... (Q-261), XVII ს.

392. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩნევ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკუდები: მაგრა: ბნედა: ცუდად: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყველაკასა: ჩემგან: თქმულსა:

393. ასმათ: დგას: ჩემთვის: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: თქუა: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვკითხ: ავად: გიბრძანებს: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: მით: მართებს: ვაგლახი: თუ: მისი: თავი: ითხა: ვად:

394. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყუარელსა: უჩვენო: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყველანი: ჩუენნი: სახარაჯონია: აწ: მათნი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

395. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კულა: ჟამი: არ: მამხდომია: ძოღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მანდა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

396. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რამცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩუენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კვლამცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყო: აჰა: ბნელი: გაგითენე:

397. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამილალოდა:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა:

398. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთვარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღ~თნ: იგი: ნუ: მამცეს: რაც: არა: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

399. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: რადგან: მზეო: ნათლად: აღმოჰხდები: აჰა: მკუდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვტყუი: თუღა: ვერიდები:

400. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: რაცა: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დაცავედრა: ამირბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

401. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზისაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: მისისა: მისგან: მომეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: გვანდის: სინათლე: დღისისა:

402. ასმათს: მივართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვად: ჴელთა: შესაბამითა:

403. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახვართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს:

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა მიწერილი:

404. კაცი: იჴმო: გასაგზავნლად: ეუბნების: უბრძანებსა: უთხრა: იცნობ: ვინცა: უწინ: ჩვენთვის: ჴრმალნი: მისცნეს: ნებსა: რად: შესცულიან: ჭკუა: ცნობა: ვარდის: ნაცულად: ძეძუს: რად: ჰკრებსა: ჩვენი: ბაჟი: დაიკიდოს: მოიღებდეს: ჩუენს: წინ: ძღვენსა:

405. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღმრთულებრ: ძლიერი: მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადრიერი:

406. ჩვენნო: ძმანნო: და: პატრონნო: თქვენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქუენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩვენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახნეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით:

407. კაცნი: გავგზავნენ: მე: უფრო: გულსა: მამეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ხელმქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

408. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყუნიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი: მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: ზოგჯერ: შემცუიან: სევდათა: ვთქვი: საწუთროს: გმობანი:

409. დღესა: ერთსა: საწოლს: მოვე: მეფისა: სრით: წამოსრული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიმეცა: თვალთა: რული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: კარსა: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული: