... (S-4997), XIX ს.

297. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი,განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვეთთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია

აქა ამბავი ტარიელის პირველი გამიჯნურება მის პირმზის ნესტან დარეჯანთანა

298. კულავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანნი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელთა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა

299. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

300. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

301. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა

302. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

303. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქუეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთ მემუქარენი

304. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა ცრემლი მიწათა გარია თქვა ჩემგან მისი ჴსენება ვაიმე რა დიდი ზარია

305. მიმდომი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

306. დურაჯნი მთხოვეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მჴართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

307. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მოასხეს რამე სამკურნალო სენთა ჩემთა რომელითა

308. მე რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მამეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევჰკრთი დია კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

309. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდია სამ დღემდის ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

310. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

311. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკუდარი მერმე ცნობა მამივიდა მივხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი, თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამჴდარი თმობა ვთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

312. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე ღ~თ ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავიკურნე

313. მე წამოვჯე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმობდა

314. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მამინდა ვნახნე წყალნი და ველია მამგვარეს ცხენი შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

315. გამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავჰხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვჰკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა