... (Q-261), XVII ს.

449. კულაცა: ეთქვა: მართალია: ეზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღმერთო: ბრძანება: ვჰქნა: მეცა: თქუენი ტკბილად: ვნახეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი:

450. მუნით: წასული: ჩამოვჰჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულა: მოციქულნი: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღუნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქვეს: მართლად: ინატრიდესა:

451. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვნეს: ვით: მაყრები:

452. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წახდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაძსო: თქვენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქვენი: არ: იქნების:

453. მე: მამისა: თქვენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: შენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი: მკუდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

454. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი: შენთვის: ასჯერ: ათასობენ: კულა: სხვაგან: გდის: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

455. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კუამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

456. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: რომე: არ: მოვჰკუდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: აწ: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

457. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

458. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყვა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: მალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მამკლავს: ქუემცა: სადა: დავიმალე:

459. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქუი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: ჩემთვის: უდგამს: თუცა: მახე: ჩემიც: გაჰკუეთს: ჴორცსა: მათსა: ჴმალი: ბასრი: შუბი: ვახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

460. ვთქუი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩუენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქვენთა: სიმაგრენი: ამისთვისცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკუდეს: მეფეთათვის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნათ: ჴმალნი: ჩვენნი: წელთა: ცუდად: რას: გუაბიან:

461. უბრძანე: ჩაცმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყუითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭუ: ჯავშანითა: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემნი: მებრძოლი: ჩემმანვე: ჴმალმან: დაფითა:

462. ვიახლენით: შეგვატყვეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა: კაცი: მოვიდა: მამართვა: მეფისა: მოციქულობა: ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩუენ: თქუენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გნახეთ: შეგქვნია: აწ: ამად: გულნაკლულობა:

463. შევთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქუენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქმნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შემებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქუენად: დასაჴოცლად: ჴელი: ჴმალსა: დამიგია:

464. რა: მივიდა: მოციქული: კულადცა: რადღა: გამოგზავნეს: კუამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავნი: ორგნით: აქარავნეს: შექმნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღმერთო: ვერა: მავნეს:

465. შუბნი: ვთხოვე: ჴელი: ჩავჰყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწვდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

466. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა: მუნ: მივმართე: მკლავმაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: კაცს: შუბი: ვკარ: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴმალო: ვინცა: გლესა:

467. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენკაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი: ერთობ: სრულად: ამოვწყუიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი:

468. ერთობილნი: მამეხვივნეს: მგრგვლივ: შეიქნა: ომი: დიდი: ვჰკრი: რასაცა: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრად: დარდმოვღვრიდი: ცხენსა: კაცი: გაკუეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყუი: გამექციან: მათ: შექნიან: ჩემი: რიდი: