... (H-461), XVIII ს.

177. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი჻ ჰპატრონობდი჻ დარბაზს჻ კაცსა჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა჻ მათსა჻ სცნობდი჻ წიგნსა჻ სწერდი჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უფასოსა჻ ძღუენსა჻ სძღუნობდი჻ აქა჻ სამე჻ არ჻ ყოფასა჻ ჩემსა჻ მათმცა჻ ვით჻ აგრძნობდი჻

178. კვლავ჻ ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დაასახე჻ სპათა჻ ჩემთა჻ ეპატრონე჻ საპატრონო჻ შეინახე჻ აქა჻ სამ჻ წელ჻ მამიცადე჻ ხვაშიადი჻ შემინახე჻ კვლა჻ ნუთუმცა჻ შემოვბრუნდი჻ ალვა჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნა჻ ხე჻

179. პაემანსა჻ არ჻ მოვესწრა჻ ნუღარ჻ იცდი჻ მოვჰყვე჻ თურე჻ ამბე჻ ჩემი჻ ნაუბარი჻ საქმე჻ ესე჻ ადასტურე჻ ვაი჻ დავჰკარგე჻ ჭირთ჻ ნახული჻ წახდა჻ რაცა჻ ვიმსახურე჻ გაუჟღავნე჻ ყმათა჻ ჩემთა჻ ცრემლი჻ ხშირად჻ მოიწურე.჻

180. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ საგლოველია჻ უამბე჻ ჩემი჻ სიკვდილი჻ იყავ჻ ცრემლითა჻ სველია჻ მიხუდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათვის჻ გარდუვალია჻ გლახაკთა჻ მიე჻ საჭურჭლე჻ ჩემთვისღა჻ რასაც჻ ველია჻

181. მაშინ჻ უფრო჻ მომეჴმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მჴედრე჻ ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მახსენებდი჻ ზედაზედრე჻ მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე჻

182. რა჻ შერმადინ჻ მოისმინა჻ გაუკვირდა჻ შეეზარა჻ თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოღვარა჻ მოახსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა჻ ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გიშლი჻ ამად჻ არა჻

183. განა჻ ჰქნა჻ ლომო჻ იმედი჻ დაგედვას჻ რაცა჻ მზისადა჻ მეფისა჻ ცამდის჻ მაღალსა჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზისადა჻ უშენოდ჻ მყოფი჻ არ჻ ვარგვარ჻ არცა჻ თუ჻ აქა჻ ვზი჻ სადა჻ მარტოსა჻ თავი჻ ვით჻ დაგიც჻ სავალად჻ მაგა჻ გზისადა჻

184. ჩემად჻ ნაცვლად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყვა჻ ვით჻ მიბრძანე჻ რაგვარა჻ ვქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე჻ შენ჻ მარტოსა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვიაკვანე჻ სჯობს჻ ორნივე჻ გავიპარნეთ჻ წამოგყვები჻ წამიტანე჻

185. ყმამან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არა჻ ჭრელად჻ რა჻ მიჯნური჻ ველთა჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად჻ მარგალიტი჻ აღარ჻ მომხუდეს჻ უსასყიდლოდ჻ უვაჭრელად჻ კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ჴამს჻ ლახურისა჻ დასაჭრელად჻

186. მისი჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ჩემსა჻ დამწველი჻ და჻ მედებია჻ მას჻ ერთსაცა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ რაცა჻ მიიმედებია჻ შენგან჻ კიდე჻ არა჻ მივის჻ ძმები჻ არცა჻ მე჻ დებია჻ იმოქმედე჻ დღეთა჻ შენთა჻ რაცა჻ გიმოქმედებია჻

187. ვისმცა჻ უთხარ჻ ხვაშიადი჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ ვარგა჻ უშენოსა჻ პატრონობა჻ ვის჻ მივანდო჻ ვინ჻ იქს჻ კარგა჻ სანაპირო჻ გაამაგრე჻ მტერმამც჻ ახლოს჻ ვერ჻ იბარგა჻ კვლა჻ ნუთუმცა჻ შემოვიქცე჻ ღმერთმან჻ სრულად჻ არ჻ დამკარგა჻

188. განგებაა჻ სწორად჻ მოჰკლავს჻ ერთი჻ იყოს჻ თუნდა჻ ასი჻ მარტოობა჻ ვერას჻ მიზამს჻ მცავს჻ თუ჻ ცისა჻ ძალთა჻ დასი჻ აქათ჻ სამ჻ წელ჻ არ჻ მოვიდე჻ მაშინ჻ გმართებს჻ ძაძა჻ ფლასი჻ წიგნსა჻ მოგცემ჻ გმორჩილობდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ ჩემი჻ ხასი჻

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათათვის შერმადინს მისცა჻

189. დაწერა჻ თუ჻ ჩემნო჻ ყმანო჻ გამზრდელნო჻ და჻ ზოგნო჻ ზრდილნო჻ ერთგულნო჻ და჻ მისანდონო჻ ამას჻ ზედა჻ გამოცდილნო჻ თქვენ჻ ჩემისა჻ საწადლისა჻ მიდგომილნო჻ ვითა჻ ჩრდილნო჻ წიგნი჻ ჩემი჻ მოისმინეთ჻ ყოვლნო჻ ერთგან჻ შემოხდილნო჻

190. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ ისმინეთ჻ გიწერ჻ მე჻ რასა჻ თვით჻ ვიქ჻ ჴელითა჻ ჩემითა჻ ამა჻ წიგნისა჻ წერასა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ ვარჩივე჻ გაჭრა჻ სუმასა჻ და჻ მღერასა჻ პურად჻ და჻ საჭმლად჻ მივენდე჻ ჩემსა჻ მშვილდსა჻ და჻ ცერასა჻

191. საქმე჻ რამე჻ მიც჻ თავისა჻ ზე჻ სადმე჻ გარდსახუეწელი჻ დავჰყო჻ მარტო჻ და჻ ღარიბად჻ ესე჻ წლეული჻ მე჻ წელი჻ გემუდარები჻ ამისთვის჻ ვარ჻ თქვენი჻ შემომხვეწელი჻ მე჻ დამახვედროთ჻ სამეფო჻ მტერთაგან჻ დაულეწელი჻

192. მე჻ შერმადინ჻ დამიგდია჻ ჩემად჻ ნაცულად჻ პატრონობდეს჻ სიკვდილსა჻ და჻ სიცოცხლესა჻ სადანამდის჻ ჩემსა჻ სცნობდეს჻ ყოვლთა჻ მზეებრ჻ მოგეფინოს჻ ვარდს჻ სადმე჻ არ჻ დაჭნობდეს჻ შემცოდესა჻ ყველაკასა჻ ვითა჻ ცვილსა჻ დაადნობდეს჻

193. თქვენცა჻ იცით჻ გამიზრდია჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი჻ ამას჻ ასრე჻ მსახურებდით჻ არის჻ ვითამც჻ ავთანდილი჻ ბუკსა჻ იკრას჻ აქნევინეთ჻ ყოვლი჻ საქმე჻ ჩემგან჻ ქმნილი჻ მე჻ თუ჻ დრომდის჻ არ჻ მოვიდე჻ გლოვა჻ გმართებს჻ არ჻ სიცილი჻

194. ესე჻ წიგნი჻ გაასრულა჻ წყლიანმან჻ და჻ სიტყვანაზმა჻ წელთა჻ ოქრო჻ შემოირტყა჻ საღარიბოდ჻ მოეკაზმა჻ ბრძანა჻ მინდორს჻ შევჯდებიო჻ ლაშქარნიცა჻ დაერაზმა჻ მასვე჻ წამსა჻ წამოვიდა჻ შინა჻ ხანი჻ არა჻ დაზმა჻

195. ბრძანა჻ წადით჻ ყველაკაი჻ აქა჻ მომჴრედ჻ არვინ჻ მინა჻ მონებიცა჻ მოიშორვა჻ თავი჻ გაითავისწინა჻ მარტო჻ გარე჻ შემობრუნდა჻ შამბი჻ შიგან჻ გაირბინა჻ მიწყივ჻ ჰქონდა჻ საგონებლად჻ მისი჻ მკვლელი჻ თინათინა჻