... (H-461), XVIII ს.

352. მე჻ ხუთისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ დაორსულდა჻ დედოფალი჻ ესე჻ რა჻ რქვა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ ცრემლითა჻ თქვა჻ შობა჻ ქალი჻ დაბნედასა჻ მიეწურა჻ ასმათ჻ ასხა჻ გულსა჻ წყალი჻ თქვა჻ მაშინვე჻ მზესა჻ ჰგუანდა჻ აწ჻ მედების჻ ვისგან჻ ალი჻

353. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა჻ მოციქული჻ მოციქულსა჻ ინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა჻ მზე჻ და჻ მთვარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა჻ ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა჻

354. ქება჻ არ჻ ითქუმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა჻ ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა჻ ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალ჻ ფერითა჻ საჭურჭლე჻ გასცეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა჻

355. საშობელი჻ გაიყარა჻ ზდა჻ დაგვიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა჻ მართ჻ მაშინვე჻ ჰგვანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა჻ უყვარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა჻

356. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ხსენებასა჻ მიეწურა჻ ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ ჰმურა჻ ქალმან჻ სულად჻ მოიყვანა჻ გულსა჻ წყალი჻ დააპკურა჻ თქვა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკვდილისა჻ დღეს჻ დასტურა჻

357. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ჴმობილი჻ შვიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻ მთვარისა჻ მგზავსი჻ შვენებით჻ მზისაგან჻ ვერ჻ შეფრობილი჻ მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი჻

358. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესულა჻ ომსა჻ მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა჻ მამასავე჻ ჴელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა჻ ვბურთობდი჻ და჻ ვნადირობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვჴოცდი჻ ლომსა჻

359. მეფემან჻ კოშკი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა჻ ქვად჻ ბაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგას჻ იაგუნდისა჻ ლალისა჻ კარზედა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდის჻ წყალისა჻ იგი჻ მუნ჻ იყვოს჻ მედების჻ ვისგან჻ სახმილი჻ ალისა჻

360. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკმევოდის჻ ალვა჻ თლილი჻ ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი჻ დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქვრივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი჻ და჻ მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი჻

361. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა჻ ვერვინ჻ ნახევდით჻ შეიქმნა჻ პირითა჻ მინავარდითა჻ ასმათ჻ და჻ ორნი჻ ხადუმნი჻ ჰყვიან჻ იმღერდის჻ ნარდითა჻ მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა჻

362. ათ჻ თხუთმეტისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ მეფე჻ მზრდიდა჻ ვითა჻ შვილსა჻ დღისით჻ ვიყავ჻ მას჻ წინაშე჻ გამიშვებდის჻ არცა჻ ძილსა჻ ძალად჻ ლომსა჻ თვალად჻ მზესა჻ ტანად჻ ვგვანდი჻ ედემს჻ ზრდილსა჻ ბურთობა჻ და჻ ასპარეზსა჻ აქებდიან჻ ჩემგან჻ ქნილსა჻

363. რა჻ მინდორს჻ შვჯდი჻ დგრიალი჻ ჴმა჻ იყო჻ ბუკთა჻ ცემისა჻ თანა჻ მყვის჻ სპისა჻ სიმრავლე჻ მსგავსი჻ ფუტკრისა჻ რემისა჻ ჭურეტად჻ ქალყმები჻ დაჯრილნი჻ დგის჻ თემისა჻ და჻ თემისა჻ ვინც჻ მნახის჻ ეყვის჻ ერთ჻ წლამდის჻ კვეხად჻ ნახვისა჻ ჩემისა჻

364. მოსრნის჻ მხეცნი჻ და჻ ნადირნი჻ ისარმან჻ ჩემგან჻ სრეულმან჻ მერმე჻ ვიბურთი჻ მოედანს჻ მინდორით჻ შემოქცეულმან჻ შევიდი჻ შევჰქმნი჻ ნადიმი჻ ნიადაგ჻ ლხინსა჻ ჩვეულმან჻ აწ჻ საწუთროსა჻ გამყარა჻ პირმან჻ ბროლ჻ ბალახშეულმან჻

365. მამა჻ მომიკვდა჻ მოვიდა჻ დღე჻ სიკუდილისა჻ მისისა჻ ქნა჻ გაუცუდდა჻ ფარსადანს჻ ნიშატისა჻ გარე჻ ნიშისა჻ მას჻ გაეხარნეს჻ ვის჻ ზარი჻ დალევდის჻ მისგან჻ შიშისა჻ ერთგულთა჻ შექნეს჻ ვაება჻ მტერთა჻ ხსენება჻ იშისა჻

366. მე჻ წელიწდამდის჻ ბნელსა჻ ვჯე჻ საწუთრო჻ გაცუდებული჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ ვაებდი჻ ვერვისგან჻ სულ჻ დაღებული჻ გაყვანად჻ ხასნი჻ მოვიდეს჻ მითხრეს჻ მეფისა჻ მცნებული჻ ებრძანა჻ შვილო჻ ტარიელ჻ ნუ჻ ხარ჻ შავითა჻ ღებული჻

367. ჩვენ჻ უფრო჻ გუტკივის჻ იგი჻ ვინ჻ სწორად჻ დაგვაკლდა჻ თავისა჻ ასე჻ ებოძა჻ საჭურჭლე჻ ახდა჻ ებრძანა჻ შავისა჻ ბოძება჻ მისეულისა჻ სრულისა჻ საკარგავისა჻ შენ჻ გქონდეს჻ ამილბარობა჻ ქნა჻ მისვე჻ საურავისა჻

368. ავენთი჻ დამწვეს჻ მამისა჻ საჴმილთა჻ დაუშრტელთა჻ უკანის჻ გამომიყვანეს჻ ხასთა჻ მას჻ წინა჻ მდგომელთა჻ გამოსლვისათვის჻ ზეიმი჻ შექმნეს჻ ჰინდოეთს჻ მფლობელთა჻ შორს჻ მამეგებნეს჻ მაკოცეს჻ პატივით჻ ვითა჻ შობელთა჻

369. თვით჻ საჯდომთა჻ ახლოს჻ დამსვეს჻ პატივმცემდეს჻ ძისა჻ დარად჻ მის჻ ჴელისა჻ საურავი჻ მათ჻ ორთავე჻ მითხრეს჻ წყნარად჻ ურჩ჻ ვექმენ჻ და჻ მისეულთა჻ წესთა჻ ქცევა჻ მიჩნდა჻ ზარად჻ არ჻ მამეშვუნეს჻ დავმორჩილდი჻ თაყვანისმცეს჻ ამილბარად჻

370. თავადობა჻ ინდოთა჻ და჻ მრავალთაცა჻ მქონდა჻ სხვათა჻ ვნაპიროდი჻ თუ჻ ვინ჻ იყვის჻ მავნებელი჻ ჩემთა჻ სპათა჻ ხალვად჻ დავჯდი჻ ვჰპატრონობდი჻ ლხინი჻ შევქნი჻ მღერა჻ სმათა჻ სპათა჻ მოსდი჻ ვნადირობდი჻ ქება჻ თქვიან჻ სხვაგნით჻ სხვათა

371. ავთანდილ჻ ყურსა჻ უპყრობდა჻ ამბავსა჻ საამებელსა჻ ეტყვის჻ თუ჻ ლომო჻ ნეტარძი჻ ყოველსა჻ შენსა჻ მხლებელსა჻ მე჻ გავახარო჻ რა჻ ვჰკადრო჻ ჩემთა჻ სახმილთა჻ მდებელსა჻ ღმერთი჻ არ჻ მომკლავს჻ მგონია჻ თქვენზედ჻ ვალ჻ დაუდებელსა჻