... (Q-779), XVIII ს.

237. ავენთი჻ დამწვეს჻ მამისა჻ საჴუმილთა჻ დაუშრტელთა უკანით჻ გამომიყუანეს჻ ხასთა჻ მას჻ წინამდგომელთა გამოსლუისათუის჻ ზეიმი჻ შექმნეს჻ ჰინდოეთს჻ მფლობელთა შორს჻ მომეგებნეს჻ მაკოცეს჻ პატივით჻ ვითა჻ შობელთა

238. თუალთა჻ ჩემთა჻ ცხელი჻ ცრემლი჻ აწინდლისა჻ უფრო჻ დიან წყლისა჻ ჭამა჻ გარდვიჴადე჻ სიმძიმილის჻ მითხრობდიან ასრე჻ გავჰჴე჻ ჩემი჻ ჯარი჻ არ჻ დარჩების჻ იტყოდიან ზოგნი჻ ტირან჻ მამისათუის჻ ზოგნი჻ ჩემთუის჻ ტიროდიან

239. მათ჻ საჯდომთა჻ ახლოს჻ დამსვეს჻ პატივმცემდეს჻ ძისა჻ დარად მის჻ ჴელისა჻ საურავი჻ მათ჻ ორთავე჻ მითხრეს჻ წყნარად ურჩ჻ ვექმენ჻ და჻ მისეულთა჻ წესთა჻ ქცევა჻ მიჩნდა჻ ზარად არ჻ მომეშვნეს჻ დავმორჩილდი჻ თაყუანისმცეს჻ ამირბარად

240. პატრონობა჻ ჰინდოთა჻ და჻ მრავალთაცა჻ მქონდა჻ სხუათა ვნაპიროდი჻ თუ჻ ვინ჻ იყუის჻ მავნებელი჻ ჩემთა჻ სპათა ხალვად჻ ვჯდი჻ და჻ ვიხარებდი჻ ზამი჻ შევქნი჻ მღერა სმათა სპათა჻ ვმოსდი჻ ვნადირობდი჻ ქება჻ თქუიან჻ ჩემთა჻ ქნათა

241. ტარიელს჻ თუალნი჻ სისიხლისა჻ ცრემლთაგან჻ დაღამებიან თქუა჻ ნახუისაცა჻ უღირსსა჻ ვისგან჻ საჴუმილნი჻ მდებიან უმისოდ჻ ძმანი჻ რად჻ მძმობენ჻ ანუ჻ რად჻ დანი჻ მდებიან აწყა჻ ვაჴსენებ჻ დღესა჻ მას჻ ოდიდგან჻ ცეცხლი჻ მდებიან

242. აჰა჻ ძმაო჻ რადგან჻ მკითხე჻ ცხელი჻ ცეცხლი჻ მიახლლია ჩემთა჻ ჭირთა჻ მაქრავებლად჻ მისი჻ მზრდელი჻ მიახლია მუდმით჻ მწუევდის჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მეტად჻ ვეღარ჻ ვეახლია შენად჻ შეყრად჻ არ჻ მომკუდარვარ჻ ჭირნი჻ ასრე჻ ვიახლია

243. ღ~თსა჻ კაცთა჻ სიყვარული჻ ჩუენზედ჻ ოდის჻ გამოჩნდების ჩუენ჻ სიკვდილი჻ ლხინად჻ მოგუცეს჻ შემოქმედსა჻ რა჻ აკლდების჻ ზოგთა჻ შეჰკრავს჻ წამის჻ ყოფად჻ ზოგნი჻ ცადმდე჻ ამაღლდების მით჻ ერთითა჻ შეგუიბრალოს჻ წყალობითა჻ ჩუენ჻ მოგუჴუდების

244. აღარა჻ ვიცი჻ დამვიწყდეს჻ თუცა჻ დიადი჻ წელია გიამბო჻ ჩემი჻ ამბავი჻ განა჻ რაზომცა჻ ძნელია ცრუ჻ და჻ მუხთალი჻ სოფელი჻ მიწყივ჻ ავისა჻ მქნელია მისთა჻ ნაკუესთა჻ წინწალი჻ დამეცეს჻ ხანგრძლად჻ მწველია

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა჻

245. კულა჻ დაიწყო჻ თქმა჻ ამბისა჻ მან჻ რა჻ ხანი჻ მოიტირა დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ მეფე჻ მოვიდოდით჻ გუენადირა მიბრძანა჻ თუ჻ ქალი჻ ვნახოთ჻ ჴელი჻ ჴელთა჻ დამიჭირა მის჻ ჟამისა჻ მჴსენებელი჻ მე჻ სულდგმული჻ არ჻ გუიკვირა

246. ველს჻ გავიდეთ჻ სანადიროთ჻ უცხო჻ რამე჻ ქარი჻ ქროდა მეფე჻ ბრძანებსვინადიროთ჻ ჯარი჻ გარე჻ ეხუეოდა ჩუენ჻ ვიარეთ჻ ქუეითებსა჻ ჭალა჻ გარე჻ მოესწროდა რა჻ ესე჻ თქუა჻ ყმა჻ ატირდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჩამოსწთოდა

247. მეფემან჻ ახუმა჻ დურაჯთა჻ მითხრა჻ მიტანად჻ ქალისა გამოუხვენ჻ და჻ წავედით჻ ჩემად჻ სადებლად჻ ალისა მაშინ჻ დავიწყე჻ გარდაჴდა჻ მე჻ საწუთროსა჻ ვალისა ალმასისა჻ ჴამს჻ ლახუარი჻ ლახურად჻ გულისა჻ სალისა

248. ბაღჩა჻ ვნახე჻ უტურფესი჻ ყოვლისავე჻ სალხინოსა მფრინველთაგან჻ ჴმა჻ ისმოდა჻ უამესი჻ სირინოსა მრავლად჻ იყო჻ სარაჯები჻ ვარდისწყლისა჻ აბანოსა კარსა჻ ზედა჻ მოჰფარვიდა჻ ფარდაგები჻ ოქსინოსა

249. ზღუდედ჻ მოვლიდა჻ ზურმუხტი჻ ხე჻ ალვა჻ დარიგებითა მეფე჻ გარდაჴდა჻ მუნ჻ სადა჻ კოშკად჻ ბაზარი჻ გებით჻ ა შიგნით჻ შევედით჻ სრა჻ დაგვხუდა჻ მოცვული჻ ფარდაგებითა მაშინ჻ ნასობთა჻ ლახუართა჻ სულნო჻ ვით჻ დაუდგებითა

250. ვიცოდი჻ სწადდა჻ არვისგან჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ დარისა მე჻ გარე჻ ვდეგ჻ და჻ მეფემან჻ შევლო჻ ფარდაგი჻ კარისა ვერას჻ ვხედევდი჻ ოდენ჻ ჴმა჻ მესმოდა჻ საუბარისა ასმათს჻ უბრძანა჻ გამოხუმა჻ დურაჯთა჻ ამირბარისა

251. ასმათ჻ ფარდაგსა჻ აზიდნა჻ გარეთ჻ ვდეგ჻ მოფარდაგულსა ქალსა჻ შევხედენ჻ ლახუარი჻ მეცა჻ ცნობასა჻ და჻ გულსა მოვიდა჻ მივსცენ჻ დურაჯნი჻ მთხოვნა჻ ცეცხლითა჻ დაგულსა ვაიმე჻ მას჻ აქათ჻ საჴუმილსა჻ დავუწვავ჻ ნიადაგულსა

252. ქალი჻ მოდგა჻ დურეჯთათუის჻ ტანად჻ სარო჻ ლამაზენი მადლი჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფემან ჻ სახლი჻ შენი჻ ააშენი მადლი჻ მისსა჻ შემოქმედსა჻ ვინ჻ შენებრი჻ დააშენი ჴელთა჻ მისცენ჻ წასახვმელადააყბედნა჻ ტკბილად჻ ენი

253. აწ჻ წაჴდეს჻ იგი჻ ნათელნი჻ მზისაცა჻ მოწუნარენი მისი჻ ვერ჻ გასძლო჻ ჴსენება჻ დაბნდა჻ და჻ სულთქნა჻ მწარენი ყმა჻ და჻ ასმათი჻ ტიროდეს჻ ჴმას჻ სცემდეს჻ იგი჻ არენი ჭმუნვით჻ თქუეს჻ მკლავნი჻ ცუდ჻ ქმნილნი჻ ვაი჻ გმირთა჻ მემუქარენი

254. ასმათმან჻ წყალი჻ დაასხა჻ ცნობად჻ მოვიდა჻ ტარია დიდხან჻ ვერა჻ თქუა჻ სევდამან჻ გული჻ შეუპყრა჻ დარია დაჯდა჻ და჻ მწარეთ჻ სულთ჻ ითქუნა჻ ცრემლი჻ მიწასა჻ გარია თქუა჻ ჩემგან჻ მისი჻ ხსენება჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ზარია

255. მიმდონი჻ საწუთროსანი჻ მისთა჻ ნივთთაგან჻ რჩებიან იშუებენ჻ მაგრა჻ უმუხთლოდ჻ ბოლოდ჻ ვერ჻ მოურჩებიან ვაქებ჻ ჭკუასა჻ ბრძენთასა჻ რომელნი჻ ეურჩებიან ისმენდი჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ თუ჻ სულნი჻ შეღამრჩებიან