... (H-461), XVIII ს.

275. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ თუცა჻ ავად჻ მოგაწონე჻ მიჯნურისა჻ შებრალება჻ ჴამს჻ ესეცა჻ გაიგონე჻ სხუაგნით჻ ყოვლგნით჻ უღონო჻ ვარ჻ შენგნით჻ არის჻ ჩემი჻ ღონე჻ სულთა჻ მოგცემ჻ გულისათვის჻ მეტი჻ რამცა჻ რა჻ გაქონე჻

276. რა჻ ქალსა჻ მიხუდა჻ ყმისაგან჻ მიჯნურობისა჻ ხსენება჻ გულამოჴუინჩვით჻ დაიწყო჻ ასკეცად჻ ცრემლთა჻ დინება჻ კვლა჻ გაამართლა჻ ძახილით჻ ტირილი჻ არ჻ გაცინება჻ ავთანდილს჻ ღ~თნ჻ წადილი჻ მისცა჻ გულისა჻ ლხინება჻

277. იტყვის჻ თუ჻ ამა჻ სიტყვითა჻ მას჻ ფერი჻ შეეცვალების჻ ვისთვის჻ მე჻ ხელი჻ უცილოდ჻ მას჻ ცრემლი჻ შეეცვალების჻ კვლავ჻ უთხრა჻ დაო჻ მიჯნური჻ მტერთაცა჻ შეებრალების჻ ესეცა჻ იცი჻ სიკვდილსა჻ თვით჻ ეძებს჻ არ჻ ეკრძალების჻

278. ვარ჻ მიჯნური჻ ხელი჻ ვინმე჻ გაუწყვედლად჻ სულთა჻ დგმისად჻ ჩემმან჻ მზემან჻ გამომგზავნა჻ საძებარად჻ იმა჻ ყმისად჻ ღრუბელიცა჻ ვერ჻ მიხუდების჻ მე჻ მისრულვარ჻ კითხვად჻ მისად჻ გული჻ თქვენი჻ მიპოვნია჻ მისი჻ შენდა჻ შენი჻ მისად჻

279. მისი჻ სახე჻ გულსა჻ ჩემსა჻ ხატად჻ ასრე჻ გამოვხატე჻ მისთვის჻ ხელმან჻ გამოჭრილმან჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაალქატე჻ ორისაგან჻ ერთი჻ მიყავ჻ ტყვე჻ მქმენ჻ ანუ჻ მააზატე჻ ან჻ მაცოცხლე჻ ანუ჻ მომკალ჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომიმატე჻

280. ქალმან჻ უთხრა჻ ყმასა჻ სიტყუა჻ პირველისა჻ უამესი჻ ეგე჻ სიტყვა჻ მოიგონე჻ დია჻ რამე჻ უკეთესი჻ წეღან჻ საქმე჻ მტერობისა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ჩამოსთესი჻ აწ჻ მოყვარე჻ გიპოვნივარ჻ დისაგანცა჻ უფრო჻ დესი჻

281. მაშა჻ რადგან჻ მიჯნურობა჻ შენად჻ ღონედ჻ მოიგონე჻ არ჻ ეგების჻ ამას჻ იქით჻ თუმცა჻ თავი჻ არ჻ გამონე჻ არ჻ შენ჻ მოგეც჻ თავი჻ ჩემი჻ დაგაბნიე჻ დაგაღონე჻ შენთვის჻ მოვჰკვდე჻ ამას჻ იქით჻ მეტი჻ სხვამცა჻ რა჻ გაქონე჻

282. აწ჻ რაცა჻ გითხრა჻ თუ჻ ამა჻ საქმესა჻ დამორჩილდები჻ რასაცა჻ ეძებ჻ მიხვდები჻ უთუოდ჻ არ჻ ასცილდები჻ თუ჻ არ჻ მომისმენ჻ ვერ჻ ჰპოებ჻ რაზომმცა჻ ცრემლსა჻ მილდები჻ მოგხვდების჻ მდურვა჻ სოფლისა჻ საქმესა჻ დაცაჰბილდები჻

აქა ავთანდილისაგან არაკი პასუხად გაცემული჻

283. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ საქმე჻ ამას჻ ჰგავსო჻ არა჻ სხვასა჻ ორნი჻ კაცნი჻ მოდიოდეს჻ სადაური჻ სადმე჻ გზასა჻ უკანამან჻ წინა჻ ნახა჻ ჩავარდნილი჻ შიგან჻ ჭასა჻ ზედ჻ მიადგა჻ ჩაჰყიოდა჻ ტირს჻ იძახის჻ ვაგლახ჻ ვასა჻

284. ეგრე჻ უთხრა჻ ამხანაგო჻ იყავ჻ მანდა჻ მომიცადე჻ წავალ჻ თოკთა჻ მოსახუმელად჻ მწადსო჻ თუმცა჻ ამოგზიდე჻ მას჻ ქვეშეთსა჻ გაეცინა჻ გაუკვირდა჻ მეტად჻ კიდე჻ შემოჰყივლა჻ არ჻ გელოდე჻ სად჻ გაგექცე჻ სად჻ წავიდე჻

285. აწ჻ დაო჻ შენსა჻ ჴელთ჻ არის჻ ჩემი჻ საბელი჻ ყელისა჻ სხვად჻ უღონოა჻ უშენოდ჻ ჩემგან჻ აბყრობა჻ ჴელისა჻ რასაცა჻ მიზამ჻ შენ჻ იცი჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ხელისა჻ თვარ჻ ვისმც჻ ექნა჻ გუარლითა჻ შეკვრა჻ თავისა჻ მრთელისა჻

286. ქალმან჻ უთხრა჻ მომეწონა჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ხარ჻ უცილოდ჻ კარგი჻ ვინმე჻ მოყმე჻ ბრძენთა჻ საქებარი჻ ვინათგან჻ ხარ჻ თ჻ აქანამდის჻ მაგა჻ ჭირთა჻ დამთმობარი჻ რაცა჻ გითხრა჻ მამისმინე჻ გიპოვნია჻ საძებარი჻

287. იმა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების჻ თვით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ ვისგან჻ მოიგონების჻ მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების჻ დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების჻

288. გითხრობ჻ თუ჻ ცოდნა჻ გწადიან჻ ჩვენისა჻ შენ჻ სახელისა჻ ტარიელ჻ არის჻ სახელი჻ იმა჻ მოყმისა჻ ხელისა჻ მე჻ ასმათ჻ მქვიან჻ რომელსა჻ წვა჻ მკლავსს჻ ცეცხლისა჻ ცხელისა჻ სულთქმა჻ სულთქმისა჻ ბევრისა჻ მაშა჻ თუ჻ არ჻ ერთხელისა჻

289. ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყუასა჻ ამისთანსა჻ ისი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მყერთა჻ მემაჯანსა჻ ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ ჴორცსა჻ მისგან჻ მონატანსა჻ არა჻ ვიცი჻ ადრე჻ მოვა჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა჻

290. ამას჻ გეტყვი჻ მოიცადო჻ თავი჻ სხვაგან჻ არსად჻ არო჻ რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო჻ ერთმანერთსა჻ შეგამეცნე჻ თავი჻ შენი჻ შევაყვარო჻ თვით჻ გიანბოს჻ საქმე჻ მისი჻ საყვარელსა჻ გაახარო჻

291. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დამორჩილდა჻ დართო჻ ნება჻ ამა჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ჴევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება჻ მთვარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ნახეს჻ შუქთა჻ მოფინება჻ უკმორიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება჻

292. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ მოგცა჻ ღმერთმან჻ ჟამად჻ რაცა჻ გინა჻ მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ქენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა჻ იმა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ჴორციელი჻ არავინა჻ ნუ჻ თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგვარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა჻

293. ავთანდილ჻ ქალმან჻ დამალაიდუმალ჻ ქვაბ჻ სამალითა იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ შვენოდა჻ ქარქაშ჻ ჴრმალითა჻ ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესართავითა჻ ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ჭურეტითა჻ იდუმალითა჻