... (Q-261), XVII ს.

373. გამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: ჩემსა: მიველ: დავაბრუნვე: მეფე: მომყუა: სახლთა: ძირსა: შინა: მიველ: უარ: გავჰჴე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვთქუი: თუ: მოვჰკუდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა:

374. ზაფრანის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: გული: უფრორე: დამიჭრა: ათიათასმან: დანამან: საწოლს: მეკარე: შემოდგა: მოლარე: გაიყუანა: მან: ვთქვი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ან: ამან:

375. მონააო: ასმათისი: რა: იცისო: ვარქვი: ვჰკითხე: შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მომცა: წავიკითხე: გამიკუირდა: სხვად: გულისა: ვითამცა: ვქენ: მწველთა: სითხე: მისგან: ეჭვი: არა: მქონდა: სევდად: მაწვა: გულსა: მით: ხე:

376. მე: გამიკუირდეს: სით: ვუყვარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა: მიუყოლობა: არ: ვარგა: დამწამებს: უზრახობასა: ჩემგან: იმედსა: გარდასწყვეტს: მერმე: დამიწყებს: გმობასა: დავსწერე: რაცა: პასუხად: მართებდა: აშუკობასა:

377. დღენი: გამოჰჴდეს: მე: გული: უფრორე: დამწვეს: კვლავ: ალთა: ვეღარ: ვუჭვრეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა: დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დამიწყეს: მოსლვა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა:

378. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხვამან: ვერავინ: შემატყვა: დება: ცნობისა: ხელისა: სისხლი: დამწამეს: მეფემან: ბრძანა: გახსნევა: ჴელისა: გავიხსენ: ფარვად: თავისა: არვისგან: საეჭველისა:

379. ჴელგაჴსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავისწინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედე: თუ: თქვას: რა: მინა: მონააო: ასმათისი: შემოყუანა: უთხარ: შინა: გულსა: შიგან: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა:

380. მონამან: წიგნი: მომართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატეევ: ლამობდა: შეყრისა: მოსწრაფებასა: პასუხი: მივეც: ჟამია: მართალ: ხარ: გაკვირვებასა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსლვისა: დაზარებასა:

381. გულსა: უთხარ: თუ: ლახუარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ: ამირბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულად: ინდონი: გმონებებ: აზრად: შეიქმან: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ: თუ: შეგიტყობენ: შენ: მისთა: არეთა: არ: გარონინებენ:

382. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება: მოყუანა: ვუთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიხსენ: დამიწყო: მოჯობინება: წინაშე: მოვალ: ამისთვის: კულა: უფრო: მმართებს: ლხინება:

383. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა: ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტივნა: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსნები: გასაგანნა: იტყოდიან: შაბაშ: შაბა:

384. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულდაღებულნი: მეფემან: გასცნა: მრავალი: თვალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

385. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქვიან: ალვად: შევჰქმენ: სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

386. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისცა: ამირბარი: ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: ვარქვი: საწოლს: შეიყვანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი:

387. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: აემზადნეს: ასაყრელად: შარდი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანის: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: დადგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობა: ქნასა: აუგისა: საკრძალველად:

388. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყუანისმცა: მითხრა: მოსლვა: თქვენს: წინაშე: კურთხეულ: არს: რამან: ღირსმცა: გამიკუირდა: მიჯნურისა: თაყუანება: ექნა: ვისმცა: ვთქუი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

389. შეველ: დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომად: თავი: მისი: არ: აღირსა: ვარქუი: მანდა: რად: ზი: შენ: თუ: სიყვარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: გვანდა: სიტყუა: ძვირსა:

390. მითხრა: დღე: ეგე: სირცხუილად: მედების: გულსა: ალობა: მგონია: ჩემგან: თქუენისა: წინა: მაგისთვის: მომავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყვი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა:

391. ადგა: მითხრა: თქუენსა: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეგზომ: დიდი: შემართება: გულსა: მისსა: უთნევია: ამა: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია:

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყუარელსა თანა: