... (H-461), XVIII ს.

314. ტარიელის჻ ვარდი჻ იყო჻ დათრთვილული჻ არდაზრული჻ ყმასა჻ უთხრა჻ მესწრაფების჻ მითხარ჻ შენი჻ დაფარული჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ სით჻ მოსულხარ჻ სადაური჻ სით჻ მოსული჻ მე჻ სიკვდილსა჻ არ჻ ვახსოვ჻ ვარ჻ მისგანცა჻ განწირული჻

315. ავთანდილ჻ გასცა჻ პასუხი჻ სიტყვები჻ ლამაზებია჻ ლომო჻ და჻ გმირო჻ ტარიელ჻ ვის჻ თავი჻ გინაზებია჻ მე჻ ვარ჻ არაბი჻ არაბეთს჻ არს჻ ჩემი჻ დარბაზებია჻ მიჯნურობითა჻ დამწვარვარ჻ ცეცხლი჻ უშრეტი჻ მგზებია჻

316. მე჻ პატრონისა჻ ჩემისა჻ ასული჻ შემყუარებია჻ თვით჻ მეფედ჻ მათად჻ მას჻ ხედვენ჻ მონები჻ მკლავმაგრებია჻ თუცა჻ არ჻ მიცნობ჻ გინახავ჻ თუ჻ ვითმცა჻ გიაზრებია჻ გახსოვსცა჻ ოდეს჻ დაჴოცენ჻ მონები჻ არსაპყრებია჻

317. შენ჻ მინდორს჻ გნახეთ჻ გაჭრილი჻ ჩუენ჻ ზედა჻ გარდგეკიდენით჻ გიჴმეთ჻ არ჻ მოხველ჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ გამოგკიდენით჻ პატრონი჻ ჩემი჻ გაგიწყრა჻ ჩვენ჻ ხაფად჻ წაგეკიდენით჻ შენ჻ ველნი჻ წითლად჻ შეღებენ჻ სრულად჻ სისხლისა჻ კი჻ დენით჻

აქა ტარიელისაგან არაბთ მეფისა მონათ დაჴოცისა და ომის მოგონება჻

318. ყველაკასა჻ მათრაჴითა჻ თავი჻ უჴრმლოდ჻ გარდაჰფეთეთ჻ მეფე჻ შეჯდა჻ დაგუეკარგე჻ კვალი჻ მონებიცა჻ დავაფეთეთ჻ ვითა჻ ქაჯი჻ დაგვემალე჻ კვალი჻ შენი჻ ვერ჻ მოვკვეთეთ჻ ამან჻ უფრო჻ დაგუაშმაგნა჻ თავი჻ სრულად჻ გავაშეთეთ჻

319. ჭმუნვა჻ შეექმნა჻ თქვენც჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ნებიერია჻ მოგნახეს჻ გნახეს჻ ყოველგნით჻ მათ჻ რუკა჻ დაუწერია჻ ვერ჻ ნახეს჻ შენი჻ მნახავი჻ ვერცა჻ ყმა჻ ვერცა჻ ბერია჻ აწ჻ გამომგზავნა჻ რომელსა჻ ვერ჻ მზე჻ ჰგავს჻ ვერ჻ ეთერია჻

320. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ მზისა჻ წარჴდომილისა჻ მაშინ჻ ვარ჻ მქმნელი჻ საქმისა჻ მის჻ შენგან჻ მონდომილისა»჻ სამ჻ წლამდის჻ მითხრა჻ დადენა჻ უმისოდ჻ ცრემლთა჻ მილისა჻ არ჻ გიკვირს჻ გავსძელ჻ ვერჭურეტა჻ მისისა჻ მე჻ ღიმილისა჻

321. აქანამდის჻ მნახავიცა჻ კაცი჻ შენი჻ არ჻ მენახა჻ ძმანი჻ ვნახენ჻ რომე჻ თქვენთვის჻ სიტყვა჻ რამე჻ გაემკვახა჻ მათრახითა჻ ჩამოგეგდო჻ ერთი჻ მკვდართა჻ დაგესახა჻ მათ჻ მასწავლეს჻ რომე჻ ერთმან჻ დაკოდილმან჻ კვნესა჻ ნახა჻

322. ტარიელსცა჻ აეჴსენა჻ ომი჻ მათი჻ მაშინდელი჻ თქვა჻ თუ჻ მახსოვს჻ ეგე჻ საქმე჻ თუცა჻ არის჻ ადრინდელი჻ ერთგან჻ გნახენ჻ ნადირობას჻ შენ჻ და჻ შენი჻ მე჻ გამზრდელი჻ მით჻ ვტიროდი჻ მამეგონა჻ მე჻ გლახ჻ ჩემი჻ წარმწყმედელი჻

323. რას჻ მაქნევდით჻ რა჻ გინდოდა჻ ერთმანერთსა჻ რათა჻ ვჰგუანდით჻ თქუენ჻ მორჭმულნი჻ სთამაშობდით჻ ჩვენ჻ მტირალნი჻ ღაწუთა჻ ვბანდით჻ რა჻ მონანი჻ შესაპყრობლად჻ მოგუწივენით჻ გაგულვანდით჻ აწ჻ ვეჭობ჻ რომე჻ ჩემად჻ ნაცვლად჻ თანა჻ მკვდართა჻ მიიტანდით჻

324. მოვიხედე჻ მამეწია჻ რა჻ პატრონი჻ შენი჻ ვნახე჻ ჴელმწიფობით჻ არავჰკადრე჻ ამად჻ ჴელი჻ არ჻ შევახე჻ თვალთა჻ წინა჻ წამოგიველ჻ მეტირამცა჻ შეუძახე჻ ჩემი჻ ცხენი჻ უჩინოსა჻ ჰგავს჻ და჻ სხვასა჻ რას჻ ვასახე჻

325. კაცმან჻ ვერ჻ ასწრას჻ თუალისა჻ დაფახვა჻ დაწამწამება჻ მას჻ გავეცლებით჻ ვისგანცა჻ ჩემი჻ არას჻ ვსცნას჻ ამება჻ მათ჻ თურქთა჻ მიღმა჻ გამეგო჻ მე჻ არას჻ არ჻ შეწამება჻ ავად჻ შვენოდა჻ მორევნა჻ და჻ ჩემი჻ დათამამება჻

326. აწ჻ ვაშად჻ მოხველ჻ მეამა჻ ნახვა჻ პირისა჻ შენისა჻ ტანად჻ სარო჻ და჻ პირად჻ მზე჻ მზგავსი჻ მამაცად჻ გმირისა჻ მაგრა჻ გარჯილხარ჻ არა჻ ხარ჻ გარდაუხდელი჻ ჭირისა჻ ძნელია჻ პოვნა჻ კაცისა჻ ღთივ჻ ზეცით჻ განაწირისა჻

327. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვით჻ მაქებ჻ საქები჻ ბრძენთა჻ ენისა჻ მაგისად჻ ნაცულად჻ რამც჻ ვიყავ჻ ღირსი჻ ქებისა჻ თქვენისა჻ სახე჻ ხარ჻ მზისა჻ ერთისა჻ ზეცით჻ მნათისა჻ ზენისა჻ რადგან჻ ვერ჻ შეგცულის჻ პატიჟი჻ ეგზომთა჻ ცრემლთა჻ დენისა჻

328. მოსრულ჻ ვარ჻ შენად჻ შეყრამდინ჻ ვიყავ჻ ამბვისა჻ მძებნელი჻ რა჻ გნახე჻ შენგან჻ საჴუმილმან჻ ბნელსა჻ მიმატა჻ მე჻ ბნელი჻ ეგე჻ მეც჻ ვიცი჻ მეცა჻ ვარ჻ მაგა჻ ლახვართა჻ მცნებნელი჻ ბოლოდ჻ იცოდი჻ სიკვდილი჻ ჩემგან჻ გაყრისა჻ მძებნელი჻

329. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გული჻ აწ჻ მემხურვალების჻ აწ჻ მითხარ჻ ნაცვლად჻ მაგისად჻ შენ჻ ჩემგან჻ რა჻ გევალების჻ მაგრა჻ წესია჻ მიჯნური჻ მიჯნურსა჻ შეებრალების჻ შენ჻ საყვარელსა჻ გაგყარო჻ ესე჻ რით჻ გენაცვალების჻

330. წამოსრულხარ჻ ჩემად჻ ძებნად჻ პატრონისა჻ სამსახურად჻ ღმერთმან჻ ქნა჻ და჻ გიპოვნივარ჻ შენცა჻ ცდილხარ჻ მამაცურად჻ მაგრა჻ ჩემსა჻ რა჻ გიამბობს჻ გამოჭრილვარ჻ ასრე჻ თუ჻ რად჻ მე჻ თუ჻ ვიტყვი჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ დამწვავს჻ შემიქს჻ ალად჻ მურად჻

აქა ტარიელისაგან ავთანდილისათვის თავისი პირველი მიჯნურობის მბობა჻

331. ასმათ჻ უთხრა჻ ცრემლით჻ ღ~თმან჻ მაგა჻ ცეცხლთა჻ არ჻ ეგების჻ მე჻ ვითა჻ ვთქვა჻ წვევა჻ თქმისა჻ რათგან჻ ჩემგან჻ არ჻ ეგების჻ ხედავ჻ ესე჻ მოყმე჻ ვინმე჻ ხელი჻ შენთვის჻ წაეგების჻ სცნას჻ მიზეზი჻ შენთა჻ წყლულთა჻ ქნას჻ რა჻ ღონე჻ აეგების჻