... (Q-261), XVII ს.

429. შეველ: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გაუნათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედნის: წამსა: არ: ჭურეტად:

430. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამირბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: მზედ: საქებარსა: დავჯე: მივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკუირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა:

431. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა: დაგსჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრა: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამირბარისა:

432. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტი: უარეა: არათქმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქუე: ქუე: მითქვამს: იდუმალ: ვა: ძოღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთუალვა:

433. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენარითა: და: ფიცითა: გეცრუვო: ღ~თნ: მიწა: მქმნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

434. აწ: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაპირე: ღმერთმან: ქნას: და: გაგიმარჯუოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვჰქნა: კვლაცა: ნახვა: მამხუდებოდეს: შენი: ვირე: გული: მამეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

435. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკვლელად: შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემთათ: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქველად:

436. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირს: ა: მოწყალება: იჩქითია: ღ~თისა: ამად: არ: მკუირსა: შუქნი: შენნი: შემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: მჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

437. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შევჰფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მისცა: ღ~თი: მომკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთიცა:

438. დავყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყვანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

439. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკუირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

440. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გიხმობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრაჴავს: ჴრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა:

441. დავაგდე: ზღუარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხვია: ხატაელ: ზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენთქუენნი: ინდოთა: თხანია:

442. მე: შემამძღვნეს: რამაზისგან: ძღვნად: საჭურჭლე: საშინელი: გვითხრეს: გკადრებს: ნუ: ამოგვწყვეტ: არის: შენგან: არსაქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გვაბია: ყელსა: წნელი: მოურვებლად: მოგახსენოთ: თავი: შვილი: საქონელი:

443. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდევ: თვით: ჩვენვე: შეგვინანია: თუ: ღმრთულებრ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქუეყანა: ჩუენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგუტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

444. გვერთსა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: ერთობ: მუხთალნი: ჩუენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

445. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წავიდეთ: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გუეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულმართლად: იყუნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხუითა: კულა: და: კულაცითა:

446. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები: სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვითკირები: ლაშქართა: დავჰყრი: წამოვალ: ცოტათა: შენ: კერძ: ვირები:

447. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქუელანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყუელანი: დავვედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

448. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კულა: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კულავ: ძღუნობა: ამისთანისა: