... (H-461), XVIII ს.

157. ერთგან჻ დასხდეს჻ ილაღობეს჻ საუბარი჻ ასად჻ აგეს჻ ბროლ჻ ბალახში჻ შეხუეული჻ და჻ გიშერი჻ ასადაგეს჻ ყმა჻ ეტყვის჻ თუ჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ თავი჻ ხელია჻ სად჻ აგეს჻ ცეცხლთა჻ მანით჻ მოდებულთა჻ გული჻ ჩემი჻ ასადაგეს჻

158. ყმა჻ წავიდა჻ თუმცა჻ მისსა჻ სიშორესა჻ ვერ჻ გასძლებდა჻ უკუღმავე჻ იხედვიდა჻ თუალთა჻ რეტად჻ იყოვლებდა჻ ბროლსა჻ სეტყვს჻ და჻ ვარდსა჻ აზრობს჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ათრთოლებდა჻ გული჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ სიყვარულსა჻ ავალებდა჻

159. თქვა჻ მზეო჻ ვარდსა჻ სიშორე჻ შენი჻ დამაჩნდეს჻ ეს჻ ადრე჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ გასულვარ჻ ქარვისა჻ უყვითლესადრე჻ მაშინ჻ რაღა჻ ვთქვა჻ ვერ჻ ჭურეტა჻ რა჻ მომხუდეს჻ კვლა჻ უგრძესადრე჻ ჴამს჻ მოყვრისათვის჻ სიკვდილი჻ ესე჻ მე჻ დამიც჻ წესადრე჻

160. საწოლს჻ დაწვა჻ ტირს჻ მტირალსა჻ ცრემლი჻ ძნელად჻ ეჴოცების჻ ვითა჻ ვერხუი჻ ქარისაგან჻ ირხევის჻ და჻ იკეცების჻ რა჻ მილულის჻ სიახლევე჻ საყვარლისა჻ ეოცების჻ შეკრთის჻ დიდი჻ დაიძახის჻ მით჻ პატიჟნი჻ ეოცების჻

161. საყვარლისა჻ მოშორვება჻ მას჻ შეჰქმნოდა჻ მისად჻ ღაზოდ჻ ცრემლსა჻ ვითა჻ მარგალიტსა჻ წუიმს჻ ვარდისა჻ დასანაზოდ჻ რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ დარბაზს჻ მივა჻ სადარბაზოდ჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ მჭვრეტელთათვის჻ სალამაზოდ჻

162. დარბაზს჻ ეჯიბი჻ შეგზავნა჻ მართ჻ მისგან჻ შენარონია჻ შესთვალა჻ კადრებ჻ მეფეო჻ მე჻ ესე჻ გამიგონია჻ ყოველი჻ პირი჻ მიწისა჻ თქუენ჻ ჴრმლითა჻ დაგიმონია჻ აწ჻ თუ჻ სჯობს჻ ესე჻ ამბავი჻ ცნან჻ რაცა჻ გარემონია჻

163. მე჻ წავიდე჻ მოვიარო჻ ვილაშქრო჻ და჻ ვინაპირო჻ თინათინის჻ ჴელმწიფობა჻ მტერთა჻ თქვენთა჻ გულს჻ ვაგმირო჻ მორჩილ჻ მქმნელნი჻ გავახარო჻ ურჩი჻ ყოვლი჻ ავატირო჻ ძღვენი჻ კადრნე჻ ზედა჻ ზედრე჻ არ჻ სალამი჻ დავაძვირო჻

164. მეფესა჻ ეთქვა჻ ამისი჻ დიადი჻ მადლიერობა჻ ებრძანა჻ ლომო჻ არა჻ გჭირს჻ შენ჻ ომთა჻ გარდუჴდელობა჻ აწ჻ მაგა჻ შენსა჻ თათბირსა჻ ჰგავსო჻ შენივე჻ ქველობა჻ მაშინ჻ რაღა჻ ჰქმნა჻ თუ჻ მამხვდეს჻ კვლა჻ სიშორისა჻ გრძელობა჻

165. ყმა჻ შევიდა჻ თაყვანისსცა჻ მადლი჻ რამე჻ მოახსენა჻ ჴელმწიფეო჻ მიკვირს჻ ქება჻ რად჻ იკადრეთ჻ ჩემი჻ თქვენა჻ აწ჻ ნუთუმცა჻ კვლავ჻ ნახვითა჻ ღმერთმან჻ ბნელი჻ გაგვითენა჻ პირი჻ თქვენი჻ მხიარული჻ მხიარულსა჻ კვლავ჻ მიჩვენა჻

166. მეფე჻ ყელსა჻ მოეკიდა჻ გარდაჰკოცნა჻ ვითა჻ შვილი჻ სხუა჻ მათებრი჻ არ჻ ჰყოფილა჻ არ჻ გამზრდელი჻ არ჻ გაზრდილი჻ ყმა჻ ადგა჻ და჻ წამოვიდა჻ მას჻ დღე჻ მათი჻ ჩანს჻ გაყრილი჻ როსტან჻ მისთუის჻ აატირა჻ გონიერი჻ გული჻ ბილი჻

167. გამოემართა჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ მჴნე჻ ლაღად჻ მავალი჻ ფიცხლავ჻ იარა჻ ღამეცა჻ დღეზედა჻ წართო჻ მრავალი჻ იგია჻ ლხინი჻ სოფლისა჻ იგია჻ ნივთი჻ და჻ ვალი჻ მას჻ არ჻ მისცილდები჻ თინათინ჻ რა჻ გინდა჻ გზა჻ ჰქონდეს჻ სავალი჻

168. რა჻ მოვიდა჻ სიხარული჻ შიგან჻ გაჰჴდა჻ სამეფოსა჻ მოეგებნეს჻ დიდებულნი჻ ძღუენსა჻ სძღუნიდეს჻ იეფოსა჻ იგი჻ პირმზე჻ არ჻ მოსცთების჻ სიარულსა჻ სისწრაფოსა჻ მიხუდეს჻ მყოფნი჻ მის჻ წინაშე჻ სიხარულსა჻ სად჻ მეფოსა჻

169. ქალაქი჻ ჰქონდა჻ მაგარი჻ საზაროდ჻ სანაპიროსა჻ გარეთ჻ კლდე჻ იყო჻ სალისა჻ ზღუდესა჻ უქვითკიროსა჻ ყმამან჻ მუნ჻ დაყო჻ სამი჻ დღე჻ ამოსა჻ სანადიროსა჻ მისი჻ ერთგული჻ შერმადინ჻ დაისვა჻ სავაზიროსა჻

170. ესეა჻ მონა჻ შერმადინ჻ ზემოცა჻ საჴელდებული჻ თანა჻ შეზრდილი჻ მისანდო჻ და჻ მისთვის჻ თავდადებული჻ მან჻ არ჻ იცოდა჻ აქამდის჻ მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ დებული჻ აწ჻ გაუცხადა჻ სიტყვები჻ მის჻ მზისა჻ იმედებული჻

171. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხვენიან჻ ჩემნი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გცოდნიან჻ გაგივლენიან჻ მაგრა჻ არ჻ იცი჻ აქამდის჻ რანიცა჻ ცრემლნი჻ მდენიან჻ მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან჻

172. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყვარულსა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა჻ ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა჻ აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა჻

173. პირველად჻ მქონდა჻ მე჻ მისი჻ შორს჻ ყოფნის჻ ცეცხლი჻ მდებარე჻ აწ჻ შემიწყალა჻ მამიტკბა჻ მექმნა჻ იმედთა჻ მდებარე჻ მითხრა჻ თუ჻ წადი჻ გაიჭერ჻ ქენ჻ თავი჻ გარდამდებარე჻ ძებნე჻ იგი჻ ყმა჻ ცოცხალ჻ ა჻ ან჻ მკვდარი჻ ჰპოვე჻ მდებარე.჻

174. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა჻ მოხვიდე჻ სულვქმნა჻ მაშინღა჻ შენი჻ წადილი჻ გულისა჻ ქმარი჻ არ჻ მინდა჻ უშენოდ჻ მამხვდეს჻ ხისა჻ რგულისა»჻ მამცა჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდი჻ დადაგულისა჻

175. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ წასულა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად჻ ჴამს჻ მეფეთასამსახური჻ ყოფნა჻ გვმართებს჻ ყმასა჻ ყმურად჻ მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწვავს჻ გულსა჻ მურად჻ ჴამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ დახუდეს჻ მამაცურად჻

176. ვართ჻ უმოყვრესნი჻ მე჻ და჻ შენ჻ ყოველთა჻ პატრონ჻ ყმათასა჻ ამისთუის჻ გნუკევ჻ სმენასა჻ შენ჻ ამა჻ ჩემთა჻ ჴმათასა჻ ჩემ჻ წილ჻ დაგაგდებ჻ პატრონად჻ თავადათ჻ ჩემთა჻ სპათასა჻ ამა჻ საქმესა჻ ვერა჻ ვიქ჻ მე჻ განდობასა჻ სხვათასა჻