... (W-17), XVII ს.

197. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

198. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

199. რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად მოვჰკლავ ანუ იგი მომკლავ დაიმალვის მეტისმეტად

200. მე იმა ყმისა საკრავად ჴმალსაცა ვით მიჰყევ ნები არ მოვჰკლავ არცა მოვჰკვდები არ ვავნებ არცა ვევნები შორით თვალითა მივწურავ უკანა დავედევნები იარეს გავლეს მრავალი მინდორი შამბნარჴევნები

201. გარდაჰჴდა და თაყვანის სცა ახსენა ღ~თისა სახენი შენ გმონებს ყოვლი ქვეყან ყოველნი მონა სახენი შენგან მიხუდების წადილსა უღონოდ დანასახენი მისად საძებრად სიცოცხლე შენთვის ლახვართა ვახენი

202. ავთანდილ იტყუის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივჰყვები რამცა მოვლიდეს ზღუდენი ნუთუ მუნ ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

203. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დაუყოვნებლად მავალნი არა არ საჭმლის მჭამენი არსადა ხანი არ დაყუეს ერთნი თვალისა წამენი მათ მიწყივ ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

204. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქუაბნი იყუნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროვან თვალ უწდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

205. მან ყმამან ქუაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭურეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭურეტდა იგი ყმა მეტად ცრემლმინადენია

206. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

207. იგი ტევრი გაეჴშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან ჴმას სცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა

208. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეჰჴსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

209. ავთანდილს უტყუის ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

210. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ვეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ყმა ადგა და გაემართა აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კულავ უფრორე დაიღრეჯდა

211. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო თქუა თუ მზეაო კულა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

212. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქუა თუ ღ~თნ ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

213. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა არც მას დავისობინო

214. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქუაბი დახუდეს კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ფერ ბაკმული

215. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ქალი გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

216. მას ყმასა თავი არ მისცა ჭურეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო წრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუჴლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა