... (S-4499), XVII ს.

137. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს: თვენი: ესხნეს: მას: ორანიღა: ამად: სულთქვამს: არა: იშობს: ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კვლავ: ამისთვის: გულმოშიშობს: ავსა: კარგად: ვერვინ: შესცულის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს:

138. საგონებელი: შეექმნა: დადგა: საქმისა: მრჩეველად: თქუა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავჰყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვსცნა: ჭორადცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკულეველად:

139. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავჰყუნე: სხუანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვსცნნე: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: მიხუდენ: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი:

140. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თვით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექნან: გლოვატირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: სადმე: სხვაგან: მე: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შევიწრებული:

141. იტყვის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აფხურენ: ჭირნი: დააბუდენ: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათოდეს: დავიწყუდენ:

142. კულაცა: იტყუის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღმრთოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცულის: არ: საქმნელი: არ: იქმნების:

143. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშე: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყუნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქუიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

144. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: ტყენია: მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია: გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია: ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია:

145. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მჴეცნი: იყუნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

146. თუცა: მჴეცქმნილი: ავთანდილ: გულ: ამოსკუნით: და: კუნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავ: უგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლი: დააგზო: კვესითა:

147. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირე: მწვადი: შეიწოდეს: ექუსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოვიდოდეს: თქუა: თუ: გვანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კვლა: ყოფილა: არაოდეს:

148. ჩუენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გუნახვენ: ვემაჯანებით: შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ჴრმალი: მოირტყა: ჯანებით: მისმან: მებრძოლმან: ყუელამან: გაყრამცა: იაჯანებით:

149. ჴელთა: ჰქონდა: მშვილდ: ისარი: მათკენ: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ძმა: მოჰყვანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭირვოდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

150. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამგზავსენ: მათ: მიუგეს: დაგუიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გუარგო: მოგვიმატენ: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ: სატირელნი: მოგვიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხასენ:

151. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულმდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩვენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: გვაქვს: ციხექალაქი: ხატაეთს: არემარეთა:

152. კარგი: გუესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გუყუეს: ლაშქარნი: უთუალავნი: წყლისა: პირსა: გარდაჴედით: სანადირო: მოგუეწონო: თუესა: ერთსა: არ: წავედით: ვჴოცდით: მჴეცსა: უზომოსა: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

153. ჩუენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩუენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო»: სიტყუანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

154. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვჰთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა: თავსა: ვიხალნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლვდეთ: ნუ: ვისრვით: დამნახავითა:

155. ჩუენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არად: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: დავჰჴოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგუფრენია:

156. ანაზდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირგამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მგზავსი: შვენება: კაცთაგან: უნახავია: