... (S-4499), XVII ს.

157. უჭურიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით»: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: ცადენით:

158. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემმა: შედეგმან: ტაიჭი: მისი: მით: აქო: ხსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევა: გვითხრა: უალეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

159. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩვენთვის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგუიხუნა: არცა: დაგუსხნა: ყოლე: არად: ამოგუკრიფნა: მისნი: მკუახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგვამწიფნა:

160. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დადეგო»: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით:

161. ჩვენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგუაწყნარნა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგუიმწარდა: ვჰთქუით: თუ: უჴრმლოდ: მოგვერია: ცრმალთა: გაგყრის: ფარდაფარ: და:

162. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაფრიწა: ვითა: მკუდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: დაამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

163. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩუენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

164. ვეფხის: ტყავი: ენიშნა: ფირცხლავ: გარდაჴდა: ცხენითა: ღ~თსა: მადლობდა: ცრემლითა: მინდორთა: გასარცხენითა: იტყოდა: თქუენგან: გამოველ: ყოვლითა: სიმარცხენითა: კეთილის: მქნელად: გამოსჩნდით: ჩვენ: შეგურა: მტერად: ცხენითა:

165. აჰა: მიჰხუდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რად: გან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: უნდა: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

166. უთხრა: თუ: ძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდი: საქმესა: ყოლა: არ: საადვილოსა: ღმერთიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსავე: საღრეჯილოსა:

167. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: ძმისა: თქუენისა: ვნებასა: უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნება: ნებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

168. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

169. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

170. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭურეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მამკლავ: ანუ: მოვჰკლავ: დაიმალვის: მეტისმეტად:

171. მე: იმა: ყმისა: საკრავად: ჴრმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკუდები: არ: ვავნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მივსწურავ: უკანა: დავედევნები: იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარ: ჴევნები:

172. ავთანდილ: იტყუის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რამცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი: სადაცა: მივა: მივჰყუები: რაზომც: მოვლიდეს: ზღუდენი: ნუთუ: მუნა: ვძებნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

173. გარდაჴდა: და: თაყუანი: სცა: ახსენა: ღ~თის: სახელი: შენ: გმონობს: ცა: და: ქუეყანა: შენია: მონახსენები: შენგან: მიხიდების: წადილსა: უწონოდ: დანასახენი: მისად: საძებრად: სიცოცხლე: ვქენ: ლახუარ: შესასახენი:

174. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დაუყოვნებლად: მავალნი: არა: არ: საჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაჰყუეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

175. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქუაბნი: იყუნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდროვან: თვალ: უწდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

176. მან: ყმამან: ქვაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მას: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლ: მინადენია: