... (H-461), XVIII ს.

215. კვლაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების჻ დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების჻ უღმრთოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების჻ განგებასა჻ ვერვინ჻ შესცულის჻ არსაქმნელი჻ არ჻ იქმნების჻

216. ყოვლნი჻ პირი჻ ცასა჻ ქვეშ჻ ერთობ჻ სრულად჻ მამივლიან჻ მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან჻ უღონიოდ჻ მართალ჻ იყვნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქვიან჻ აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან჻

217. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახნა჻ მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თუალითა჻ გამოსახნა჻ თვესა჻ სამსა჻ სულიერი჻ კაცი჻ თვალით჻ არ჻ ენახნა჻ მჴეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახნა჻

218. მთით჻ ჩამოვიდა჻ ავთანდილ჻ გავლო჻ წყალი჻ და჻ ტყენია჻ მინდორს჻ აცორვებს჻ ტაიჭსა჻ შეჟღრენით჻ მონაწყენია჻ გასცუდებოდეს჻ მკლავნი჻ და჻ მისნი჻ სიამაყენია჻ ბროლისა჻ ველსა჻ სტურფობდეს჻ გიშრისა჻ მუნ჻ საყენია჻

219. თუცა჻ მჴეცქმნილი჻ ავთანდილ჻ გულამოსკვნით჻ და჻ კვნესითა჻ ეგრეცა჻ ჭამა჻ მოუნდის჻ ადამის჻ ტომთა჻ წესითა჻ ისრითა჻ მოკლის჻ ნადირი჻ როსტომის჻ მკლავ჻ უგრძესითა჻ შამბისა჻ პირსა჻ გარდაჴდა჻ ცეცხლი჻ დააგზო჻ კვესითა჻

220. ცხენსა჻ მისცა჻ საძოვარი჻ ვირე჻ მწუადი჻ შეიწოდეს჻ ექვსნი჻ რამე჻ ცხენოსანნი჻ ნახა჻ მისკენ჻ მოვიდოდეს჻ ესე჻ ჰგვანან჻ მეკობრეთა჻ თვარა჻ კარგნი჻ რამც჻ იცოდეს჻ აქა჻ კაცი჻ ჴორციელი჻ კვლა჻ ყოფილა჻ არაოდეს჻

221. ჩვენ჻ ასრე჻ მყოფნი჻ არ჻ ვარგვართ჻ რა჻ გვნახვენ჻ ვემაჯანებით჻ შეირტყა჻ წელთა჻ კაპარჭი჻ შეჯდა჻ ტანითა჻ ჯანებით჻ მზადა჻ აქუს჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ ჴრმალი჻ მოირტყა჻ ჯანებით჻ მისმან჻ მებრძოლმან჻ ყველამან჻ გაყრამცა჻ იაჯა჻ ნებით჻

222. ჴელთა჻ ჰქონდა჻ საომარი჻ მათკენ჻ მივა჻ მხიარული჻ ორთა჻ კაცთა჻ წუეროსანთა჻ ყმა჻ მოჰყვანდა჻ უწვერული჻ თავსა჻ იყო჻ დაკოდილი჻ შეებნიდა჻ სისხლსა჻ გული჻ ტიროდეს჻ და჻ იჭირვოდეს჻ ცოტა჻ ედგა჻ მას჻ გლახ჻ სული჻

223. უყივლა჻ თუ჻ ძმანო჻ ვინ჻ ხართ჻ მეკობრეთა჻ დაგამგზავსენ჻ მათ჻ მიუგეს჻ დაგუიწყნარდი჻ გვიშველე჻ რა჻ ცეცხლნი჻ ავსენ჻ ვერა჻ გუარგო჻ მოგვიტირე჻ ჭირნი჻ ჭირით჻ მოგვისავსენ჻ საგლოველი჻ მოგვიგლოვე჻ ღაწუნი჻ შენცა჻ დაიხავსენ჻

224. ავთანდილ჻ მიდგა჻ ეუბნა჻ მათ჻ კაცთა჻ გულ჻ მდუღარეთა჻ მათ჻ უთხრეს჻ მათნი჻ ამბავნი჻ ტირილით჻ მოუბარეთა჻ ჩვენ჻ ვართო჻ ძმანი჻ სამნივე჻ მით჻ ვიდენთ჻ ცრემლთა჻ მწარეთა჻ დია჻ გუაქვს჻ ციხექალაქი჻ ხათაეთს჻ არემარეთა჻

225. კარგი჻ გუესმა჻ სანადირო჻ ნადირობას჻ წამოვედით჻ გვყვეს჻ ლაშქარნი჻ უთუალავნი჻ წყლისა჻ პირსა჻ გარდავჴედით჻ მეტად჻ კარგად჻ მოგვეწონა჻ თვესა჻ ერთსა჻ არ჻ წავედით჻ ვჰჴოცდით჻ მჴეცთა჻ უზომოსა჻ მინდორით჻ და჻ მთით჻ და჻ ქედით჻

226. ჩვენ჻ სამთა჻ ძმათა჻ ჩვენთანა჻ მესროლნი჻ დავაწბილენით჻ მით჻ ერთმანერთსა჻ სამნივე჻ ჩვენ჻ კიდე჻ დავეცილენით჻ მე჻ უკეთ჻ მოვჰკლავ჻ მე჻ გჯობ჻ ვარ჻ სიტყვანი჻ ვავაქილენით჻ ვერ჻ გავაჩინეთ჻ მართალი჻ ვისარჩლეთ჻ ვითაკილენით჻

227. დღეს჻ ავჰყარენით჻ ლაშქარნი჻ სავსენი჻ ირმის჻ ტყავითა჻ ვთქვით჻ გავაჩინოთ჻ მართალი჻ ვინ჻ ვისა჻ ვჯობდით჻ თავითა჻ თავსა჻ ვიხალნეთ჻ მარტონი჻ დავდგეთ჻ მართ჻ ოდენ჻ მკლავითა჻ თვით჻ დანახულსა჻ მოვჰკლვიდეთ჻ ნუ჻ ვისრვით჻ დამნახავითა჻

228. ჩვენ჻ ვიახელით჻ სამთავე჻ სამნივე჻ მეაბჯრენია჻ ლაშქართა჻ წასულა჻ უბრძანეთ჻ მით჻ არას჻ მოზარენია჻ მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ისი჻ ტყენი჻ და჻ ღრენია჻ დავჰჴოცეთ჻ მჴეცი჻ ურიცხვნი჻ რაც჻ ზე჻ არ჻ გარდაგვფრენია჻

229. ანაზდად჻ მოყმე჻ გამოჩნდა჻ კუშტი჻ პირ჻ გამქუშავია჻ ზედა჻ ჯდა჻ კარგსა჻ ტაიჭსა჻ მერანი჻ რამე჻ შავია჻ თავსა჻ და჻ ტანსა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავია჻ ჯერთ჻ მისი჻ მგზავსი჻ შვენებით჻ კაცთაგან჻ უნახავია჻

230. უჭვრიტეთ჻ მისთა჻ ელვათა჻ შუქნი჻ ძლივ჻ გავიცადენით჻ ვჰთქვით჻ თუ჻ მზეაო჻ ქუეყნად჻ ნუ჻ ვეუბნებით჻ ცად჻ ენით»჻ მისი჻ მოგვინდა჻ შეპყრობა჻ ვჰკადრეთ჻ და჻ შევეცადენით჻ ასრე჻ სულთქმით჻ და჻ ვაებით჻ მით჻ ვართ჻ ცრემლისა჻ ცადენით჻

231. მე჻ უხუცესმან჻ უმცროსთა჻ კაცი჻ დავსთხოვე჻ ქენებით჻ ჩემმა჻ შედეგმან჻ ტაიჭი჻ მისი჻ თვით჻ აქო჻ ხსენებით჻ ამან჻ მართ჻ ოდენ჻ მორევა჻ გვითხრა჻ უალნეთ჻ ჩვენებით჻ მივმართეთ჻ იგი჻ აგრევე჻ წყნარად჻ მივა჻ და჻ შვენებით჻

232. ბროლმან჻ ლალსა჻ გარეულმან჻ ვარდნი჻ თხელნი჻ ანატიფნა჻ იგი჻ ტკბილნი჻ გონებანი჻ ჩუენთუის჻ მეტად჻ გაამყიფნა჻ არ჻ აგვიხუნა჻ არც჻ დაგვიხუნა჻ ყოლე჻ არად჻ ამოგუკრიფნა჻ მისნი჻ მკვახედ჻ მოუბარნი჻ მათრაჴითა჻ შეგვამწიფნა჻

233. უმცროსსა჻ ძმასა჻ მივეცით჻ უფროსთა჻ დავეზიდენით჻ ჴელი჻ მოჰკიდა჻ დადეგო»჻ ესეცა჻ ჰკადრა჻ კიდ჻ ენით჻ მან჻ ჴრმალსა჻ ჴელი჻ არ჻ მიჰყო჻ ჩვენ჻ ამად჻ დავერიდენით჻ თავსა჻ გარდაჰკრა჻ მათრაჴი჻ ვნახეთ჻ სისხლისა჻ კი჻ დენით჻

234. ჩვენი჻ ძმა჻ გლახ჻ დაკოდილი჻ მასვე჻ წამსა჻ ჩამოვარდა჻ მისმან჻ შიშმან჻ დაგვაწყალა჻ იგი჻ ყოლე჻ არ჻ აჩქარდა჻ მასმცა჻ მიღმა჻ რაღა჻ ვჰკადრეთ჻ ვისგან჻ ყოფა჻ გაგვიმწარდა჻ ვთქვით჻ თუ჻ უჴრმლოდ჻ მოგვერია჻ ცრმალთა჻ გაგყრის჻ ფარდა჻ ფარდა჻