ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

313. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

314. “რომე ცუდად არ მოღორდე, – ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ-ათასობენ კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, – ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, – ფათერაკსა შეგასწრობენ.

315. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

316. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

317. “არვის გავენდევ სულთ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!– მაგრა სპათავენ გავგზავნენ კაცი:ზა თუ-ღა შორია,– შევსთვალე, – “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

*

318. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”– ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, – დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე.

319. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი, შუბი მახე”– მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

320. “ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან! მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან! ვინცა მოკვდევს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან!”

321. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,– მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴრმალმან დაფითა!

322. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

323. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასაჴოცლად ჴელი ჴრმალსა დამიგია”.

324. “რა მივიდა მოციქული, კვლავმცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

325. “შუბი ვსთხოვე, ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

326. “ახლოს მივე, შემომხედეს, "შმაგიაო!", ესე თქვესა, მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ჴელი ჩავყავ, – ვაქებ, ჴრმალო, ვინცა გლესა.

327. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

328. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

329. “საღამო-ჟამს დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან “ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,– ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

330. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა. ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზეარა.

331. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.