... (S-4499), XVII ს.

216. გითხრა: თუ: ცოდნა: გწადიან: ჩვენისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქვიან: რომელსა: წვა: მაქვს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა:

217. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყუასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მყერთა: მემაჯანსა: ვჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა: ჴორცსა: მისგან: მონატანსა: აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

218. ამას: გეტყუი: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუ: თუ: ვით: რა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყუარო: თვით: გიამბოს: საქმე: მისი: საყუარელსა: გაახარო:

219. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დამორჩილდა: დართო: ნება: ამა: ზედან: მოიხედნეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება: მთვარე: წყალსა: გამოვიდა: ვნახე: შუქთა: მოფინება: უკურიდეს: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება:

220. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღ~თნ: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინო: ჰქენ: დამალული: იყავ: შინა: ამა: ყმისა: მოუბარი: ჴორციელი: არავინა: ნუთუ: ვით: რა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა:

221. ავთანდილ: ქუაბსა: დამალა: იდუმალ: ქალმან: მალვიითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: შვენოდა: კაპარჭ: ჴრმალითა: ატირდეს: მაღლად: ცრემლითა: ზღუათაცა: შესართავითა: ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა:

222. ამარტის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეჴსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყუანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკვეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან:

223. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყუე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მაზედან: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქუამს: ჭირ: მონამატები: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

224. მან: ქალმან: ჴელყო: კუესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა: ეგონა: ჭამა: ხორცისა: შემწვრისა: შეუქნელისა: მიუპყრა: ერთი: აჴლიჩა: მან: ქნა: საქმისა: ძნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა:

225. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლე: ვერა: მეტი: შეკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოვარდა: ვითა: რეტი: იზახდის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკე: ზის: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭურეტი:

226. მოახსენა: რად: დაბრუნდი: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: ჰყუეს: ლაშქარნი: უთვალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: იგი: მინდორს: ნადირობდა: დაეფანჩვა: მარეკი: და:

227. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე: არ: მივეო: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: დღეს: ნუთუმცა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

228. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცვივდა: ასნაკეცნი: ათას: ბევრად: მოახსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ველად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: მას: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

229. ყოვლი: პირი: ქუეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია: გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოჰკვდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია:

230. უბრძანა: დავო: ეგეა: მგზავსი: შენისა: გულისა: მაგრა: არ: არის: ქუეყანად: წამალი: ამა: წყლულისა: ვის: ძალუც: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არმოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკუდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა:

231. ღმერთმან: სხვამცა: ეტლსა: ჩემსა: რადმცა: კაცი: რად: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დავო: მივის: არასადა:

232. ქალმან: უთხრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რათგან: ღ~თსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: ვარგა: უსაზომო: ზომსა: თავი: გარდგიჴდია:

233. მისი: მძებლენი: იყომცა: ჭკუვითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცულად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭურეტითა: ვით: იადონი: არ: მოჰკუდე: ბულბული: თესლთა: კვნეტითა:

234. ყმამან: უთხრა: რას: მნუკავ: არა: ვიცი: გამიცხადე: კაცი: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე: ღმერთსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე:

235. ქალმან: კულავ: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყუეს: თავისა: ნებითა: იგი: გიახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა: ფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა: