... (S-4499), XVII ს.

197. კულავ: ეტყუის: ყმაო: რად: მპოვე: ვინ: მეუბნები: მე: ვინო: ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო: მე: თავი: ჩემი: ნებითა: ჩემითა: მოგაკულევინო: ვითა: უსტარი: ბედითი: ფიცხლადვე: დაგახევინო:

198. ჩემი: სიკვდილი: შენ: ჩემად: პატიჟად: ნურად: გგონია: მით: რომე: დამხსნი: ტირილსა: შემშრების: ცრემლთა: ფონია: ჩალად: მჩანს: ყოვლი: სოფელი: მისთვისვე: შემიწონია: ვერ: გიცნობ: ვინ: ხარ: ვის: გითხრა: სიტყუანი: მისანდონია:

199. ყმამან: თქუა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქუმევა: სხვისა: რასმე: მოვიგონებ: სჯობს: საქმისა: გამორჩევა: გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს: დაუწყო: ცრემლთა: ფრქვევა: ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ: ესე: თქვი: ვით: დავრჩე: ვა:

200. ქალი: დაუჯდა: კუშტ: გვარად: ქუშობს: ჯერთ: არ: დამტკბარია: ავთანდილ: ქუე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია: ვარდისა: ბაღსა: მოჰგუბდა: ცრემლისა: საგუბარია: კულავ: იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულ: ნალმობარია:

201. ყმა: მტირალი: შეებრალდა: ამად: ცხელი: ცრემლი: ღვარნა: მაგრამ: უჯდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა: ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა: ცრემლ: დენილი: შეეხვეწა: ადგა: მუხლნი: მიუყარნა:

202. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგხარ: შენ: აწ: ჩემად: დასანდობლად: გაგარისხე: დაგრჩომივარ: ღარიბად: და: ამად: ობლად: აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად: ამად: რომე: შეცოდება: შვიდ: გზის: თქმულა: შესანდობლად:

203. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე: მიჯნურისა: შებრალება: ჴამს: ესეცა: გაიგონე: სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: შენგან: არის: ჩემი: ღონე: სულთა: მოგცემ: გულისათვის: სხვა: მეტიმცა: რა: გამონე:

204. რა: ქალსა: მიხუდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: ხსენება: გულ: ამოჴშნვით: დაიწყო: ასკეცად: ცრემლთა: დინება: კულავ: გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება: ავთანდილს: ღ~თნ: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება:

205. უბრძანა: ამა: სიტყუითა: მას: ფერი: შეეცვალების: ვისთვის: მე: ჴელი: უცილოდ: მას: ცრემლი: ემალმალების: კულავ: უთხრა: დაო: მიჯნური: მტერთაცა: შეებრალების: ესეცა: იცი: სიკუდილსა: თვით: ეძებს: არ: ეკრძალების:

206. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუწყვედლად: სულთა: დგმისად: ჩემმან: მზემან: გამომგზავნა: საძებარად: იმა: ყმისად: ღრუბელიცა: ვერ: მიხუდების: მე: მისრულვარ: სადა: მისად: გული: თქვენი: მიპოვნია: მისი: შენდა: შენი: მისად:

207. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე: მისთვის: ხელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე: ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყუედ: მქმენ: ანუ: მააზატე: ან: მაცოცხლე: ანუ: მამკალ: ჭირი: ჭირსა: მომიმატე:

208. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყუა: პირველისა: უამესი: ეგე: სიტყვა: მოიგონე: დია: ღ~თო: უკეთესი: ძოღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: ჩამოსთესი: აწ: მოყვარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი:

209. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუმცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგცე: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთვის: მოვკუდე: ამისებრი: მემცა: საქმე: რა: ვიღონე:

210. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამმორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხუდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოვებ: რაზომმცა: ცრემლსა: მილდები: მოგხუდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკუდები: გაცასწბილდები:

აქა არაკი ავთანდილისა პასუხად გაცემული ასმათთანა:

211. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას: ჰგავსო: არა: სხვასა: ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაური: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: მიადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იძახის: ვაგლახვასა:

212. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცადე: წავალ: თოკთა: მოსახუმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე: მას: ქვეითსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

213. აწ: დაო: შენსა: ჴელისაა: ჩემი: საბელი: ყელისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აბყრობა: ჴელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ხელისა: თუარა: ვისმც: ექნა: გუარგალვით: შეკვრა: თავისა: მრთელისა:

214. ქალმან: უთხრა: მამეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ხარ: ვინათგან: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

215. იმა: მოყმისა: ამბავი: არსადა: არა: იპოვების: თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების: