... (H-461), XVIII ს.

235. მით჻ ერთითა჻ მათრაჴითა჻ თავი჻ ერთობ჻ გარდაჰფრიწა჻ ვითა჻ მკუდარი჻ უსულო჻ ქმნა჻ ვითა჻ მიწა჻ დაამიწა჻ მისი჻ რასმე჻ მკადრებელი჻ მოამდაბლა჻ მოამიწა჻ თვალთა჻ წინა჻ წაგვივიდა჻ ლაღი჻ კუშტი჻ ამაყი჻ წა჻

236. აღარ჻ დაბრუნდა჻ წავიდა჻ წყნარად჻ და჻ აუჩქარებლად჻ აიგერ჻ მივა჻ ნახეო჻ იგი჻ მზეებრ჻ და჻ მთვარებლად჻ შორს჻ უჩუენებდეს჻ ავთანდილს჻ მტირალნი჻ გაუხარებლად჻ ოდენ჻ ჩნდა჻ ტურფა჻ ტაიჭი჻ მისი჻ მის჻ მზისა჻ შავი჻ მარებლად჻

237. ვეფხისა჻ ტყავი჻ ენიშნა჻ ფიცხლავ჻ გარდაჴდა჻ ცხენითა჻ ღ~თსა჻ მადლობდა჻ ცრემლითა჻ მინდორთა჻ გასარცხელითა჻ ეტყოდა჻ თქვენგან჻ გამოვა჻ ყოველთა჻ სიმარცხენითა჻ კეთილის჻ მქნელად჻ გამოჩნდის჻ ჩვენ჻ მტერად჻ მაგრა჻ ცხენითა჻

238. აჰა჻ მიჰხუდა჻ ავთანდილსა჻ ღაწვთა჻ ცრემლით჻ არ჻ დათოვნა჻ რადგან჻ ცუდად჻ არ჻ წაუჴდა჻ მას჻ ეზომი჻ გარეთ჻ ყოვნა჻ კაცსა჻ მიხუდეს჻ საწადელი჻ რას჻ ეძებდეს჻ მისი჻ პოვნა჻ მისგან჻ მაშინ჻ აღარა჻ ჴამს჻ გარდასრულთა჻ ჭირთა჻ ხსოვნა჻

239. უთხრა჻ თუ჻ ძმაო჻ ვარ჻ ვინმე჻ ღარიბი჻ უადგილოსა჻ მე჻ იმა჻ ყმისა჻ საძებრად჻ მოვჰშორდი჻ საგაზრდილოსა჻ აწ჻ თქვენგან჻ მივხვდი჻ საქმესა჻ ყოლა჻ არ჻ საადვილოსა჻ ღმერთიმცა჻ ნურას჻ ნუ჻ გიზამთ჻ თქვენსა჻ საღრეჯილოსა჻

240. ვითა჻ მე჻ მივხუდი჻ წადილსა჻ ჩემის჻ გულისა჻ ნებასა჻ აგრემცა჻ ღ~თი჻ ნურას჻ იქს჻ ძმისა჻ თქუენისა჻ ვნებასა჻ უჩვენა჻ მისი჻ სადგომი჻ მიდითო჻ ნებანებასა჻ ჩრდილსა჻ გარდასვით჻ მაშურალნი჻ მიეცით჻ მოსვენებასა჻

241. ესე჻ უთხრა჻ და჻ წავიდა჻ ცხენი჻ გაქუსლა჻ დეზითა჻ ვითა჻ გავაზი჻ გაფრინდა჻ არ჻ გაშვებული჻ ხეზითა჻ ან჻ მთვარე჻ მზისა჻ შემყრელი჻ მზე჻ სინათლითა჻ ზეზითა჻ დაივსო჻ ცეცხლი჻ დამწველი჻ მისითა჻ მან჻ მიზეზითა჻

242. მიეწურა჻ იგონებდა჻ ახლოს჻ შეყრა჻ ვითა჻ აგოს჻ საუბარმან჻ უმეცარმან჻ შმაგი჻ უფრო჻ გააშმაგოს჻ ჴამს჻ თუ჻ კაცმან჻ გონიერმან჻ ძნელი჻ საქმე჻ გამოაგოს჻ არ჻ სიწყნარე჻ გონებისა჻ მისთა჻ წესთა჻ გამოაგოს჻

243. რადგან჻ იგი჻ არის჻ სადმე჻ უცნობოდ჻ და჻ ისრე჻ რეტად჻ რომე჻ კაცსა჻ არ჻ მიუშვებს჻ საუბრად჻ და჻ მისად჻ ჭვრეტად჻ მივეწევი჻ შევიყრებით჻ ერთმანერთის჻ ცემაჟლეტად჻ მოვჰკლავ჻ ანუ჻ იგი჻ მომკლავ჻ დავიკარგვი჻ მეტისმეტად჻

244. მე჻ იმა჻ ყმისა჻ საკრავად჻ ჴრმალსაცა჻ ვით჻ მიჰყევ჻ ნები჻ არ჻ მოვჰკლავ჻ არცა჻ მოვჰკვდები჻ არ჻ ვავნებ჻ არცა჻ ვევნები჻ შორით჻ თვალითა჻ მივსწურავ჻ უკანა჻ დავედევნები იარეს჻ გავლეს჻ მრავალი჻ მინდორი჻ შამბნარ჻ ჴევნები჻

245. გარდაჴდა჻ და჻ თაყვანის჻ სცა჻ ახსენა჻ ღ~თისა჻ საჴელნი჻ შენ჻ გმონობს჻ ცას჻ და჻ ქვეყანას჻ ყოველნი჻ მონა჻ საჴელნი჻ შენგან჻ მიხუდების჻ წადილსა჻ უღონო჻ დანასა჻ ყელონი჻ მისად჻ საძებრად჻ სიცოცხლე჻ ვჰქენ჻ ლახვართ჻ შესასჴელნი჻

246. ავთანდილ჻ იტყვის჻ ეზომნი჻ ჭირნიმცა჻ რად჻ გავაცუდენი჻ რამცაღა჻ იყოს჻ არ჻ არის჻ თუმცა჻ არ჻ ედგნეს჻ ბუდენი჻ სადაცა჻ მივა჻ მივჰყვები჻ რამცა჻ მოვლიდეს჻ ზღუდენი჻ ნუთუ჻ მუნ჻ ვძებნე჻ ღონენი჻ ჩემნი჻ არ჻ დასამრუდენი჻

247. წინა჻ უკანა჻ იარეს჻ ორნი჻ დღენი჻ და჻ ღამენი჻ დაუყოვნებლად჻ მავალნი჻ არა჻ არ჻ საჭმლის჻ მჭამელნი჻ არსადა჻ ხანი჻ არ჻ დაჰყვეს჻ ერთის჻ თვალისა჻ წამენი჻ მათ჻ მიწყივ჻ ცრემლი჻ სდიოდა჻ მონდორთა჻ მოსალამენი჻

248. დღისით჻ ვლეს჻ და჻ საღამოჟამ჻ გამოუჩნდეს჻ დიდი჻ კლდენი჻ კლდეთა჻ შიგან჻ ქვაბნი჻ იყვნეს჻ ძირსა჻ წყალი჻ ჩანადენი჻ წყლისა჻ პირსა჻ არ჻ ითქმოდა჻ შამბი჻ იყო჻ თუ჻ რასდენი჻ ხე჻ დიდრონი჻ თვალ჻ უწდომი჻ მაღლა჻ კლდემდის჻ ანაყრდენი჻

249. მან჻ ყმამან჻ ქვაბსა჻ მიმართა჻ განვლნა჻ წყალნი჻ და჻ ხევნია჻ ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ მონახნა჻ დიდნი჻ ხენია჻ მას჻ ზედა჻ ჭურეტად჻ გავიდა჻ ძირსა჻ დააბა჻ ცხენია჻ მუნით჻ უჭურეტდა჻ იგი჻ ყმა჻ მივა჻ ცრემლ჻ მინადენია჻

250. რა჻ ტყენი჻ გავლნა჻ მან჻ ყმამან჻ მოსილმან჻ ვეფხის჻ ტყავითა჻ ქვაბისა჻ პირსა჻ გამოდგა჻ ქალი჻ ჯუბითა჻ შავითა჻ ატირდა჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესართავითა჻ იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ყელსა჻ მოეჭდო჻ მკლავითა჻

251. იგი჻ ტყენი჻ გაეხშირა჻ განაგლეჯსა჻ მათსა჻ თმასა჻ ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა჻ იძახდიან჻ მოთქმიდიან჻ დიდსა჻ სცემდნენ჻ კლდენი჻ ხმასა჻ ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მათსა჻ ეგრე჻ ქცევაზმასა჻

252. სული჻ დაიღო჻ მან჻ ქალმან჻ დასთმო჻ გულისა჻ წყლულობა჻ ქვაბს჻ შეიყვანა჻ ტაიჭი჻ მოჰჴადა჻ შეკაზმულობა჻ მას჻ შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯრისა჻ წელმორტყმულობა჻ შინა჻ შევიდეს჻ მას჻ დღესა჻ გარდაჴდა჻ გამოსრულობა჻

253. ავთანდილს჻ უკვირს჻ ამბავი჻ ისი჻ თუ჻ ვსცნაო჻ მე჻ რითა჻ გათენდა჻ ქალი჻ გამოდგა჻ მოსილი჻ მითვე჻ ფერითა჻ შავსა჻ აუდვა჻ ლაგამი჻ სწმენდდა჻ რიდისა჻ წვერითა჻ შეჰკაზმა჻ მოაქუს჻ აბჯარი჻ წყნარად჻ არ჻ რამე჻ ჩჴერითა჻

254. მის჻ მოყმისა჻ წესი჻ იყო჻ მეტსა჻ თურე჻ არას჻ ეჯდა჻ ქალი჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ თმისა჻ ტევრსა჻ გაიგლეჯდა჻ ყმა჻ ადგა჻ და჻ გაემართა჻ აკოცა჻ და჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ ასმათ჻ ისრე჻ დაღრეჯილი჻ კვლა჻ უფროვე჻ დაიღრეჯდა჻