... (S-4499), XVII ს.

177. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქუაბისა: კარსა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღუათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

178. იგი: ტევრი: გაეჴშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიან: ჴმას: სცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკუირვებით: მათსა: ეგრე: ქცევაზმასა:

179. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქუაბს: შეიყუანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეჰჴსნა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა:

180. ავთანდილს: უკვირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: შეჰკაზმა: მოაქუს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

181. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ასმათ: აგრე: დაღრეჯილი: კულა: უფრორე: დაიღრეჯდა:

182. ავთანდილ: ახლოს: კულავ: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშ: აშლილი: წვერგამო: ნუ: თუ: მზეაო: თქუა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: უჩს: მოკულა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

183. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: წაეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღ~თნ: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა:

184. აწ: ამას: ერთი: მღმრთისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: ვუთხრა: ყუელაი: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ჴრმალი: არა: ვჰკრა: არც: მას: დავისობინო:

185. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: გამობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: დახუდა: კარ: გახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულმდუღარე: ცრემლ: დასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ფერ: ბაკმული:

186. ვერ: იცნა: სახე: არ: ჰგუანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა:

187. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქვეშე: მი: და: მო: ჰკრთებოდა: ტარიელს: ვისმე: უზახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

188. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი: უფეროქმნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტანსარო: პირ: ბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი:

189. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეხსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა: აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკავ: ადვილად: თხრობასა: ცუდად: ნუ: სცთები: ნუ: ელი: მაგა: ამბვისა: მბობასა:

190. კვლა: ეტყვის: ყმაო: რა: გინდა: ანუ: თუ: მნუკევ: მე: რასა: მაგა: საქმისა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: მეტყუი: მითხარო: მე: ასჯერ: გეტყვი: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: მიჯობს: ვაგლახი: მღერასა:

191. ყმა: ეტყუის: ხედავ: სისხლისა: თუალთა: მდის: ცრემლთა: წყალები: დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: მითა: წყალები: ვიცი: არ: მომკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგეწყალები: მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მე: აწყ: ალები:

192. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მომითმენიან: ოდიდგან: ვეძებ: ამბავთა: ესე: არვისგან: მსმენიან: შენ: მიპოვნიხარ: სიტყუანი: ჩემნი: რაზომცა: გწყენიან: ვერ: დაგეხსნები: მიამბე: ჩემგან: ნუღარა: გრცხუენიან:

193. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო: მზე: არ: მახლავს: შეგეტყვების: თრთვილო: ასრე: მით: მაწყენო: გრძელი: სიტყვა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო: ვერასათვის: ვერ: გიამბობ: რაცა: გინდა: იგი: ქენო:

194. კვლაცა: ჰკითხა: ზენარობით: მიუყარნა: მუხლნი: წინა: მაგრამ: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა: პირსა: ზედა: გაგულისდა: თვალთა: სისხლი: მოედინა: ადგა: თმითა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა:

195. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრი: ვითა: შეგარჩინო: რაგვარა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო: გიჯობს: მითხრა: ამის: მეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო: თუარა: ღ~თნ: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკვდინო:

196. ქალმან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი: თუ: არ: მომკლავ: არ: მოვჰკუდები: მრთელი: ვარ: და: მოუკლავი: რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი: კულავ: თუ: მომკლავ: სასაუბროდ: აღარ: მედგას: ზედა: თავი: