწყვეტს჻ მერმე჻ დამიწყებს჻ გმობასა დავწერე჻ რაცა჻ პასუხად მართებდა჻ აშუკობასა

272. დღენი჻ გამოჰჴდეს჻ მე჻ გული჻ უფრორე჻ დამწუეს჻ კულავ჻ ალთა ვეღარ჻ უჭვრეტდი჻ ლაშქართა჻ მინდორს჻ თამაშად჻ მავალთა დარბაზს჻ ვერ჻ მიველ჻ მკურნალთა჻ დამიწყეს჻ მოსულა჻ მრავალთა მაშინ჻ დავიწყე჻ გარდაჴდა჻ სოფლისა჻ ლხინთა჻ და჻ ვალთა

273. მათ჻ ვერა჻ მარგეს჻ მე჻ გულსა჻ ბინდი჻ დამეცა჻ ბნელისა სხუამან჻ ვერავინ჻ შემატყვა჻ დება჻ ცნობისა჻ ხელისა სისხლი჻ დამწამეს჻ მეფემან჻ ბრძანა჻ გაჴსნევა჻ ჴელისა გავიჴსენ჻ ფარვად჻ თავისა჻ არვისგან჻ საეჭველისა

274. ჴელგაჴსნილი჻ სევდიანი჻ საწოლს჻ ვიყავ჻ თავისწინა ჩემი჻ მონა჻ შემოვიდა჻ შევხედე჻ თუ჻ თქვას჻ რა჻ მინა მონააო჻ ასმათისი჻ შემოყუანა჻ უთხარ჻ შინა გულსა჻ შინა჻ დაუზრახე჻ რა჻ მპოვაო჻ ანუ჻ ვინა

275. ასმათის჻ წიგნი჻ მომართუა჻ მე჻ წავიკითხე჻ ნებასა წიგნსა჻ შევატყუევ჻ ლამობდა჻ შეყრისა჻ მოსწრაფებასა პასუხად჻ გავეც჻ ჟამია჻ მართალ჻ ხარ჻ გაკუირვებასა მოვალ჻ თუ჻ მიჴმობ჻ მე჻ ნუ჻ მეჭუ჻ მოსლვისა჻ დაზარებასა