... (Q-261), XVII ს.

410. მონააო: ასმათისი: საწოლს: ვუთხარ: შემოყვანა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესვა: გულსა: დანა: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა: წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: ვუთხარ: ამისთანა:

411. ბაღჩა: შევვლე: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი: ქალი: წინა: მომეგება: მხიარული: მოცინარი: მითხრა: შავად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფრჭვნელი: დაუმჭნარი:

412. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბითა: თვალითა:

413. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყუა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემომხედის: ვითამცა: რა: შინაურსა: ასმათ: უჴმო: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კულა: მიმცა: ალმან: მურსა:

414. ასმათ: გამომყუა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე: ვთქუი: საწუთროო: ვის: წეღან: გული: დარმანთა: მიარე: მაშინ: მომეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: სიძნელე: კულა: უფრო: დამიტიარე:

415. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი: მითხრა: ეგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დახში: სიხარულით: კარი: აღი: სირცხვილი: აქუს: საუბრისა: მერმე: თავსა: ჰკრძალავს: ლაღი:

416. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბითა: შრეტდი: ამ: ალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყუეტ: შენ: ზედაზედა: მავალსა: თუ: რას: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მე: შენგან: არ: დანამალსა:

417. შევჯე: წამოველ: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოველ: ხელქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქმენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა:

418. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსლვისა: დრონია: სიტყუანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: კაცნი: ჩვენ: ვართ: ჯაბანნი: არც: ციხეუმაგრონია: ვინ: არის: თქვენი: ჴელმწიფე: ჩუენზედა: რა: პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი პასუხად:

419. მოეწერა: რამაზ: მეფე: წიგნს: გიწერსა: ტარიელსა: გამიკუირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: როგორა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

420. უბრძანე: წვევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ვარსკულავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყუელაი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

421. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნათ: მათ: შინა: ხანდაზულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა:

422. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელშავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

423. შენა: მიველ: სევდიანი: არ: ნადიმთა: ღვინოს: ვსმიდი: წამ: წავიდა: სოფლისაგან: მადლსა: ღ~თო: შევწირვიდი: ვერცა: ვჯდი: და: ვერცა: ვიდგი: არა: ვიცი: რასა: ვზმიდი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: მეფისაკენ: წამოვიდი:

424. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვთქუი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ხელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რადგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

425. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკუირვებულსა: ასმათის: წიგნი: მამართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვნებულსა:

426. მიამა: უფრო: გავხელდი: საქმისა: მიუმხუდარია: მადლი: შევჰკადრე: უფალსა: ვიაჯე: ზეენარია: მზესა: ვეშაპი: შეიპყრობს: მე: მზისად: მსგავსად: ვარია: დავაგდე: სრისა: ალაგი: ბაღისა: ვლაჴე: არია:

427. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

428. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანისბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკუირველი: და: ღარიბი: უცხო: პირითა: ტანითა: