... (W-17), XVII ს.

217. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი

218. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

219. ყმა ეტყუის ხედავ სისხლისა თვალთა მდის ცრემლთა წყალები დრო გამიგრძელდა მიმჭირდა მაჩნია მით აწყა ლები ვიცი არ მამკლავ ღარიბი ღარიბსა შეგებრალები მაგა ამბვითა დამივსე ცეცხლისა მე აწყ ალები

220. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომ[................] ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან[ ..................] შენ მიპოვნიხარ სიტყუანი ჩემნი რაზომცა [..........] ვერ დაგეხსნები მიამბე ჩემგან ნუ[...........................]

221. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქენო

222. კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

223. ეგრე უთხრა მე ეგზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თუარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

224. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი [......]ან გითხრა სანამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი [..... ]მომკლავ არ მოვკუდები მრთელი ვარ და მოუკლავი [............... ]მამკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

225. [....................]ყმაო ვინ მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო [.........................................]ლსა ენითა ვერ მათქმევინო [...............................................]თა ჩემითა მოგაკლევინო [...........................................]ითი ადვილად დაგახევინო

226. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი სიკვდილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

227. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგვარებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ ესე თქვი ვით დავრჩე ვა

228. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქუე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კვლავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

229. ყმა მტირალი[ .....................................] ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა [.....................................................]აუბარნა ყმა[........................................................................................] ც[...........................................................................................]

230. უთხრა[...................................................................................] გა[............................................................................................] აწ[ ...........................................................................................] [.................................................................................................]

231. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულსა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე

232. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულამოჴუინჩუით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება

233. ყმა იტყვის ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ჴელი უცილოდ მას ცრემლი დეემალების კულავ უთხრა დაო მიჯნური მტერსაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

234. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამო[...........................................................................] [..........................................................................................................]ად [...........................................................................................................]ად

235. [.......................................................................................]ე [.......................................................................................]ე [.......................................................................................]ე [........................................................................................]ე

236. ქალმან უთხრა ყმასა სიტყუა პირველისა უამესი ეგე ღონე მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი