... (H-461), XVIII ს.

294. ამარტის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან჻ დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან჻ შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყუანა჻ მან჻ დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკვეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან჻

295. ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები჻ მან჻ ქალმან჻ ქუეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები჻ მას჻ ზედა჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქვამს჻ ჭირ჻ მონამატები჻ სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები჻

296. მან჻ ქალმან჻ ჴელყო჻ კვესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა჻ ეგონა჻ ჭამა჻ ჴორცისა჻ შემწვრისა჻ შეუქნელისა჻ მიუპყრა჻ ერთი჻ აჰჴლიჩა჻ ქნა჻ საქმისა჻ ძნელისა჻ ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა჻

297. ცოტად჻ მიწვა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლე჻ არა჻ მეტი჻ შეჰკრთა჻ დიდნი჻ დაიძახა჻ წამოიჭრა჻ ვითა჻ რეტი჻ ტიროდის჻ და჻ მალმალ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი჻ ცალკე჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭურეტი჻

298. მოახსენა჻ რად჻ დაბრუნდი჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა჻ მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა჻ ჰყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნიიფანჩვიდა჻ ჯერეთ჻ კიდა჻ იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ ბარგი჻ მძიმე჻ აეკიდა჻

299. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახვა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე჻ არა჻ მიველ჻ ახლოს჻ ნახვად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე჻ შემოვბრუნდი჻ ვერა჻ ვნახეს჻ ტყესა჻ შჳგან჻ დავიმალე჻ დღეს჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდნა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე჻

300. ქალსა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცვივდეს჻ ასნაკეცად჻ ათას჻ ბევრად჻ მოახსენა჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად჻ არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შესაქცევრად჻ მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ მლევრად჻

301. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია჻ ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვინმცა჻ დაგელია჻ გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია჻ შენ჻ მოკვდე჻ და჻ იგი჻ წაჴდეს჻ ესე჻ შენთვის჻ რა჻ მადლია჻

302. უბრძანა჻ დაო჻ ეგეა჻ მგზავსი჻ შენისა჻ გულისა჻ მაგრა჻ არ჻ არის჻ ქვეყანად჻ წამალი჻ ამა჻ წყლულისა჻ ვის჻ ძალუც჻ პოვნა჻ კაცისა჻ თვით჻ სოფლად჻ არ჻ მოსულისა჻ ჩემი჻ ლხინია჻ სიკვდილი჻ გაყრა჻ ჴორცთა჻ და჻ სულისა჻

303. ღმერთმან჻ სხუაცა჻ ეტლსა჻ ჩემსა჻ რამცა჻ კაცი჻ რად჻ დაბადა჻ სიახლე჻ და჻ საუბარი჻ თუმცა჻ მისი჻ მამეწადა჻ ვინმცა჻ გასძლნა჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ ანუ჻ ვინმცა჻ შეეცადა჻ შენგან჻ კიდე჻ ჴორციელი჻ დაო჻ მივის჻ არასადა჻

304. ქალმან჻ ჰკადრა჻ არ჻ გამიწყრე჻ ვიშიშვი჻ და჻ ვიაჯ჻ დია჻ რადგან჻ ღმერთსა჻ ვაზირობა჻ შენი჻ ჩემზედ჻ მოუგდია჻ ვერ჻ დავმალავ჻ უკეთესი჻ რაცა჻ საქმე჻ გამიცდია჻ არა჻ ვარგა჻ უსაზომო჻ ჭირი჻ თავი჻ გარდგიხდია჻

305. მისი჻ მძებლენი჻ იყომცა჻ ჭკუითა჻ მეტის჻ მეტითა჻ შენ჻ კაცთა჻ ნაცვლად჻ ნადირთა჻ ახლავ჻ ცნობითა჻ რეტითა჻ სჯობს჻ ერთი჻ კაცი჻ იახლო჻ ილხენდე჻ მისის჻ ჭურეტითა჻ ვით჻ იადონი჻ არ჻ მოჰკვდე჻ ბულბული჻ თესლთა჻ კვნეტითა჻

306. ყმამან჻ უთხრა჻ რას჻ მენუკვი჻ არა჻ ვიცი჻ გამიცხადე჻ კაცი჻ ჩემად჻ სამსახურად჻ უღმრთოდ჻ მემცა჻ რას჻ ვეცადე჻ ღმერთსა჻ ჩემი჻ უბედობა჻ უნდა჻ მემცა჻ რა჻ დავბადე჻ გაღანამცა჻ გავნადირდი჻ თავი჻ ასრე჻ გავიჴადე჻

307. ქალმან჻ კვლა჻ ჰკადრა჻ გაგსაჯე჻ მეტითა჻ შეგონებითა჻ მაგრა჻ თუ჻ კაცი჻ მოგგვარო჻ მოგყვეს჻ თავისა჻ ნებითა჻ იგი჻ გიახლოს჻ ილხენდე჻ მისითა჻ შემეცნებითა჻ ფიცე჻ არ჻ მოკლა჻ არ჻ იყო჻ არ჻ სავნებლისა჻ ვნებითა჻

308. უთხრა჻ თუ჻ დაო჻ არა჻ ვარ჻ სულ჻ ცნობა჻ დაკარგულია჻ მიჯნურობისა჻ შმაგობით჻ ჴელთა჻ არა჻ მაქვს჻ გულია჻ მაგრამ჻ ცოტაცა჻ კვლავ჻ ვიცი჻ რაცა჻ რამ჻ საკარგულია჻ ვინ჻ ღირსა჻ კაცი჻ გამოჩნდეს჻ ჩემებრ჻ თავ჻ დაკარგულია.჻

309. თუ჻ მიჩვენებ჻ მეამების჻ ვნახავ჻ მეტად჻ გავიხარებ სიყვარულმან჻ მისმან჻ ვისთვის჻ მინდორს჻ ხელი჻ თავსა჻ ვარგებ჻ არას჻ უზამ჻ უგემურსა჻ არცა჻ ოდეს჻ გავამწარებ჻ რაცა჻ ჩემგან჻ იამების჻ ვაამებ჻ და჻ შევიყვარებ჻

310. ქალი჻ ადგა჻ და჻ წავიდა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყუანებლად჻ არ჻ ეწყინაო჻ უამბობს჻ არს჻ მისად჻ მაგულვანებლად჻ ჴელი჻ მოჰკიდა჻ მოჰყვანდა჻ ვით჻ მთვარე჻ მოსავანებლად჻ იგი჻ რა჻ ნახა჻ ტარიელ჻ თქვა჻ მზისა჻ დასაგუანებლად჻

311. გამოეგება჻ ტარიელ჻ მართებს჻ ორთავე჻ მზე჻ დარად჻ ანუ჻ ცით჻ მთვარე჻ უღრუბლოდ჻ შუქთა჻ მოჰფენდეს჻ ქვე჻ ბარად჻ რომე჻ მათთანა჻ ალვისა჻ ხეცა჻ ვარგიყოს჻ ხედ჻ არად჻ ჰგვანდეს჻ შვიდთავე჻ მნათობთა჻ სხვადმცა჻ რისად჻ ვთქვა჻ მდებარად

312. მათ჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ უცხოობით჻ არ჻ დაჰრიდეს჻ ვარდსა჻ ჴლეჩდეს჻ ბაგეთაგან჻ კბილნი჻ თეთრნი჻ გამოსჭვირდეს჻ ყელი჻ ყელსა჻ გადააჭუდეს჻ ერთმანერთსა჻ აუტირდეს჻ ქარვად჻ შექმნეს჻ იაგუნდნი჻ თუმცა჻ მათნი჻ ლალად჻ ღირდეს჻

313. მობრუნდეს჻ ყმამან჻ ავთანდილს჻ ჴელი჻ შეუპყრა჻ ჴელითა჻ ერთგან჻ დასხდეს჻ და჻ იტირეს჻ დიდხან჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻ ასმათი჻ სულსა჻ უღებდა჻ სიტყუითა჻ საკუირველითა჻ თავთა჻ ნუ჻ დაჰჴოცთ჻ ნუ჻ ბნელ჻ იქთ჻ მზესა჻ თქვენითა჻ ბნელითა჻