... (H-461), XVIII ს.

138. ავთანდილ჻ ჯდა჻ მარტო჻ საწოლს჻ ეცვა჻ ოდენ჻ მას჻ პერანგი჻ იმღერდა჻ და჻ იხარებდა჻ წინა჻ ედგა჻ ერთი჻ ჩანგი჻ ამაზედა჻ შემოვიდა჻ თინათინის჻ მონა჻ ზანგი჻ მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ტანი჻ ალვა჻ პირი჻ მანგი჻

139. გაჰკვირდა჻ მიხუდა჻ მოსმენა჻ საქმისა჻ სანატრელისა჻ ადგა჻ და჻ კაბა჻ ჩაიცვა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ ჭრელისა჻ უხარის჻ შეყრა჻ ვარდისა჻ არ჻ ერთგან჻ შეუყრელისა჻ ამოა჻ ჭურეტა჻ ტურფისა჻ სიახლე჻ საყვარელისა჻

140. ავთანდილ჻ ლაღი჻ უკადრი჻ მივა჻ არვისგან჻ რცხვენოდა჻ მას჻ ნახავს჻ ვისთა჻ ვამთაგან჻ ცრემლი჻ მრავალჯერ჻ სდენოდა჻ იგი჻ უებრო჻ ქუშად჻ ჯდა჻ ელვისა჻ მგზავსად჻ შვენოდა჻ მთვარესა჻ მისთა჻ შუქთაგან჻ უკუნი჻ გარდაჰფენოდა჻

141. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ყარყუმნი჻ უსაპირონი჻ ებურნეს჻ მოშლით჻ რიდენი჻ ფასისა჻ თქმად჻ საჭირონი჻ შვენოდეს჻ შავნი჻ წამწამნი჻ გულისა჻ გასაგმირონი჻ მას჻ თეთრსა჻ ყელსა჻ ეკიდნეს჻ გრძლად჻ თმანი჻ არ჻ უხშირონი჻

142. მჭმუნვარედ჻ იყო჻ მჯდომარე჻ ძოწეულითა჻ რიდითა჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ დაჯდომა჻ წყნარად჻ ცნობითა჻ მშვიდითა჻ მონამან჻ სელნი჻ დაუდგნა჻ დაჯდა჻ კრძალვით჻ და჻ რიდითა჻ პირისპირ჻ პირსა჻ უჭვრეტდა჻ სავსე჻ ლხინითა჻ დიდითა჻

143. ქალმა჻ უბრძანა჻ ზარი჻ მლევს჻ მე჻ ამისისა჻ თხრობისა჻ მწადდა჻ არა჻ თქუმა჻ რომლისა჻ ღონე჻ არა჻ მაქვს჻ თმობისა჻ მაგრა჻ იციცა჻ მიზეზი჻ შენისა჻ აქა჻ ხმობისა჻ რად჻ ვზი჻ ქუშად჻ და჻ დაღრეჯით჻ ასრე჻ მიჴდილი჻ ცნობისა჻

144. ავთანდილ჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ბრძანე჻ რაცა჻ გწადებოდეს჻ ვეჭობ჻ რომ჻ თქვენი჻ სიტყვითა჻ ზღვას჻ ცეცხლი჻ მოედებოდეს჻ თვარ჻ ქვეყნად჻ რაცა჻ მოგინდეს჻ არ჻ ქნა჻ ვით჻ მოგინდებოდეს჻ სასამსახუროდ჻ ჭირსა჻ და჻ სასჯელსა჻ ვინმც჻ ერიდებოდე

145. აქანამდის჻ ნაუბარსა჻ თუცა჻ ვერას჻ ვერ჻ გეტყუია჻ მაგრა჻ შორით჻ სიყუარული჻ შენგან჻ ჩემი჻ შემიტყუია჻ ვიცი჻ რომე჻ გაუწყვეტლად჻ თვალთათ჻ ღაწუი჻ გისეტყუია჻ შეუპყრიხარ჻ სიყვარულსა჻ გული჻ შენი჻ დაუტყუია჻

146. ყმამან჻ ჰკადრა჻ საზაროსა჻ ჩემგან჻ თქმაღა჻ ვით჻ იქმნების჻ მზესა჻ მთვარე჻ შეეყაროს჻ დაილევის჻ დაცაჭკნების჻ აზრად჻ აღარ჻ არადა჻ მცალს჻ თავი჻ ჩემი჻ მეგონების჻ თქვენვე჻ ბრძანეთ჻ რაცა჻ გიმძიმს჻ ანუ჻ რაცა჻ გეკურნების჻

147. ქალმან჻ უთხრა჻ საუბარი჻ კეკლუცსიტყვად჻ არ჻ დუხჭირად჻ იტყვის჻ თუცა჻ აქანამდის჻ ჩემგან჻ შორს჻ ხარ჻ დანამჭირად჻ [...]ვირს჻ მოგხუდა჻ წამის჻ ყოფად჻ საქმე჻ შენგან჻ სახეჭირად჻ ესე჻ გითხრა჻ პირველ჻ ხოლმე჻ სენი჻ მე჻ მჭირს჻ რაცა჻ ჭირად჻

148. მაშინ჻ ოდეს჻ შენ჻ და჻ როსტანს჻ მინდორს჻ მხეცი჻ დაგეხოცა჻ ყმა჻ გენახა჻ უცხო჻ ვინმე჻ რომე჻ ცრემლი჻ მოეხოცა჻ მას჻ უკანით჻ გონებამან჻ მისმან჻ ასრე჻ დამამჴოცა჻ შენ჻ გენუკვი჻ მონახვასა჻ კიდით჻ კიდე჻ მოლაჴო჻ ცა.჻

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა ტარიელის ძებნად჻

149. ასრე჻ გითხრა჻ სამსახური჻ ჩემი჻ გმართებს჻ ამა჻ ორად჻ პირველ჻ ყმა჻ ხარ჻ ჴორციელი჻ არვინ჻ გვიჩანს჻ შენად჻ სწორად჻ მერმე჻ ჩემი჻ მიჯნური჻ ხარ჻ დასტურია჻ არა჻ ჭორად჻ წადი჻ იგი჻ მოყმე჻ ძებნე჻ ახლოს჻ იყოს჻ თუნდა჻ შორად჻

150. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ამით჻ უფრო჻ გაამყარე჻ რომე჻ დამჴსნა჻ შეჭირვება჻ ეშმა჻ ბილწი჻ ასაპყარე჻ გულსა჻ გარე჻ საიმედო჻ ია჻ მორგე჻ ვარდი჻ ყარე჻ მერმე჻ მოდი჻ ლომო჻ მზესა჻ შეგეყრები჻ შემეყარე჻

151. სამსა჻ ძებნე჻ წელიწადსა჻ იგი჻ შენი჻ საძებარი჻ ჰპოვო჻ მოდი჻ გამარჯვებით჻ მხიარულად჻ მოუბარი჻ ვერა჻ ჰპოვებ჻ დავიჯერებ჻ იყო჻ თურე჻ უჩნებარი჻ ვარდი჻ დაგხვდე჻ კოკობი჻ და჻ მუნვე჻ ბაღსა჻ მოებარი჻

152. ფიცით჻ გითხრობ჻ შენგან჻ კიდე჻ თუ჻ შევირთო჻ რაცა჻ ქმარი჻ მზეცა჻ მამხუდეს჻ ჴორციელი჻ ჩემთვის჻ კაცად჻ შენაქმარი჻ სრულად჻ მოვსწყდე჻ სამოთხესა჻ ქვესკნელს჻ ვიყო჻ დასანთქმარი჻ შენი჻ მკლვიდეს჻ სიყვარული჻ გულსა჻ დანა჻ ასაქმარი჻

153. მოახსენა჻ ყმამან჻ მზეო჻ ვინ჻ გიშერი჻ აწამწამე჻ სხუა჻ პასუხი჻ რამცა჻ გკადრე჻ ანუ჻ რამცა჻ შევიწამე჻ მე჻ სიკვდილსა჻ მოველოდი჻ შენ჻ სიცოცხლე჻ გამიწამე჻ ვითა჻ მონა჻ სამსახურად჻ გაღანამცა჻ წავე჻ წა჻ მე჻

154. კვლაცა჻ ჰკადრა჻ აჰა჻ მზეო჻ ღმერთმან჻ რადგან჻ მზედ჻ დაგბადა჻ მით჻ გმორჩილობს჻ ზეციერი჻ მნათობია჻ რაცა჻ სადა჻ მე჻ რომ჻ თქვენგან჻ მოვისმინე჻ წყალობანი჻ მედიადა჻ ვარდი჻ ჩემი჻ არ჻ დაჭკნების჻ შუქი჻ შენი჻ იეფადა჻

155. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ შენად჻ რადმცა჻ შევიწყალე჻ არასათვის჻ არ჻ დავდგები჻ უსაცილოდ჻ წავალ჻ ხვალე჻ გული჻ ფერი჻ ლაჟვარდისა჻ გავაწითლე჻ გავალალე჻ სიცოცხლისა჻ უკეთესი჻ რა჻ მიბოძე჻ რამც჻ მავალე჻

156. მათ჻ შეჰფიცეს჻ ერთმანერთსა჻ დააპირეს჻ ესე჻ პირი჻ გასალდეს჻ და჻ გაამრავლეს჻ საუბარი჻ სიტყვა჻ ხშირი჻ გაადვილდა჻ აქანამდის჻ გარდეჴადა჻ რაცა჻ ჭირი჻ თეთრთა჻ კბილთათ჻ გამოჰკრთების჻ თეთრი჻ ელვა჻ ვითა჻ ჭვირი჻