... (H-461), XVIII ს.

118. ხანი჻ გამოჰხდა჻ იკითხა჻ ნეტარ჻ რასა჻ იქს჻ ქალიო჻ ჩემი჻ ლხინი჻ და჻ ჯავარი჻ ჩემი჻ სოფლისა჻ წყალიო჻ მოლარე჻ ჰკადრებს჻ მოვიდა჻ აწყაღა჻ ფერნამკრთალიო჻ დაღრეჯით჻ გიცნა჻ დაბრუნდა჻ წინაშე჻ მამავალიო჻

119. უბრძანა჻ თუ჻ წადი჻ უჴმეთ჻ უმისობა჻ ვით჻ გავძლეო჻ მოახსენე჻ რად჻ დაბრუნდი჻ შენ჻ მამისა჻ სიცოცხლეო჻ მოდი჻ ჭმუნვა჻ გამიქარვე჻ გულსა჻ წყლულსა჻ მიწამლეო჻ გითხრა჻ ჩემი჻ სამიზეზო჻ მეთუ჻ ლხინთა჻ რად჻ დავლეო჻

120. თინათინ჻ ადგა჻ მივიდა჻ მიჰყვა჻ მამისა჻ ნებასა჻ უგავს჻ პირისა჻ სინათლე჻ მთვარისა჻ მოვანებასა჻ მამამან჻ გვერდსა჻ დაისვა჻ აკოცა჻ ნებანებასა჻ უბრძანა჻ მახრავ჻ რად჻ არა჻ რად჻ მელი჻ მოყვანებასა჻

121. ქალმან჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფეო჻ დაღრეჯილსა჻ ვინცა჻ გცნობდეს჻ ვინმცა჻ გნახა჻ კადნიერად჻ რაზომ჻ გინდა჻ ამაყობდეს჻ თქვენი჻ აგრე჻ დაღრეჯანი჻ მნათობთაცა჻ დაამჴობდეს჻ კაცმან჻ საქმე჻ მოიგუაროს჻ ვეჭუ჻ ჭმუნვასა჻ ესე჻ სჯობდეს჻

122. უბრძანა჻ ჩემო჻ რაზომცა჻ მჭირს჻ საქმე჻ სავაგლახია჻ შენი჻ ჭურეტა჻ და჻ სიახლე჻ ლხინადვე჻ დამისახია჻ მომქარვებილი჻ სევდისა჻ მართ჻ ვითა჻ მოაფარახია჻ ვეჭუ჻ რა჻ სცნა჻ შენცა჻ მამართლო჻ ჩემი჻ სულთქმა჻ და჻ ახია჻

123. უცხოსა჻ და჻ საკვირველსა჻ ყმასა჻ რასმე჻ გარდვეკიდე჻ მისმან჻ შუქმან჻ გაანათლა჻ სამყარო჻ და჻ ჴმელთა჻ კიდე჻ რა჻ უმძიმდა჻ არ჻ ვიცოდით჻ ან჻ ტიროდა჻ ვისთვის჻ კიდე჻ ჩემად჻ ნახუად჻ არ჻ მოვიდა჻ გავგულისდი჻ წავეკიდე჻

124. მე჻ რა჻ მნახა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ თვალთა჻ ცრემლნი჻ მოიჴოცნა჻ შესაპყრობლად჻ შეუძახე჻ სპანი჻ ერთობ჻ დამიჴოცნა჻ ვითა჻ ეშმა჻ დამეკარგა჻ არ჻ კაცურად჻ გარდამკოცნა჻ ჯერთცა჻ ესე჻ არა჻ ვიცი჻ ცხადი჻ იყო჻ თუ჻ მეოცნა჻

125. აწ჻ ესე჻ მეკვირს჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ რა჻ ვნახე჻ დარული჻ მან჻ დამიჴოცნა჻ ლაშქარი჻ ადინა჻ სისხლი჻ ღვარული჻ კაცთა჻ ჴორცისად჻ ვით჻ ითქმის჻ ისრე჻ თვალთაგან჻ ფარული჻ უცილოდ჻ ღმერთსა჻ მოვსძულდი჻ აქამდის჻ მე჻ მხიარული჻

126. [........]჻ მისნი჻ წყალობანი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გამემწარნეს჻ დამავიწყდეს჻ რაცა჻ ლხინი჻ მხიარულსა჻ წამეარნეს჻ ყოვლმან჻ პირმან჻ ვაგლახ჻ მიყოს჻ ვეღარავინ჻ მანეტარნეს჻ სადამდისცა჻ დღენი჻ მესხნენ჻ ვეღარამან჻ გამახარნეს჻

127. ქალმან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ მე჻ სიტყვასა჻ დანაყბედსა჻ ჰე჻ მეფეო჻ რად჻ ემდურვი჻ ანუ჻ ღმერთსა჻ ანუ჻ ბედსა჻ რად჻ დასწამებ჻ სიმწარესა჻ ყოველთათვის჻ ტკბილად჻ მხედსა჻ ბოროტიმცა჻ რად჻ შეექმნა჻ კეთილისა჻ შემოქმედსა჻

128. თუ჻ ცუდი჻ რამე჻ გინახავს჻ მაცდური჻ ანუ჻ ქაჯია჻ ამისთვის჻ მეფე჻ რად჻ სჭმუნავ჻ ანუ჻ თავი჻ გაგისაჯია჻ სიტკბოსა჻ ნაცულად჻ ღ~თისაგან჻ სიმწარე჻ რად჻ გიაჯია჻ მასვე჻ ევედრე჻ მოასხი჻ ყოვლი჻ მუყრი჻ და჻ აჯია჻

129. მე჻ ამას჻ ვარჩევ჻ მეფე჻ ხარ჻ მეფეთა჻ ზედა჻ მჯდომელი჻ შორს჻ არის჻ თქვენი჻ სამზღუარი჻ სიდიდე჻ მიუთხრობელი჻ გაგზავნეთ჻ კაცი჻ ყოველგნით჻ მისთა჻ ამბავთა჻ მცნობელი჻ ადრე჻ სცნობ჻ არის჻ იგი჻ ყმა჻ შობილი჻ თუ჻ უშობელი჻

130. [.............]ლა჻ იგი჻ მოყმე჻ ჴორციელი჻ ჴმელთა჻ მვლელად჻ მას჻ ნახვიდა჻ სხუაცა჻ ვინმე჻ გამოჩნდების჻ მასწავლელად჻ თუ჻ არ჻ ეშმა჻ გჩვენებია჻ ლხინთა჻ შენთა჻ შემცულელ჻ მშლელად჻ სევდისაგან჻ მოიცალეთ჻ რად჻ შექნილხართ჻ მოუცლელად჻

131. როსტან჻ სიტყვა჻ ასულისა჻ მოეწონა჻ ეკეთამცა჻ პირი჻ ჴელით჻ დაუჭირა჻ გარდაჰკოცნა჻ კვლა჻ და჻ კვლამცა჻ უბრძანა჻ თუ჻ დაგმორჩილდე჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქნამცა჻ იგივეა჻ მხსნელი჻ ჩემი჻ ვინცა჻ მიწა჻ გამაკაცა჻

132. მოასხნეს჻ კაცნი჻ გაგზავნეს჻ ოთხთავე჻ ცისა჻ კიდეთა჻ უბრძანეს჻ წადით჻ პატიჟთა჻ თავიმცა჻ რად჻ დარიდეთა჻ მონახეთ჻ ძებნეთ჻ იგი჻ ყმა჻ სხუად჻ ნურად჻ მოიცლიდეთა჻ მისწერნეთ჻ ქება჻ სადაცა჻ ვერ჻ მისწუდეთ჻ ვერ჻ მიხვიდეთა჻

133. კაცნი჻ წავიდეს჻ იარეს჻ მათ჻ ერთი჻ წელიწადია჻ მონახეს჻ ძებნეს჻ იგი჻ ყმა჻ იკითხეს჻ კვლა჻ და჻ კვლა჻ დია჻ ვერცა჻ თუ჻ ნახეს჻ ნახული჻ ღთისაგან჻ დანაბადია჻ ცუდად჻ მაშურალნი჻ მოვიდეს჻ მათსავე჻ გულსა჻ ზადია჻

134. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ჩუენ჻ ჴმელნი჻ მოვიარენით჻ მაგრა჻ ვერ჻ ვჰპოვეთ჻ იგი჻ ყმა჻ მით჻ ვერა჻ გავიხარენით჻ მისსა჻ მნახავსა჻ სულდგმულსა჻ კაცსა჻ ვერ჻ შევეყარენით჻ ჩვენ჻ ვერა჻ გარგეთ჻ საქმენი჻ სხვა჻ რამე჻ მოიგვარენით჻

135. მეფე჻ ბრძანებს჻ მართალ჻ იყო჻ ასული჻ და჻ ჩემი჻ ძეო჻ ვნახე჻ რამე჻ ეშმაკისა჻ სიცრუდე჻ და჻ სიბილწეო჻ ჩემად჻ მტერად჻ წამოსრული჻ გარდმოჭრილი჻ ზეცით჻ ზეო჻ გამიშვია჻ შეჭირვება჻ არა჻ მგამა჻ ყოლე჻ მეო჻

136. ესე჻ თქვა჻ და჻ თამაშობა჻ სიხარულით჻ ადიადა჻ მგოსანი჻ და჻ მოშაითი჻ უჴმეს჻ პოვეს჻ რაცა჻ სადა჻ დია჻ გასცა჻ საბოძვარი჻ ყველა჻ დარბაზს჻ შემოხადა჻ მისი჻ მგზავსი჻ ღმერთმან჻ სხვამცა჻ რა჻ დაბადა჻

137. მეფე჻ ბნდების჻ ქალისა჻ სიტყვითა჻ მლმობიერითა჻ მაგრა჻ თინათინ჻ დაჭმუნდა჻ გულითა჻ გონიერითა჻ სწადდა჻ შეტყობა჻ რომლისა჻ ნახეს჻ თვალ჻ ცრემლიერითა჻ ღონედ჻ მონახა჻ ტან჻ სარო჻ პირითა჻ შვენიერითა.჻