... (Q-261), XVII ს.

315. ამას: დაყუნდა: ტარიელ: დამწუარი: დაალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქეთ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: კულა: ესე: ყმა: მწუავს: მტირალი: ცრემლითა: დავალებული:

316. კაცმან: ვით: პოოს: ღ~თისაგან: რაცა: არ: დანაბადია: მით: გული: ჩემი: საჴმილმან: აწ: ასრე: დანაბა: დია: კულა: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ჴელთა: ნაცულად: ლხინისა: ჩალა: მაქუს: და: ნაბადია:

317. მაგრა: ღ~თნ: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მომცა: ამა: გზითა: პირველ: შეჰყრის: მოყუარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწვა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

318. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: ანუ: თუ: დაცა: იდოს: ჴამსო: მისთვის: სიკუდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღ~თნ: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიანბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს:

319. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე: დაბნედილსა: მაპკურებდი: გული: მითა: გარდამბანე: მკუდარი: მნახო: დამიტირო: სულთქმა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამითხარე: აქა: მიწა: მიაკუანე:

320. ღილჩაჴსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქმნა: დაიზახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა:

321. მოთქუამს: ჰაი: ჰაი: საყვარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო: იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: ვინ: მოგკუეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერგულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა:

322. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ამბავთა: სმენასა: საუბართა: და: საქმეთა: ვისთა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელმქმნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლისა: ცრემლთა: დენასა:

323. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი: ექუსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდიდარი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

324. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქვა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი:

325. ხალვა: მოსძულდა: შეექმნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქვა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხსმენ: მორჭმით: ვზი: მაქუს: ზეიმი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

326. ფარსადანს: წინა: დაასკვნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთვალა: შენ: გაქუს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქვენსა: წინაშე: მეცა: ვცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: ნამსახურისა:

327. ფარსადან: შექმნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთვალა: ღ~თსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ინდოეთს: მჯდომელმან აწ: მოდი: ასრე: პატივ: გცემ: ვითა: ძმამან: და: მშობელმან:

328. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამილბარობა: თვით: ამირბარსა: ინდოეთს: აქუს: ამირსპასალარობა: მეფე: რა: დაჯდეს: არა: სჭირს: ჴელისა: მიუმცდარობა: სხვად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქუს: კეისარობა:

329. თვით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქვა: ჩემებრივ: ამილბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არა: ვჰგავ: ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა:

330. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემ: ბრძანა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გვარი: არსა:

331. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყუანეს: შვილად: მათად: საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულთა: ლაშქართა: და: ქვეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევა: ქნათად: მოვიწიფე: დავემსგზავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკვთად:

332. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა: ხუთისა: წლისა: შევიქენ: მგზავსი: ვარდისა: შლილისა: ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკლვა: მართ: ვითა: სილისა: არა: გავიოდის: ფარსადანს: მისი: არასუმა: შვილისა:

333. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მომეგებიან: მოასპარეზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან: მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებნიან: თვით: შუბოსანი: ჩემებრივ: არავინ: არ: ეგებნიან: