... (S-1727), 1837 წ.

138. თქვა მზეო ვარდსა სიშორე: შენი დამაჩნდეს ეს ადრე჻ ბროლი და ლალი გასრულვარ: ქარვისა უყვითლესადრე჻ მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა: რა მამხვდეს [] უგრძესადრე჻ ხამს მოყვრისათჳს სიკვდილი: ესე მე დამიც წესადრე჻

139. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა: ცრემლი ძნელად ეხოცების჻ ვითა ვერხვი ქარისაგან: ირხევის და იკეცების჻ რა მილულნის სიახლევე: საყვარლისა ეოცების჻ შეკრთის დიდი დაიძახის: მით პატიჟი ეოცების჻

140. მოშორვება საყვარლისა: მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ჻ ცრემლსა ვითა მარგალიტსა: ტირს ვარდისა დასანაზოდ჻ რა გათენდა შეეკაზმა: მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ჻ ცხენსა შეჯდა გაემართა: დარბაზს მივა სადარბაზოდ჻

141. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა: მართ მისგან შენარონია჻ შესთვალა გკადრებ მეფეო: მე ესე გამიგონია჻ ყოველი პირი მიწისა: თქვენ ხლმითა დაგიმონია჻ აწ თუ სჯობს ესე ამბავი: ცნან რაცა გარემონია჻

142. მე წავიდე მოვიარო: ვილაშქრო და ვინაპირო჻ თინათინის ჴელმწიფობა: მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო჻ მორჩილ ქმნილი გავახარო: ურჩი ყველა ავატირო჻ ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა: არ სალამი დავაძვირო჻

143. მეფესა ეთქვა ამისი: დიადი მადრიელობა჻ უბრძანა ლომო არა გჭირს: შენ ომთა გამდრეკელობა჻ აწ მაგა შენსა თათბირსა: გავსო შენივე ქველობა჻ მაგრა წა მამხვდეს რაღა ვჰქნა თუ სიშორისა გრძელობა჻

144. ყმა შევიდა თაყვანისცა: მადლი რამე მოახსენა჻ ჴელმწიფეო მიკვირს ქება: რად იკადრეთ ჩემი თქვენა჻ აწ ნუთუ კვლავ სიშორისა ღ~თნ ბნელი გამითენა჻ პირი თქვენი მხიარული: მხიარულსა კვლავ მიჩვენა჻

145. მეფე ჴელსა მოეკიდა: გარდაჰკოცნა ვითა შვილი჻ სხვა მათებრი არ ყოფილა: არ გამზრდელი არ გაზრდილი჻ ყმა ადგა და წამოვიდა: მას დღე მათი ჩანს გაყრილი჻ როსტან მისთჳს აატირა: გონიერი გული ტკბილი჻

146. გამოემართა ავთანდილ: მოყმე მხნე ლაღად მავალი჻ ოც დღე იარა ღამესა: დღეზედა წართო მრავალი჻ იგია ლხინი სოფლისა: იგია ნივთი და ვალი჻ არ მისცილდები თინათინ: მისი მას ვისგან სწვავალი჻

147. რა მოვიდა სიხარული: შიგან გაჰჴდა სამეფოსა჻ მოეგებნეს დიდებულნი: ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა჻ იგი პირ მზე არ მოსცდების: სიარულსა სასწრაფოსა჻ მიხვდეს მყოფნი მას წინაშე: სიხარულსა სადაფოსა჻

148. ქალაქი ჰქონდა მაგარი: საზაროდ სანაპიროსა჻ გარეთ კლდე იყო გიამბობ: ზღუდესა უქვიტკიროსა჻ ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე: ამოსა სანადიროსა჻ გაზრდილი მისი შერმადინ: დაისვა სავაზიროსა჻

149. ესეა მონა შერმადინ: ზემოცა სახელდებული჻ თანა შეზრდილი ერთგული: და მისთჳს თავ დადებული჻ მან არ იცოდა აქამდის: მის ყმისა ცეცხლი დებული჻ აწ გაუცხადა სიტყვები: მის მზისა იმედებული჻

150. უბრძანა აჰა შერმადინ: ამად მე შენგან მრცხვენიან჻ ჩემნი საქმენი ყოველნი: გცოდნიან გაგივლენიან჻ მაგრა არ იცი აქამდის: რანიცა ცრემლნი მდენიან჻ მე ვისგან მქონდეს პატიჯნი: აწ მასვე მოულხენიან჻

151. მიბრძანა მიცან ამბავი: მის ყმისა დაკარგულისა჻ მოხვიდე სრულ ვჰქმნა მაშინღა: შენი წადილი გულისა჻ ქმარი არ მინდა უშენო: მამხვდეს ხისა რგულისა჻ მამცა წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა჻

152. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა: პატრონისა სამსახურად჻ ხამს მეფეთა ერთგულობა: ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად჻ მერმე ცეცხლი დაუვსია: აღარა მწვავს გულსა მურად჻ ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს: ჭირსა მიუჴდეს მამაცურად჻

153. ვართ უმოყვრესნი მე და შენ: ყოველთა პატრონ ყმათასა჻ ამისთჳს გნუკავ სმენასა: შენ ამა ჩემთა ხმათასა჻ ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად: თავადად სხვათა სპათასა჻ ამა საქმესა ვერა ვიქ: მე განდობასა სხვათასა჻

154. ლაშქართა და დიდებულთა: ალაშქრებდი ნაპირობდი჻ დარბაზს კაცსა გაგზავნიდი: და ამბავსა მათსა სცნობდი჻ წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ: უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი჻ აქა სადმე არ ყოფასა: ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი჻

155. ლაშქრობა და ნადირობა: შენი ჩემსა დაასახე჻ აქათ სამ წელ მამიცადე: ხვაშიადი შემინახე჻ მე ნუთუმცა შემოვბრუნდი: ალვა ჩემი არ დაჭნა ხე჻ არ მოვბრუნდე მამიგლოვე: მიტირე და მივაგლახე჻

156. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკვდილი: იყავ მართ ვითა მთვრალია჻ მიხვდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათჳს გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია჻

157. მაშინ უფრო მომეხმარე: ამისგანცა უფრო მხნედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე჻