... (Q-261), XVII ს.

334. ასმათ: შენცა: ხარ: მოწამე: ჩემისა: ფერმიჴდილისა: მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემი: მნახავნი: მგზავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

335. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რა: თქვა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქვა: მაშინვე: მზესა: გვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი:

336. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა: მოციქული: მოციქულსა: ინდოეთი: სრულად: ცნობდა: მზე: და: მთუარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოსრული: მხიარული: თამაშობდა:

337. ქება: არ: ითქუმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა: ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდნენ: მეფენი: ნიჭითა: მრავალგვარითა: საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა:

338. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: ჰგვანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყუარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა:

339. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ხსენებასა: მიეწურა: ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა: მურა: ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა: თქვა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკვდილისა: დღე: დასტურა:

340. მას: ქალსა: ნესტანდარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი: შვიდისა: წლისა: შეიქნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი: მთვარისა: მგზავსი: მზისაგან: შვენებით: არშეფრობილი: მისსა: ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასი: წდობილი:

341. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესულა: ომსა: მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქნისა: მწთომსა: მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა: ვბურთობდი: და: ვნადირობდი: ვით: კატასა: ვჴოცდი: ლომსა:

342. მეფემან: სახლი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა: ქუად: ფაზარი: სხდა: კუბო: დგა: იაგუნდისა: თუალისა: პირსაა: ბაღჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდისწყალისა: იგი: მუნ: იყუის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

343. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმევოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქურივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი:

344. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქნა: პირითა: მინავარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყუიან: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბაონს: განაზარდითა:

345. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყავ: მას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა: სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა:

346. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყო: ბუკთა: ცემისა: თანა: მყუის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ჭურეტად: ქალყმები: დაჯრილნი: დგას: თემისა: და: თემისა: ვინც: მნახვის: ეყუის: ერთ: წლამდის: კუეხა: ნახვისა: ჩემისა:

347. მოსრნის: მხეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევქმნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ: ბალახშეულმან:

348. მამა: მომიკუდა: მოვიდა: დღე: სიკუდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა:

349. მე: წელიწდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთროგაცუდებული: დღისით: და: ღამით: ვვაებდი: ვერვისგან: სულდაღებული: გაყუანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული:

350. ჩვენ: უფრო: გუტკივის: იგი: ვინ: დაგვაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამირბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

351. ავენთი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრტელთა: უკანით: გამომიყვანეს: ხასთა: მათ: წინამდგომელთა: გამოსლვისათვის: ზეიმი: შექნეს: ინდოეთს: მფლობელთა: შორს: მამეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: შობელთა:

352. თვით: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივმცემდეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მამეშუნეს: დავმორჩილდი: თაყუანი: ვეც: ამირბარად:

353. თავადობა: ინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხვათა: ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყუის: მავნებელი: ჩემთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზამი: შევქნი: მღერას: მათა: სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქუიან: ჩემთა: ქნათა: