... (H-461), XVIII ს.

98. როსტევან჻ ბრძანა჻ ვინ჻ არის჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანადო჻ უბრძანა჻ ერთსა჻ მონასა჻ წადი჻ ფიცხლად჻ და჻ ჯანადო჻ უთხარ჻ გიბრძანებს჻ ვერ჻ გიცნობ჻ ჩემთა჻ ლაშქართა჻ თანადო჻ ვინცა჻ ხარ჻ მოდი჻ წინაშე჻ შენ჻ ჩვენგან჻ მონაყვანადო.჻

99. მონა჻ წავიდა჻ საუბრად჻ მის჻ ყმისა჻ გულმდუღარისად჻ თავჩამოგდებით჻ მტირლისა჻ არ჻ ჭურეტთა჻ მოლიზღარისად჻ ახლოს჻ მივიდა჻ მოსცალდა჻ სიტყვისა჻ თქმად჻ აღარისად჻ მუნღა჻ წვიმს჻ წვიმა჻ ბროლისა჻ ჰგია჻ გიშრისა჻ ღარი჻ სად჻

100. ვერა჻ ჰკადრა჻ საუბარი჻ მონა჻ მეტად჻ შეუზარდა჻ დიდხან჻ უჭვრეტს჻ გაკვირვებით჻ თუცა჻ გული჻ უმაგარდა჻ მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ახლოს჻ მიდგა჻ დაუწყნარდა჻ იგი჻ ტირს჻ და჻ არა჻ ესმის჻ მისგან჻ გაუუმეცარდა჻

101. მის჻ მონისა჻ არა჻ ესმა჻ სიტყვა჻ არცა჻ ნაუბარი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ზახილისა჻ იყო჻ ერთობ჻ უგრძნობარი჻ უცხოდ჻ რადმე჻ ამოსკვნოდა჻ გული჻ ცეცხლთა჻ ნადებარი჻ ცრემლსა჻ სისხლი჻ ერეოდა჻ გასდის჻ ვითა჻ ნაგუბარი჻

102. სხვაგან჻ ქნის჻ მისი჻ გონება჻ მისმან჻ თავისა჻ წონამან჻ არცა჻ დააგდო჻ ტირილი჻ არცა჻ რა჻ გაიგონა჻ მან჻ ესე჻ მეფისა჻ ბრძანება჻ ერთხელ჻ კვლა჻ ჰკადრა჻ მონამან჻ არცა჻ გაახუნა჻ ბაგენრ჻ თავი჻ ვარდისა჻ კონამან჻

103. რა჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ მონა჻ გარე჻ შემობრუნდა჻ როსტანს჻ ჰკადრა჻ შემიტყვია჻ იმას჻ თქვენი჻ არა჻ უნდა჻ თვალნი჻ მზეებრ჻ გამირეტდეს჻ გული჻ მეტად჻ შემიძრწუნდა჻ ვერ჻ ვასმინე჻ საუბარი჻ მით჻ დავყოვნე჻ ხანი჻ მუნ჻ და჻

104. მეფე჻ გაცაწყრა჻ გაგულისდა჻ გული჻ უც჻ მისთვის჻ მწყრომარე჻ გაგზავნა჻ მონა჻ თორმეტი჻ მისი჻ წინაშე჻ მდგომარე჻ უბრძანა჻ ფიცხლავ჻ ჩაიცვით჻ აბჯარი჻ თქვენ჻ საომარე჻ მიდით჻ და჻ აქა჻ მომგვარეთ჻ ვინ჻ არის჻ იქი჻ მჯდომარე჻

105. მონანი჻ მიდგეს჻ მივიდეს჻ გაჰჴდა჻ აბჯრისა჻ ჩხარია჻ მაშინღა჻ შეჰკრთა჻ იგი჻ ყმა჻ ტირს჻ მეტად჻ გულ჻ მდუღარია჻ თვალნი჻ მოარნა჻ ყოველგნით჻ ნახა჻ ლაშქართა჻ ჯარია჻ ერთხელ჻ ესე჻ თქვა჻ ვაიო჻ სხვად჻ არას჻ მოუბარია჻

106. თვალთა჻ ჴელი჻ უკუივლო჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ მოიწურნა჻ ჴრმალკაპარჭი჻ მოიმარჯვა჻ მკლავნი჻ გაიმამაცურნა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მონათამცა჻ საუბარნი჻ რად჻ იყურნა სხვასა჻ მჴარსა჻ გაემართა჻ მათი჻ ჭირი჻ არ჻ გაკურნა჻

107. მონათა჻ ჴელი჻ გამართეს჻ მის჻ ყმისა჻ შესაპყრობელად჻ მან჻ გლახ჻ იგინი჻ დაჴოცა჻ მტერთაცა჻ საწყალობელად჻ ჩამოჰყარა჻ და჻ დაცვივდა჻ თავის჻ ჴელ჻ აუპყრობელად჻ ზოგსა჻ გადაჰკრა჻ მათრაჴი჻ მკერდამდის჻ გასაპობელად჻

108. მეფეს჻ უანბეს჻ რაც჻ იქნა჻ საქმე჻ თავს჻ დანატკაცისა჻ ეგრე჻ უწყალოდ჻ დაჴონცა჻ ერთობ჻ მის჻ თორმეტ჻ კაცისა჻ შორით჻ ისმოდა჻ ყოველგნით჻ მისის჻ მათრახის჻ ტკაცისა჻ ვნახეთ჻ მრავალი჻ უწყალოდ჻ მიწათა჻ დანატკაცისა჻

109. მეფე჻ გაწყრა჻ გაგულისდა჻ მონანიცა჻ შეუზახნა჻ მან჻ მდევართა჻ მიწევნამდის჻ არ჻ უჭურიტა჻ არცა჻ ნახნა჻ რაზომნიცა჻ მიეწივნეს჻ ყოვლნი჻ მკვდართა჻ დაასახნა჻ კაცნი჻ კაცსა჻ შემოსტყორცნა჻ როსტან჻ ამად჻ ივაგლახნა჻

110. შესხდეს჻ მეფე჻ და჻ ავთანდილ჻ მის჻ ყმისა჻ მისაწეველად჻ იგი჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ მივა჻ ტანისა჻ მრხეველად჻ ტაიჭი჻ მიუქს჻ მერანსა჻ მიეფინების჻ მზე჻ ველად჻ შეიგნა჻ მისულა჻ მეფისა჻ მისად჻ უკანა჻ მდეველად჻

111. რა჻ ცნა჻ მეფე჻ მოვიდაო჻ ჰკრა჻ მათრაჴი჻ მისსა჻ ცხენსა჻ მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ არ჻ უნახავს჻ თვალსა჻ ჩვენსა გვანდა჻ ქუესკნელს჻ ჩაძრომილსა჻ ანუ჻ ზეცად჻ ანაფრენსა჻ ეძებდეს჻ და჻ ვერ჻ ჰპოებდეს჻ კვალსა჻ მისგან჻ წანარბენსა჻

112. კვალი჻ ძებნეს჻ და჻ უკვირდათ჻ ვერ჻ პოვნა჻ ნაკვალევისა჻ აგრე჻ კვალწმიდად჻ წაჴლტომა჻ კაცისა჻ ვითა჻ დევისა჻ ლაშქარნი჻ მკვდართა჻ სტიროდეს჻ სწრაფა჻ აქუს჻ წყლულთა჻ ხევისა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ვნახეო჻ მიზეზი჻ ლხინთა჻ ლევისა჻

113. ბრძანა჻ ღ~თსა჻ მოეწყინა჻ აქანამდის჻ ჩემი჻ შუება჻ ამად჻ მიყო჻ სიამისა჻ სიმწარითა჻ დანაღვლება჻ სიკვდილამდის჻ დამაწყლულა჻ ვერვის჻ ძალუც჻ განკურნება჻ მასვე჻ მადლი჻ ესე჻ იყო჻ წადილი჻ და჻ მისი჻ ნება჻

114. ესე჻ თქვა჻ და჻ შემობრუნდა჻ დაღრეჯილი჻ წამოვიდა჻ ყველაკაი჻ მოიშალა჻ სადაცა჻ ვინ჻ მჴეცთა჻ სრვიდა჻ არცა჻ ჰკრაღა჻ ასპარეზსა჻ ვამი჻ ვამსა჻ მოურთვიდა჻ ზოგთა჻ თქვეს჻ თუ჻ მართალია჻ ზოგი჻ ღ~თო჻ უზრახვიდა჻

115. შინა჻ მოვიდა჻ ხელმწიფე჻ პირი჻ შუქ჻ ფერ჻ მიჴდილითა჻ კარზედა჻ მდეგნი჻ უღონოდ჻ დახდეს჻ შიშისა჻ ზარითა჻ სახლი჻ დაუხვდეს჻ მოცული჻ ოქროსკამ჻ დანადგამითა჻ მარტო჻ ავთანდილ჻ მიჴმეთო჻ ბრძანა჻ სიტყვითა჻ წყნარითა჻

116. თინათინს჻ ესმა჻ ესეთი჻ მამისა჻ დაღრეჯილობა჻ ადგა჻ და჻ კარსა჻ მივიდა჻ ჰქონდა჻ მზისაცა჻ ცილობა჻ მოლარე჻ იჴმო჻ უბრძანა჻ ძილია჻ თუ჻ უძილობა჻ მან჻ მოახსენა჻ დაღრეჯით჻ ზის჻ სჭირსო჻ ფერშეცულილობა჻

117. ერთია჻ ახლავს჻ ავთანდილ჻ წინაშე჻ უზის჻ სკამითა჻ უცხო჻ ყმა჻ ვინმე჻ უნახავს჻ ასრე჻ დაღრეჯით჻ ამითა჻ თინათინ჻ ბრძანა჻ აწ჻ წავალ჻ შესულა჻ ჴამს჻ ჩემი჻ ჟამითა჻ მიკითხოს჻ ჰკადრე჻ იყოთქო჻ აქა჻ ერთითა჻ წამითა჻