... (Q-261), XVII ს.

354. ტარიელს: თვალნი: სისიხლისა: ცრემლთაგან: დაღამებიან: თქვა: ნახვისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან: უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან: აწყა: ვახსენებ: დღესა: მას: ოდიდგან: ცეცხლი: მდებიან:

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველი:

355. კულავ: დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გვენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გუიკვირა:

356. მეფემან: ახმა: დურაჯთა: მითხრა: მიტანად: ქალისა: გამოუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: მე: საწუთროსა: ვალისა: ალმასისა: ჴამს: ლახვარი: ლახურად: გულისა: სალისა:

357. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: მფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

358. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ბაზარი: გებით: ა: შიგნით: შევედით: სრა: დაგუხუდა: მოცვული: ფარდაგებითა: მაშინ: ნასობთა: ლახვართა: სულნო: ვით: დაუდგებითა:

359. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამირბარისა:

360. ასმათ: აზიდნა: ფარდაგსა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედენ: ლახვარნი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქათ: საჴმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა:

361. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხვა: ვერა: გზაღა: თავისა: დავეცი: დავბნდი: წამიხდა: ძალი: მხართა: და: მკლავისა: რა: სულად: მოველ: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარე: მომრტყმოდა: ჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა:

362. ვაი: წაჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ხსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქუა: მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი:

363. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: თქვა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქუნა: ცრემლი: მიწასა: გარია:

364. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

365. შიგა: ვსწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იხოკდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენი: თქვეს: გამაბელზებელითა:

366. მე: რა: მნახა: თვალახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია: ცრემლით: ბრძანა: შვილო: შვილო: ცოცხალ: ხარ: სიტყუა: თქვია: მე: პასუხი: ვერა: უთხარ: ვითა: შმაგი: შეჰვკრთია: კულა: დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

367. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: მტერდაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან: სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ცეცხლნი: უშრეტნი: მწვიდიან:

368. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: როგორია: სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყვა: მცდარი: წამერია: დედოფალი: ზღვასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია:

369. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკვდარი: მერმე: ცნობა: მომივიდა: მიხუდი: რასმე: მიუმხვდარი: ვთქვი: თუ: ჰაი: ჰაი: რაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლე: გარდამხდარი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყუა: სამუდარი:

370. ვთქვი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: აღმადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: მანვე: ქნა: და: მორევსჯობდი: გული: წყლული: გავარკინე:

371. მე: წამოველ: მეფისაგან: კაცი: დია: მოვიდოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავშიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა: იგი: ღ~თსა: ადიდებდა: სხვა: ყველაი: უჩუმოდა:

372. იქით: და: აქათ: მამისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია: მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახო: წყალნი: და: ველია: ცხენი: მამგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია: