... (Q-779), XVIII ს.

410. ღ~თნ჻ თუ჻ მცა჻ ენა჻ ჩემი჻ ქებად჻ შენად჻ უშენოსა შენთუის჻ მკუდარი჻ აღარ჻ ვიტყუი჻ მაშა჻ მომკლავ჻ უშენოსა მზემან჻ ლომსა჻ ვარდგიშერნი჻ ბაღი჻ ბაღჩად჻ უშენოსა჻ შენმან჻ მზემან჻ თავი჻ ჩემი჻ არვის჻ მართებს჻ უშენოსა

411. თუცა჻ მიგდის჻ ღუარი჻ ცრემლთა჻ მაგრა჻ ცუდად჻ არ჻ იდენო ამას჻ იქით჻ ნუღარ჻ იდენ჻ ჭირსა჻ თავი჻ არიდენო შენნი჻ მჭურეტნი჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ აგინებენ჻ არ჻ იდენო რომე჻ წეღან჻ მოგეხუივნეს჻ იგი჻ ჩემთუის჻ არიდენო

412. იგი჻ მე჻ მამცენ჻ რიდენი჻ რომელნი჻ წეღან჻ გშვენოდეს რა჻ მნახო჻ შენცა჻ გიამოს჻ შენეულითა჻ მშუენოდეს ესე჻ სამკლავე჻ შეიბი჻ თუ჻ ჩემი჻ გაღაგვლენოდეს ერთი჻ ასეთი჻ ცოცხალსა჻ სხუა჻ ღამე჻ არ჻ გაგთენოდეს

413. აქა჻ მჴეცქმნილი჻ ტარიელ჻ ტირს჻ ჭირი჻ ეათასების თქუა჻ მე჻ მაქვს჻ სამჴრე჻ რომელი჻ კვლავ჻ წინას჻ მკლავსა჻ მას჻ ების იგი჻ შეიჴსნა჻ მოიღო჻ თუალვით჻ არ჻ დაიფასების პირსა჻ დაიდვა჻ დაცაბნდა჻ ქუე჻ მკუდართა჻ დაედასების

414. ასრე჻ წვა჻ რომე჻ არ჻ ჰგუანდა჻ მკუდარი჻ სამარის჻ კარისა ორგნით჻ ჩანს჻ ლები჻ მჯიღისა჻ მართ჻ გულსა჻ გარდნაკარისა ასმათს჻ სდის჻ ღუარი჻ სისხლისა჻ ღაწუთაგან჻ ნახოკარისა კულა჻ წყალსა჻ ასხამს჻ უშველის჻ ჴმა჻ ისმის჻ მუნ჻ წკანწკარისა

415. ავთანდილცა჻ სულთქნა჻ მწარედ჻ დაბნედილსა჻ შემოსჭურიტნა ასმათ჻ ვანი჻ გაამრავლნა჻ ცრემლმან჻ მისმან჻ ქუანი჻ ხურიტნა მერმე჻ სულად჻ მოაქცია჻ ცეცხლნი჻ წყლითა჻ დაუშრიტნა თქუა჻ ცოცხალვარ჻ საწუთრომან჻ აწცა჻ ჩემი჻ სისხლი჻ ხურიტნა

416. ზე჻ წამოჯდა჻ ფერმიჴდილი჻ აყოლებდა჻ თუალთა჻ რეტად ვარდი჻ სრულად჻ შექნილიყო჻ ზაფრანად჻ და჻ ვითა჻ სპეტად დიდხან჻ მათად჻ არა჻ სცალდა჻ საუბრად჻ და჻ არცა჻ ჭურეტად დარჩომა჻ და჻ არ სიკუდილი჻ მას჻ უმძიმდა჻ მეტისმეტად

417. ავთანდილს჻ უთხრა჻ ისმენდი჻ ცნობა჻ უც჻ თუცა჻ ხელისა გითხრა჻ ამბავი჻ ჩემი჻ და჻ ჩემისა჻ დამმარხუელისა ლხინად჻ მიჩს჻ შეყრა჻ მოყურისა჻ მის჻ შენგან჻ შეუყრელისა მე჻ მიკუირს჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ასრე჻ დარჩომა჻ მრთელისა

418. ასმათის჻ ნახვა჻ მეამა჻ ჩემგან჻ დად჻ საესავისა წიგნი჻ რა჻ ვნახე჻ მომართუა჻ ესე჻ საბამი჻ მკლავისა მკლავსა჻ შევიბი჻ მაშინვე჻ მოვიჴსენ჻ რიდე჻ თავისა იგი჻ უცხოა჻ ღარიბი჻ მტკიცისა჻ რასმე჻ შავისა

419. რიდენი჻ და჻ ყაბაჩანი჻ რომე჻ მესხნეს჻ სამძღუნოდ჻ მისად ერთგან჻ შევჰკრენ჻ გაუგზავნენ჻ მზესა჻ აკლდა჻ ოდნად჻ მისად ასმათ჻ დიდხანს჻ არ჻ გაუშვი჻ მე჻ იმედად჻ სულთა჻ დგმისად჻ მისგან჻ კიდევ჻ მომეცალა჻ საუბრადმცა჻ სხუადღა჻ რისად წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი

420. მიუწერე჻ მზეო჻ შუქი჻ შენი჻ შენგან჻ მონაფენი გულსა჻ მეცა჻ გამიცუდდეს჻ სიჩაუქე჻ სიალფენი ხელმან჻ შენნი჻ განვიცადენ჻ სინატიფე სიტურფენი სულთა჻ ნაცვლად჻ სამსახურნი჻ რამცა჻ ვითა჻ გიმუქფენი

421. მაშინ჻ ოდეს჻ დამარჩინე჻ სულთა჻ სრულად჻ არ჻ გამყარე აწ჻ ჩემთუინსცა჻ ესე჻ ჟამი჻ მასვე჻ ჟამსა჻ დავადარე სამჴრე჻ შენი჻ მომივიდა჻ შემოვიბი჻ მკლავსა჻ გარე რომე჻ მმართებს჻ სიხარული჻ ეგზომიმცა჻ რა჻ ვიხარე

422. განაღამცა჻ ვიწინაშე჻ აჰა჻ რიდე჻ რომე჻ მთხოვე ყაბაჩაცა჻ ასეთივე჻ ამისებრი჻ ვერა჻ ვჰპოვე დაბნედილსა჻ ნუ჻ დამაგდებ჻ მიშველე჻ რა჻ მარგე჻ მოვე სოფელს჻ მყოფსა჻ უშენოსა჻ კაცსა჻ ვისმცა჻ შევეპოვე

423. ქალი჻ ადგა჻ გამეყარა჻ დავსწევ჻ ამოდ჻ დამეძინა მაგრა჻ შევჰკრთი჻ საყუარელი჻ ჩემი჻ ვნახე჻ ძილსა჻ შინა გამეღვიძენ აღარა჻ მყუა჻ სულდგმულობა჻ მომეწყინა ღამე჻ ასრე჻ გავათენე჻ მისი჻ ჴმაცა჻ არ჻ მესმინა

424. დილასა჻ ადრე჻ სრას჻ მიჴმეს჻ დღე჻ რა჻ ქნა჻ მწუხრმან჻ ჟამითა ავდეგ჻ ვცნა჻ მათი჻ ამბავი჻ წასულა჻ ვქმენ჻ მითვე჻ წამითა ვნახე჻ ორნივე჻ ერთგან჻ სხდეს჻ სახითა჻ ოდენ჻ სამითა რა჻ მიველ჻ მითხრეს჻ დაჯდომა჻ წინაშე჻ დავჯე჻ სკამითა

425. გუიბრძანეს჻ თუ჻ ღ~თნ჻ ასრე჻ დაგუაბერნა჻ დაცაგულია ჟამი჻ გუახლავს჻ სიბერისა჻ სიყმაწუილე჻ გარდგუივლია ყმა჻ არ჻ მოგუცა჻ ქალი჻ გუივის჻ ვისგან჻ შუქი჻ არ჻ გუაკლია ყმისა჻ არსუმა჻ არა჻ გუაგუა჻ ამად჻ ზედა჻ წაგუიგია

426. აწ჻ ქალისა჻ ჩუენისათუის჻ ქმარი჻ გუინდა჻ სად჻ მოვნახოთ რომე჻ მივსცეთ჻ ტახტი჻ ჩუენი჻ სახედ჻ ჩუენად჻ გამოვსახოთ სამეფოსა჻ ვაპატრონოთ჻ საჴელმწიფო჻ შევანახოთ არ჻ ამოვსწყდეთ჻ მტერთა჻ ჩუენთა჻ ჴრმალი჻ ჩუენთვის჻ არ჻ ვმახოთ

427. ვჰთქუი჻ თქუენი჻ ძისა჻ არა჻ სმა჻ გულსა჻ ვით჻ მიეფარების მაგრა჻ კმა჻ ჩუენად჻ იმედად჻ ვინ჻ მზესა჻ დაედარების ვისცა჻ სთხოვთ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მას჻ დიდად჻ გაეხარების სხუამცა჻ რა჻ გკადრეთ჻ თვით჻ იცით჻ მაგას჻ რა჻ მოეგუარების

428. დავიწყეთ჻ რჩევა჻ საქმისა჻ გული჻ უც჻ თუცა჻ მელია ვჰთქუი჻ ჩემგან჻ დაშლა჻ ამისი჻ არ჻ ითქუმის჻ არ჻ საქნელია მეფემან჻ ბრძანა჻ ხუარაზმშა჻ ჴელმწიფე჻ ხუარაზმელია თუ჻ მოგუცემს჻ შვილსა჻ საჩუენოდ჻ მისებრივ჻ არ რომელია

429. რომე჻ პირველვე჻ დაესკუნეს მათ჻ ესე჻ შეეტყუებოდა ერთმანერთსაცა჻ უჭურეტდეს჻ სიტყვაცა჻ აგრე჻ სწბებოდა ჩემგან჻ დაშლისა჻ კადრება჻ მართ჻ ამბად჻ არ჻ ეგებოდა ოდენ჻ დავმიწდი჻ დავნაცრდი჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ ჰკრფებოდა