... (Q-779), XVIII ს.

372. რამაზს჻ ვარქუი჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე სიმაგრეთა჻ ნუ჻ ამაგრებ჻ ყუელა჻ ჴელთა჻ მომათვალე თუარა჻ შენი჻ შეცოდება჻ მემცა჻ ზედა჻ რად჻ წავსთუალე

373. რამაზ჻ მითხრა჻ აღარაა჻ ამის჻ მეტი჻ ჩემი჻ ღონე ერთი჻ ჩემი჻ დიდებული჻ მომეც჻ ზედა჻ მაბატონე ციხუანთა჻ გაუგზავნო჻ საუბარი჻ გამიგონე ჴელთა჻ მოგცემ჻ ყუელაკასა჻ გაღანამცა჻ შენ჻ გაქონე

374. მივეც჻ ერთი჻ დიდებული჻ თანა჻ სპანი჻ წავატანენ ციხოვანნი჻ ერთობილნი჻ ჩემს჻ წინაშე჻ მოვიყუანენ ჴელთა჻ მომცეს჻ სიმაგრენი჻ ომნი჻ ასრე჻ შევანანენ საჭურჭლენი჻ სიმრავლითა჻ რასმცა჻ ვითა჻ დავაგუანენ

375. მაშინღა჻ შეველ჻ ხატაეთს჻ მოვლად჻ და჻ მოსათუალავად კლიტენი჻ საჭურჭლეთანი჻ მომართუეს჻ დაუმალავად ქუეყანა჻ ჩავსხი჻ უბრძანე჻ იყვენით჻ თქვენ჻ უკრძალავად მზემან჻ არ჻ დაგუწნა჻ იცოდით჻ დაგყარენ჻ გაუგვალავად

376. საჭურჭლენი჻ გარდავნახენ჻ თავის჻ თავის჻ კიდისკიდე უცხო჻ ფერთა჻ საჭურჭლეთა჻ დავშურები჻ თუ჻ მოვსთუალვიდე ერთგან჻ ვნახე჻ საკუირველი჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე თუმცა჻ ჰნახენ჻ სახელისა჻ ცოდნასაცა჻ ინატრიდე

377. ვერა჻ შევიგენ჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ ნაქმარი჻ რაულად ვისცა჻ უჩუენი჻ უკუირდის჻ ღმრთისაგან჻ თქვის჻ საწაულად არცა჻ ლარულად჻ ჰგებოდა჻ მას჻ ქსელი჻ არ჻ ორხაულად სიმტკიცე჻ ჰგუანდა჻ ნაჭედსა჻ ვჰთქუი჻ ცეცხლთა჻ შენართაულად

378. იგი჻ საძღუნოდ჻ მისად჻ დავხსენ ვისი჻ შუქი჻ მანათობდა მეფისათუის჻ დავარჩივე჻ საარმაღნოდ჻ რაცა჻ სჯობდა ჯორაქლემი჻ ათჯერ჻ ასი჻ ყუელაკაი჻ წუივმაგრობდა ატუირთული჻ გავუგზავნე჻ ამბავსაცა჻ კარგსა჻ სცნობდა

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა჻

379. წიგნი჻ დავსწერე჻ მეფეო჻ სუემცაა჻ თქვენი჻ სვიანად მე჻ ხატაელთა჻ მიმუხტლეს჻ თუცა჻ მათ჻ ეცა჻ ზიანად ჩემი჻ ამბავი჻ დასტური჻ ამად჻ გაცნობე჻ გუიანად მეფე჻ შევიპყარ჻ მოგივალ჻ მე჻ ალაფიან ტყუიანად

380. რა჻ ყუელაი჻ დავიურვე჻ ხატაეთით჻ გავემგზავრე წამოვიხუენ჻ საჭურჭლენი჻ საჴელმწიფო჻ დავიავრე ვერ჻ მოვეყავ჻ აქლემითა჻ აზავრები჻ ვააზავრე მოვირჭუენ჻ და჻ მოვივლინე჻ რაცა჻ მწადდა჻ აგრე჻ ვყავრე

381. ხატაეთისა჻ ხელმწიფე჻ მომყუანდა჻ შეპყრობილია ჰინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქუმის჻ ჩემგან჻ სათქუმელად჻ წბილია ჴელი჻ გამიჴსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახუეველი჻ ლბილია

382. ედგნეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოედანს჻ ჩამოდგომილსა საუბრისა჻ და჻ ჭურეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდაჴდომილსა მიალერსებდა჻ მაჭმევდა წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა

383. მას჻ ღამით჻ ვსხედით჻ ნადიმად჻ მუნ჻ ამოდ჻ გავიხარენით დილასა჻ ქალაქს჻ შევედით჻ მოედნით჻ ავიყარენით მეფემან჻ ბრძანა჻ ლაშქარნი჻ უჴმენით჻ შემოჯარენით დღეს჻ ხატაელი჻ მიჩუენეთ჻ ტყვენიცა჻ შემომგვარენით

384. რამაზ჻ მეფე჻ შეპყრობილი჻ მას჻ წინაშე჻ მოვიყუანე ტკბილად჻ ნახა჻ ჴელმწიფემან჻ ვითა჻ შვილი჻ სააკვანე ორგული჻ და჻ მოღალატე჻ ნამსახურსა჻ დავაგუანე ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტისმეტი჻ სიგულვანე

385. მას჻ მეფესა჻ ხატაელსა჻ უმასპინძლა჻ უალერსა ჟამიერად჻ უბრძანებდის჻ საუბარსა჻ მათსა჻ ფერსა ცისკრად჻ მიჴმეს჻ მიბრძანებდეს჻ მე჻ სიტყუასა჻ ლმობიერსა შეუნდობო჻ ხატაელსა჻ მას჻ აქამდის჻ შენამტერსა

386. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთი჻ ვინათგან჻ შეუნდობს჻ შეცოდებულსა უყავით჻ თქუენცა჻ წყალობა჻ მას჻ ღონეგაცუდებულსა რამაზს჻ უბრძანებს჻ იცოდი჻ გაგზავნით჻ შეწყალებულსა მაგრა჻ ნუ჻ გნახავთ჻ კულაცაღა჻ ჩუენს჻ წინა჻ გაწბილებულსა

387. ხარაჯა჻ დასდვეს჻ შეჰკუეთეს჻ დრაჰკანი჻ ასჯერ჻ ასია კულავ჻ ხატაური჻ ათასი჻ სხუა჻ სტავრა჻ სხუა჻ ატლასია მერმე჻ ყუელაი჻ დამოსა჻ იგი჻ და჻ მისი჻ ხასია შეწყალებული჻ გაგზავნა჻ უყო჻ რისხუისა჻ ფასია

388. ხატაელმან჻ დაუმადლა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყუანა მოაჴსენა჻ ორგულობა჻ თქუენი჻ ღმერთმან჻ შემანანა თუღა჻ ოდეს჻ შეღაგცოდო჻ მაშინ჻ მომკალ჻ მემცა჻ განა წავიდა჻ და჻ ყუელაკაი჻ მისი჻ თანა჻ წაიტანა აქა ასმათისაგან მორთმევა სამჴრის ნესტან დარეჯან გამოეგზავნა჻

389. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ ცისკრობს჻ არ჻ დანაღამია ებრძანა რა჻ შენ გაყრივარ჻ მას჻ აქათ჻ თუეო჻ სამია მინდორს჻ მოკლული჻ ისრითა჻ ნადირი჻ არ჻ მიჭამია არ჻ დამაშვრალხარ჻ წავიდეთ჻ თუცა჻ დაშრომის჻ ჟამია

390. შევეკაზმე჻ დარბაზს჻ მიველ჻ დამხუდა჻ ჯარი჻ ავაზისა შავარდნითა჻ სავსე჻ იყო჻ სრულად჻ არე჻ დარბაზისა მეფე჻ ქუე჻ ჯდა჻ შეკაზმული჻ შუენებითა჻ მსგავსი჻ მზისა გაეხარნეს჻ მისულა჻ ჩემი჻ ტურფისა჻ და჻ ლამაზისა