... (S-1727), 1837 წ.

118. მეფე ბრძანებს მართალია: ასული და ჩემი ძეო჻ ვნახე რამე ეშმაკისა: სიცუდე და სიბილწეო჻ ჩემად მტერად წამოსრული: გარდმოსული ზეცით ზეო჻ გამიშვია შეჭირვება: არა მგამა ყოლე მეო჻

119. ესე თქვა და სიხარულით: თამაშობა ადიადა჻ მგოსანი და მუშაითი: უხმეს პოეს რაცა სადა჻ დია გასცა საბოძვარი: ყველა დარბაზს შემოხადა჻ მისი მგზავსი სიუხვითა: ღმერთმან სხვამცა რა დაბადა჻

120. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს: ეცვა ოდენ მართ პერანგი჻ იმღერდა და იხარებდა: წინა ედგა ერთი ჩანგი჻ შემოვიდა მას წინაშე: თინათინის მონა ზანგი჻ მოახსენა გიბრძანებსო: ტანი ალვა პირი მანგი჻

121. ავთანდილს მიხვდა მოსმენა: საქმისა სანატრელისა჻ ადგა და კაბა ჩაიცვა: მჯობი ყოვლისა ჭრელისა჻ უხარის ნახვა ვარდისა: არ ერდგან შეუყრელისა჻ ამოა ჭვრეტა ტურფისა: სიახლე საყვარელისა჻

122. ავთანდილ ლაღი უკადრი: მივა არვისგან სცხვენოდა჻ მას ნახავს ვისთა ვამთაგან: ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა჻ იგი უებრო ქუშად ჯდა: ელვისა მსგავსად შვენოდა჻ მთვარესა მისთა შუქთაგან: უკუნით გარდაჰფენოდა჻

123. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს: ყარყუმნი უსაპირონი჻ ებურნეს მოშლით რიდენი: ფასისა თქმად საჭირონი჻ შვენოდეს შავნი წამწამნი: გულისა გასაგმირონი჻ მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს: გრძლად თმანი არ უხშირონი჻

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე: ძოწეულითა რიდითა჻ ავთანდილს უთხრა დაჯდომა: წყნარად ცნობითა მშვიდითა჻ მონამან სელნი დაუდგნა: დაჯდა კრძალვით და რიდითა჻ პირის პირ პირსა უჭვრეტდა: სავსე ლხინითა დიდითა჻

125. ყმამან ჰკადრა საზაროსა: ჩემგან თქმაღა ვით იქნების჻ მზესა მთვარე შეეყაროს: დაილევის დაცაჭკნების჻ აზრად არათ აღარა მცალს: თავი ჩემი მეგონების჻ თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს: ანუ რაცა გეკვირვების჻

126. ქალმან უთხრა საუბარი: კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად჻ იტყვის თუცა აქანამდის: ჩემგან შორს ხარ დანამჭირად჻ მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად: საქმე შენგან საეჭვირად჻ მაგრა გითხრა პირველ ხომე: სენი მე მჭირს რაცა ჭირად჻

127. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს: მინდორს მხეცნი დაგეხოცა჻ ყმა გენახა უცხო ვინმე: რომე ცრემლი მოეხოცა჻ მას უკანით გონებამან: მისმან ასრე დამამხოცა჻ შენ გენუკვი მონახვასა: კიდით კიდე მოლაჴოცა჻

128. აქანამდის ნაუბარსა: თუცა ვერას ვერ გეტყვია჻ მაგრა შორით სიყვარული: შენგან ჩემი შემიტყვია჻ ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია჻ შეუპყრიხარ სიყვარულსა: გული შენი დაუტყვია჻

129. ასრე გითხრა სამსახური: ჩემი გმართებს ამა ორად჻ პირველ ყმა ხარ ხორციელი: არვინა გვყავს შენად სწორად჻ მერმე ჩემი მიჯნური ხარ: დასტურია არ ნაჭორად჻ წადი იგი მოყმე ძებნე: ახლოს იყოს თუნდა შორად჻

130. შენგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო გაამყარე჻ რომე დამხსნა შეჭირვება: ეშმა ბილწი ასაპყარე჻ გულსა გარე საიმედო: ია მორგე ვარდი ყარე჻ მერმე მოდი ლომო მზესა: შეგეყრები შემეყარე჻

131. სამსა ძებნე წელიწადსა: იგი შენი საძებარი჻ ჰპოო მოდი გამარჯვებით: მხიარულად მოუბარი჻ ვერა ჰპოებ დავიჯერებ: იყო თურე უჩინარი჻ კოკობი და დაუფრჩკნელი: ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი჻

132. ფიცით გითხრობ შენგან კიდე: თუ შევირთო რაცა ქმარი჻ მზეცა მამხვდეს ჴორციელი: ჩემთჳს კაცად შენაქმარი჻ სრულად მოვსწყდე სამოთხესა: ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი჻ შენი მკლვიდეს სიყვარული: გულსა დანა ასაქმარი჻

133. მოახსენა ყმამან მზეო: ვინ გიშერი აწამწამე჻ სხვა პასუხი რამცა გკადრე: ანუ რამცა შევიწამე჻ მე სიკვდილსა მოველოდი: შენ სიცოცხლე გამიწამე჻ ვითა მონა სამსახურად: გაღანამცა წავეწამე჻

134. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო: რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა჻ მით გმორჩილობს ზეციერი: მნათობია რაცა სადა჻ მე რომ თქვენგან მოვისმინე: წყალობანი მედიადა჻ ვარდი ჩემი არ დაჭკნების: შუქი შენი იეფად ა჻

135. კვლავ შეფიცეს ერთმანერთსა: დააპირეს ესე პირი჻ გასალდეს და გაამრავლეს: საუბარი სიტყვა ხშირი჻ გაადვილდა აქანამდის: გარდეხადა რაცა ჭირი჻ თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების: თეთრი ელვა ვითა ჭვირი჻

136. ერთგან დასხდეს ილაღობეს: საუბარი ასადაგეს჻ ბროლ ბალახში შეხვეული: და გიშერი ასადაგეს჻ ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა: თავი ჴელი ასადაგეს჻ ცეცხლთა მანდით მოდებულთა: გული ჩემი ასადაგეს჻

137. ყმა წავიდა სიშორესა: თუმცა მისსა ვერ გასძლებდა჻ უკუღმავე იხედვიდა: თვალთა რეტად აყოლებდა჻ ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა჻ გული ჰქონდა გულისათჳს: სიყვარულსა ავალებდა჻