... (H-461), XVIII ს.

332. ეხვეწებოდა჻ ლამოდა჻ ჩემგან჻ რასამე჻ სმენასა჻ ნუ჻ უყოს჻ ღმერთმან჻ გაძლება჻ მემცა჻ ვით჻ მივეც჻ ენასა჻ რაჟამს჻ სცნას჻ ვეჭო[ბ]჻ ამისგან჻ თქვენსა჻ რასამე჻ ლხენასა჻ არს჻ უკეთესი჻ რაცაღა჻ სწადს჻ განგებასა჻ ზენასა჻

333. ამას჻ დაყმუნდა჻ ტარიელ჻ დამწუარი჻ დავალებული჻ ასმათს჻ უბრძანა჻ მას჻ აქათ჻ შენ჻ ხარ჻ ჩემთანა჻ ხლებული჻ რად჻ არა჻ იცი჻ უწამლო჻ არს჻ ლები჻ ესე჻ ლებული჻ აწც჻ ესე჻ ყმა჻ მწვავს჻ მტირალი჻ ცრემლითა჻ დასველვებული჻

334. კაცმან჻ ვით჻ ჰპოვოს჻ ღმერთისაგან჻ რაცა჻ არ჻ დანაბადია჻ მით჻ გული჻ ჩემი჻ სახმილმან჻ აწ჻ ასრე჻ დანაბადია჻ კვლავ჻ გზასა჻ მიკრავს჻ მიჭირავს჻ მიდგს჻ ბადე჻ დანაბადია჻ ვაი჻ ლხინთა჻ ნაცვლად჻ სოფლისა჻ ჩალა჻ მაქვს჻ და჻ ნაბადია჻

335. მაგრა჻ ღმერთმან჻ მოწყალემან჻ მით჻ ცნობითა჻ ერთი჻ მზითა჻ ორი჻ მისი჻ მოწყალება჻ დღესცა჻ მომცა჻ ამა჻ გზითა჻ პირველ჻ შეგყრის჻ მოყვარულთა჻ ჩემით჻ რათმე჻ მიზეზითა჻ კვლა჻ ნუთუმცა჻ სულ჻ არ჻ დამწვას჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ანაგზითა჻

336. ყმასა჻ უთხრა჻ ვინცა჻ კაცმან჻ ძმა჻ ანუ჻ თუ჻ დაცა჻ იდოს჻ ჴამსო჻ მისთუის჻ სიკვდილსა჻ და჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ დარიდოს჻ ღ~თმან჻ ერთი჻ რად჻ აცხოვნოს჻ თუ჻ მეორე჻ არ჻ წაწყმიდოს჻ შენ჻ ისმენდი჻ მე჻ გიანბობ჻ რაღა჻ გინდა჻ წაგეკიდოს჻

337. ასმათს჻ უთხრა჻ მოდი჻ მოჯე჻ თანა჻ წყალი჻ მამიტანე჻ დაბნედილსა჻ დამაპკურვებდი჻ გული჻ მითა჻ გარდამბანე჻ მკვდარი჻ მნახო჻ დამიტირო჻ სულთქმა჻ გაათანისთანე჻ მე჻ სამარე჻ გამითხარე჻ აქა჻ მიწა჻ მიაკუანე჻

338. ღილ჻ ჩახსნილი჻ საამბობლად჻ დაჯდა჻ მჴარნი჻ ამოყარნა჻ ვითა჻ მზე჻ ჯდა჻ მოღრუბლებით჻ დიდხან჻ შუქნი჻ არ჻ ადარნა჻ ვერ჻ გაახუნა჻ სასაუბროდ჻ მან჻ ბაგენი჻ გაამყარნა჻ მერმე჻ დიდნი჻ დაიძახნა჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ გარდმოყარნა჻

339. მოთქვამს჻ ჰაი჻ საყვარელო჻ ჩემო჻ ჩემთვის჻ დაკარგულო჻ იმედო჻ და჻ სოცოცხლეო჻ გონებაო჻ სულო჻ გულო჻ არა჻ ვიცი჻ ვინ჻ მოგკვეთა჻ ხეო჻ ედემს჻ დანერგულო჻ ცეცხლმან჻ ცხელმან჻ ვით჻ ვერ჻ დაგწუა჻ გულო჻ ასჯერ჻ დადაგულო჻

340. ისმენდი჻ მიეც჻ გონება჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ სმენასა჻ საუბართა჻ და჻ საქმეთა჻ ვისთა჻ ძლივ჻ ვათქმევ჻ ენასა჻ იგი჻ ვინ჻ ხელმქმნა჻ მოველი჻ მისგან჻ აროდეს჻ ლხენასა჻ ვისგან჻ შეუცავ჻ სევდასა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ დენასა჻

341. ინდოეთს჻ შვიდთა჻ მეფეთა჻ ყოვლი჻ კაცი჻ ხართ჻ მცნობელი჻ ექვსი჻ სამეფო჻ ფარსადანს჻ ჰქონდა჻ თვით჻ იყო჻ მპყრობელი჻ უხვი჻ უკადრი჻ მორჭმული჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ ტანად჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ ომად჻ მძლე჻ რაზმთა჻ მწყობელი჻

342. მამა჻ ჩემი჻ ჯდა჻ მეშვიდე჻ მეფე჻ მებრძოლთა჻ მზარავი჻ სარიდან჻ ერქვა჻ სახელად჻ მტერთა჻ სრვად჻ დაუფარავი჻ ვერვინ჻ ჰკადრებდის჻ წყენასა჻ ვერ჻ ცხადი჻ ვერცა჻ მპარავი჻ ნადირობდის჻ და჻ იშვებდის჻ საწაუთრო჻ გაუმწარავი჻

343. ხალვა჻ მოსძულდა჻ შეექმნა჻ გულს჻ კაეშანთა჻ ჯარები჻ თქვა჻ წამიღია჻ მტერთათვის჻ ძლევით჻ ნაპირთა჻ არები჻ ყოვლგნით჻ გამისხმან჻ მორჭუმით჻ ვზი჻ მაქვს჻ ზეიმი჻ და჻ ზარები჻ ბრძანა჻ წავალ჻ და჻ მეფესა჻ ფარსადანს჻ შევეწყნარები჻

344. ფარსადანს჻ წინა჻ დაასკუნა჻ გაგზავნა჻ მოციქულისა჻ შესთუალა჻ შენ჻ გაქვს჻ მეფობა჻ ინდოეთისა჻ სრულისა჻ აწ჻ მე჻ მწადს჻ თქვენსა჻ წინაშე჻ მეცა჻ ვცნა჻ ძალი჻ გულისა჻ სახელი჻ დარჩეს჻ ჩემისა჻ ერთგულად჻ დასახულისა჻

345. ფარსადან჻ შექმნა჻ ზეიმი჻ ამა჻ ამბისა჻ მცნობელმან჻ შესთვალა჻ ღმერთსა჻ დიდება჻ შევსწირე჻ ჴმელთა჻ მფლობელმან჻ რადგან჻ ეგე჻ ჰქენ჻ მეფემან჻ ჩემებრ჻ ინდოეთს჻ მჯდომელმან აწ჻ მოდი჻ ასრე჻ პატივ჻ გცე჻ ვითა჻ მამამან჻ მშობელმან჻

346. კმარის჻ ღმრთისაგან჻ ჩემზედა჻ წყალობა჻ აწ჻ ამდენანი჻ შეგვეწყევ჻ დიდი჻ ხელმწიფე჻ დასცხრეს჻ მოციქულთ჻ დენანი჻ ავისა჻ მქმნელსა჻ რას჻ არგებს჻ აწყა჻ აწ჻ ან჻ მანდ჻ დენანი჻ მშვილდმან჻ ისვენა჻ ჩაეგნეს჻ ჴრმალნი჻ სისხლისა჻ მდენანი჻

347. ერთი჻ სამეფო჻ საკარგყმო჻ უბოძა჻ ამილბარობა჻ თვით჻ ამირბარსა჻ ინდოეთს჻ აქვს჻ ამირსპასალარობა჻ მეფე჻ რა჻ დაჯდეს჻ არა჻ სჭირს჻ ჴელისა჻ მიუმცდარობა჻ სხვად჻ პატრონია჻ მართ჻ ოდენ჻ არა჻ აქვს჻ კეისარობა჻

348. თვით჻ მეფემან჻ მამაჩემი჻ დაიჭირა჻ სწორად჻ თავსა჻ თქვა჻ ჩემებრი჻ ამილბარი჻ ნაძლევი჻ ვარ჻ ვისცა჻ ჰყავსა჻ ლაშქრობდის჻ და჻ ნადირობდის჻ აძლევდიან჻ მტერნი჻ ზავსა჻ მას჻ არა჻ ვჰგავ჻ ასრე჻ ვითა჻ მე჻ სხუა჻ კაცი჻ არა჻ მგავსა჻

349. ძე჻ არა჻ ესვა჻ მეფესა჻ დედოფალსა჻ მზისა჻ დარსა჻ ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ ჟამი჻ იყო჻ მით჻ აეხუნეს჻ სპანი჻ ზარსა჻ ვაი჻ კრულია჻ დღემცა჻ იგი჻ მე჻ მივეცი჻ ამილბარსა჻ მეფემან჻ თქვა჻ შვილად჻ გავზრდი჻ თვით჻ ჩემივე჻ გვარი჻ არსა჻

350. მეფემან჻ და჻ დედოფალმან჻ მიმიყვანეს჻ შვილად჻ მათად჻ საპატრონოდ჻ მზრდიდეს჻ სრულთა჻ ლაშქართა჻ და჻ ქვეყანათად჻ ბრძენთა჻ მიმცეს჻ სასწავლელად჻ ჴელმწიფეთა჻ ქცევა჻ ქნათად჻ მოვიწიფე჻ დავემგზავსე჻ მზესა჻ თვალად჻ ლომსა჻ ნაკუთად჻

351. ასმათ჻ შენცა჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერმიჴდილისა჻ მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შვენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა჻ იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მგზავსია჻ ედემს჻ ზრდილისა჻ აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა჻