... (S-1727), 1837 წ.

98. რა ცნა მეფე მოვიდაო: ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა჻ მასვე წამსა დაიკარგა: არ უნახავს თვალსა ჩვენსა჻ გავდა ქვესკნელს ჩანაძრომსა: ანუ ზეცად ანაფრენსა჻ ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს: კვალსა მისგან წანარბენსა჻

99. კვალი ძებნეს და უკვირდათ: ვერ პოვნა ნაკვალევისა჻ აგრე კვალ წმიდად წახდომა კაცისა: ვითა დევისა჻ ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს: სწრაფა აქვსთ წყლულთა ხვევისა჻ მეფემან ბრძანა ვნახეო: მიზეზი ლხინთა ლევისა჻

100. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა: აქანამდის ჩემი შვება჻ ამად მიყო სიამისა: სიმწარითა დანაღვლება჻ სიკვდილამდის დამაწყლულა: ვერვის ძალუცს განკურნება჻ მასვე მადლი ესე იყო: წადილი და მისი ნება჻

101. ესე თქვა და შემობრუნდა: დაღრეჯილი წამოვიდა჻ აღარცა ჰკრა ასპარეზსა: ვაი ვამსა მოურთვიდა჻ ყველაკაი მოიშალა: სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა჻ ზოგთა თქვეს თუ მართალია: ზოგი ღ~თო უზრახვიდა჻

102. მეფე საწოლს შემოვიდა: სევდიანი დაღრეჯილი჻ მისგან კიდე არვინ შეჰყვა: ავთანდილ უჩნს ვითა შვილი჻ ყველაკაი გაიყარა: ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი჻ გაბედითდა სიხარული: ჩაღანა და ჩანგი ტკბილი჻

103. თინათინს ესმა მამისა: აგეთი დაღრეჯილობა჻ ადგა და კარსა მივიდა: ჰქონდა მზისაცა ცილობა჻ მოლარე იხმო უბრძანა: ძილია თუ ღვიძილობა჻ მან მოახსენა დაღრეჯით: ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა჻

104. ერთი ღა ახლავს ავთანდილ: წინაშე უზის სკამითა჻ უცხო ყმა ვინმე უნახავს: ასრე დაღრეჯით ამით ა჻ თინათინ ბრძანა აწ წავალ: შესლვა არს ჩემგან ჟამითა჻ მიკითხოს ჰკადრე იყო თქო: აქა ერთისა წამითა჻

105. ხანი გამოხდა იკითხა: ნეტარ რასა იქს ქალიო჻ ჩემი ლხინი და ჯავარი: ჩემი სოფლისა წყალიო჻ მოლარე ჰკადრებს მოვიდა: აწაღა ფერ ნამკრთალიო჻ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა: წინაშე მომავალიო჻

106. უბრძანა თუ წადი უჴმე: უმისობა ვით გავძლეო჻ მოახსენე რად დაბრუნდი: შენ მამისა სიცოცხლეო჻ მოდი ჭმუნვა გამიქარვე: გულსა წყლულსა მიწამლეო჻ გითხრა ჩემი სამიზეზო: მე თუ ლხინთა რად დავლეო჻

107. თინათინ ადგა მივიდა: მიჰყვა მამისა ნებასა჻ უგავს პირისა სინათლე: მთვარისა მოვანებასა჻ მამამან გვერდსა დაისვა: აკოცა ნება ნებასა჻ უბრძანა მახლავ რად არა: რად მელი მოყვანებასა჻

108. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს჻ ვინცა გნახა კადნიერად: რაზომ გინდა ამაყობდეს჻ თქვენი აგრე დაღრეჯანი: მნათობთაცა დაამხობდეს჻ კაცმან საქმე მოიგვაროს: ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს჻

109. უბრძანა შვილო რაზომცა: მჭირს საქმე სავაგლახია჻ შენი ჭვრეტა და სიცოცხლე: ლხინადვე დამისახია჻ მამაქარვები სევდისა: მართ ვითა მუფარახია჻ ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო: ჩემი სულთქმა და ახია჻

110. უცხოსა და საკვირველსა: ყმასა რასმე გარდვეკიდე჻ მისმან შუქმან გაანათლა: სამყარო და ჴმელთა კიდე჻ რა უმძიმდა არ ვიცოდი: ან ტიროდა ვისთჳს კიდე჻ ჩემად ნახვად არ მოვიდა: გავგულისდი წავეკიდე჻

111. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა: თვალთა ცრემლნი მოიჴოცა჻ შესაპყრობლად შევუზახენ: სპანი სრულად დამიჴოცნა჻ ვითა ეშმა დამეკარგა: არ კაცურად გარდამკოცა჻ ჯერთცა ესე არა ვიცი: ცხადი იყო თუ მეოცა჻

112. ტკბილნი მისნი წყალობანი: ბოლოდ ასრე გამემწარნეს჻ დამავიწყდა რაცა დღენი: მხიარულსა წამეარნეს჻ ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს: ვეღარავინ მინეტარნეს჻ სადამდისცა დღენი მესხნეს: ვეღარამან გამახარნეს჻

113. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ: მე სიტყვასა დანაყბედსა჻ ჱე მეფეო რად ემდურვი: ანუ ღ~თსა ანუ ბედსა჻ რად დასწამებ სიმწარესა: ყოველთათჳს ტკბილად მხედსა჻ ბოროტიმცა რად შეექმნა: კეთილისა შემოქმედსა჻

114. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ: მეფეთა ზედა მფლობელი჻ შორს არის თქვენი სამზღვარი: ბრძანება მიუთხრობელი჻ გაგზავნე კაცი ყოველგან: მისთა ამბავთა მცნობელი჻ ადრე სცნობთ არის იგი ყმა: შობილი თუ უშობელი჻

115. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს: ოთხთავე ცისა კიდეთა჻ უბრძანეს წადით პატიჟთა: თავიმცა რად დარიდეთა჻ მონახეთ სძებნეთ იგი ყმა: სხვად ნურად მოიცლიდეთა჻ მისწერეთ წიგნი სადაცა: ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა჻

116. კაცნი წავიდეს იარეს: მათ ერთი წელიწადია჻ მონახეს ძებნეს იგი ყმა: იკითხეს კვლა და კვლა დია჻ ვერცა თუ ნახეს ნახული: ღ~თისაგან დანაბადია჻ ცუდად მაშვრალნი მოვიდეს: მათსავე გულსა ზადია჻

117. მონათა ჰკადრეს მეფეო: ჩვენ ჴმელნი მოვიარენით჻ მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა: მით ვერა გავიხარენით჻ მისა მნახავსა სულდგმულსა: კაცსა ვერ შევეყარენით჻ ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი: სხვანი რამ მოიგვარენით჻