... (H-461), XVIII ს.

255. ავთანდილ჻ ახლოს჻ კვლა჻ ნახა჻ სახე჻ მისივე჻ კაცისა჻ ულვაშაშლილი჻ წუერგამო჻ ნუ჻ თუ჻ მზეაო჻ კვლავ჻ ცისა჻ ეყოდეს჻ სული჻ ვარდისა჻ ქართაგან჻ მონატაცისა჻ ასრე჻ უჩს჻ მოკლვა჻ დევისა჻ მართ჻ ვითა჻ ლომსა჻ ვაცისა჻

256. მასვე჻ გზასა჻ წამოვიდა჻ რომე჻ გუშინ჻ შეეარა჻ შამბი჻ გავლო჻ გაეშორა჻ თავი჻ მინდორს჻ გააგარა჻ ავთანდილ჻ სჭვრეტს჻ გაკვირვებით჻ მალვით჻ ხესა჻ მოეფარა჻ იტყვის჻ ღმერთმან჻ ესე჻ საქმე჻ მეტად჻ კარგად჻ მომიგვარა჻

257. აწ჻ ამას჻ ერთი჻ ღ~თგან჻ სხვა჻ საქმე჻ რა჻ ვამჯობინო჻ ქალი჻ შევიპყრა჻ მის჻ ყმისა჻ ამბავი჻ ვაამბობინო჻ ჩემიცა჻ ვუთხრა჻ ყველაი჻ მართალი჻ გავაპჭობინო჻ მას჻ ყმასა჻ ჴრმალი჻ არა჻ ვჰკრა჻ არც჻ მას჻ დავისობინო჻

258. ჩამოვიდა჻ ცხენი჻ ახსნა჻ მისგან჻ ხეზედ჻ გამობმული჻ ზედან჻ შეჯდა჻ გაემართა჻ ქვაბი჻ დახუდა჻ კარ჻ გახმული჻ მუნით჻ ქალი჻ გამოიჭრა჻ გულმდუღარე჻ ცრემლ჻ დასხმული჻ ეგონა჻ თუ჻ დაბრუნდაო჻ პირი჻ ვარდი჻ ბროლ჻ ბაკმული჻

259. ვერ჻ იცნა჻ სახე჻ არ჻ ჰგუანდა჻ მისი჻ მის჻ ყმისა჻ სახესა჻ ფიცხლა჻ გაიქცა჻ მიმართა჻ ძახილით჻ კლდესა჻ და჻ ხესა჻ ყმა჻ გარდაიჭრა჻ დააბა჻ ვითა჻ კაკაბი჻ მახესა჻ ჴმას჻ სცემდეს჻ არენი჻ ძახილსა჻ მუნ჻ ერთ჻ ცახესა჻

260. მას჻ ყმასა჻ თავი჻ არ჻ მისცა჻ ჭვრეტადცა჻ ებილწებოდა჻ ვითა჻ კაკაბი჻ არწივსა჻ ქვეშე჻ მი჻ და჻ მო჻ ჰკრთებოდა჻ ტარიელს჻ ვისმე჻ უძახდა჻ მისად჻ მწედ჻ მოემწებოდა჻ ავთანდილ჻ მუჴლსა჻ უყრიდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა჻

261. ეტყოდა჻ სულე჻ რამც჻ გიყავ჻ კაცი჻ ვარ჻ ადამიანი჻ უფეროქმნილნი჻ მინახვან჻ ვარდნი჻ და჻ ისი჻ იანი჻ მისი჻ რამ჻ მითხარ჻ ვინ჻ არის჻ ტანსარო჻ პირ჻ ბაკმიანი჻ სხვად჻ არას჻ გკადრებ჻ ნუ჻ გეშის჻ ნუ჻ ყივი჻ აგრე჻ ჴმიანი჻

262. ქალი჻ ეტყოდა჻ ტირილით჻ სარჩელი჻ უგავს჻ ბრჭობასა჻ თუ჻ არ჻ შმაგი჻ ხარ჻ დამეხსენ჻ შმაგი჻ ხარ჻ მოდი჻ ცნობასა჻ აწ჻ მეტად჻ ძნელსა჻ საქმესა჻ მნუკევ჻ ადვილად჻ თხრობასა჻ ცუდად჻ ნუ჻ სცთები჻ ნუ჻ ელი჻ მაგა჻ ამბვისა჻ მბობასა჻

263. ყმა჻ ეტყუის჻ ხედავ჻ სისხლისა჻ თვალთა჻ მდის჻ ცრემლთა჻ წყალები჻ დრო჻ გამიგრძელდა჻ მიმჭირდა჻ მაჩნია჻ მითა჻ წყლულები჻ ვიცი჻ არ჻ მომკლავ჻ ღარიბი჻ ღარიბსა჻ შეგეწყალები჻ მაგა჻ ამბვითა჻ დამივსე჻ ცეცხლისა჻ მე჻ აწ჻ ყალები჻

264. ქალო჻ არ჻ იცი჻ სით჻ მოვალ჻ რა჻ ჭირნი჻ მამითმენიან჻ ოდითგან჻ ვეძებ჻ ამბავთა჻ ესე჻ არვისგან჻ მსმენიან჻ შენ჻ მიპოვნიხარ჻ ამბავნი჻ ჩემნი჻ რაზომცა჻ გწყენიან჻ ვერ჻ დაგეხსნები჻ მიანბე჻ ჩემგან჻ ნუღარა჻ გრცხვენიან჻

265. ქალმან჻ უთხრა჻ რას჻ შეგესწარ჻ მე჻ ვინ჻ ვარ჻ და჻ ანუ჻ შენო჻ მზე჻ არ჻ მახლავს჻ შეგეტყვების჻ თურთვილო჻ ასრე჻ მით჻ მაწყენო჻ გრძელი჻ სიტყვა჻ საწყინოა჻ ასრე჻ მოკლედ჻ მოგახსენო჻ ვერასათვის჻ ვერ჻ გიამბობ჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ ქენო჻

266. კვლაცა჻ ჰკითხა჻ ზენარობით჻ მიუყარნა჻ მუჴლნი჻ წინა჻ მაგრა჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰყარა჻ მუდარობა჻ მოეწყინა჻ პირსა჻ ზედა჻ გაგულისდა჻ თვალთა჻ სისხლი჻ მოედინა჻ ადგა჻ თმითა჻ წამოზიდნა჻ ყელსა჻ დანა჻ დააბრჯინა჻

267. ეგრე჻ უთხრა჻ მე჻ ეზომი჻ ჯავრი჻ როგორ჻ შეგარჩინო჻ რაგვარა჻ თუ჻ ამატირო჻ ცრემლი჻ ცუდად჻ დამადინო჻ გიჯობს჻ მითხრა჻ ამის჻ მეტი჻ მართ჻ აღარა჻ არ჻ გაწყინო჻ თუარა჻ ღ~თნ჻ ჩემი჻ მოკლას჻ მტერი჻ ვითა჻ მოგაკვდინო჻

268. ქალმან჻ უთხრა჻ ეგე჻ ღონე჻ მოიგონე჻ მატად჻ ავი჻ რად჻ რა჻ გითხრა჻ სადამდისცა჻ ვიყო჻ ჭირთა჻ უნახავი჻ თუ჻ არ჻ მომკლავ჻ არ჻ მოვკუდები჻ მრთელი჻ ვარ჻ და჻ მოუკლავი჻ კვლა჻ თუ჻ მომკლავ჻ სასაუბროდ჻ აღარ჻ მებმის჻ ზედა჻ თავი჻

269. კვლავ჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რად჻ მპოვე჻ ვინ჻ მეუბნები჻ მე჻ ვინო჻ ეგე჻ ამბავი჻ ცოცხალსა჻ ენითა჻ ვერ჻ მათქმევინო჻ მე჻ თავი჻ ჩემი჻ ნებითა჻ ჩემითა჻ მოგაკლევინო჻ ვითა჻ უსტარი჻ ბედითი჻ ადვილად჻ დაგახევინო჻

270. ჩემი჻ სიკვდილი჻ შენ჻ ჩემად჻ პატიჟად჻ ნურად჻ გგონია჻ მით჻ რომე჻ დამხსნი჻ ტირილსა჻ შემშრების჻ ცრემლთა჻ ფონია჻ ჩალად჻ მჩანს჻ ყოვლი჻ სოფელი჻ მისთუისვე჻ შემიწონია჻ ვერ჻ გიცნობ჻ ვინ჻ ხარ჻ ვის჻ გითხრა჻ სიტყვანი჻ მისანდონია჻

271. ყმამან჻ თქვა჻ თუ჻ არ჻ ეგების჻ აწ჻ ამისი჻ ასრე჻ თქმევა჻ სხვასა჻ რასმე჻ მოვიგონებ჻ სჯობს჻ საქმისა჻ გამორჩევა჻ გაუშვა჻ და჻ ცალკე჻ დაჯდა჻ ტირს჻ დაუწყო჻ ცრემლთა჻ ფრქვევა჻ ქალსა჻ უთხრა჻ გაგარისხე჻ აწ჻ ესე჻ თქვი჻ ვით჻ დავრჩე჻ ვა჻

272. ქალი჻ დაუჯდა჻ კუშტგვარად჻ ქუშობს჻ ჯერთ჻ არ჻ დამტკბარია჻ ავთანდილ჻ ქვე჻ ზის჻ ტირილად჻ აღარას჻ მოუბნარია჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ მოჰგუბდა჻ ცრემლისა჻ საგუბარია჻ კვლა჻ აქათ჻ ქალი჻ ატირდა჻ მისთვის჻ გულ჻ ნალმობარია჻

273. ყმა჻ მტირალი჻ შეებრალა჻ ამად჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ ღვარნა჻ მაგრა჻ უჯდა჻ უცხოს჻ უცხო჻ არ჻ ბაგენი჻ აუბარნა჻ ყმამან჻ სცნა჻ თუ჻ გონებანი჻ ჩემთვის჻ ჩქარნი჻ დააწყნარნა჻ ცრემლ჻ დენილი჻ შეეხუეწა჻ ადგა჻ მუჴლნი჻ მიუყარნა჻

274. უთხრა჻ ვიცი჻ აღარ჻ ვარგხარ჻ შენ჻ აწ჻ ჩემად჻ დასანდობლად჻ გაგარისხე჻ დაგრჩომივარ჻ ღარიბად჻ და჻ ამად჻ ობლად჻ აწ჻ ეგრეცა჻ თავი჻ ჩემი჻ დამიც჻ შენად჻ დასანდობლად჻ ამად჻ რომე჻ შეცოდება჻ შვიდგზის჻ თქმულა჻ შესანდობლად჻