... (H-461), XVIII ს.

196. იგი჻ ველი჻ გაირბინა჻ ლაშქართაგან჻ გაეკიდა჻ ვინცა჻ ნახა჻ სულიერმან჻ ანუ჻ ვინმცა჻ გაეკიდა჻ ვის჻ მახვილი჻ ვერას჻ ავნებს჻ იმას჻ ვინმცა჻ წაეკიდა჻ მისგან჻ ტვირთი჻ კაეშნისა჻ ტუირთად჻ ვარგად჻ გაეკიდა჻

197. რა჻ ლაშქართა჻ ინადირეს჻ და჻ პატრონი჻ მოითუალეს჻ იგი჻ პირმზე჻ ვეღარ჻ ჰპოვეს჻ პირი჻ მათი჻ იფერმკრთალეს჻ მათსა჻ დიდსა჻ სიხარულსასიმძიმილი჻ ანაცვალეს჻ ყოვლგან჻ რბოდეს჻ საძებარად჻ ვინცა჻ იყო჻ უცხენმალეს჻

198. შერმადინ჻ ერთგან჻ შეყარნა჻ ხასი჻ და჻ დიდებულები჻ უჩვენა჻ იგი჻ უსტარი჻ ამბავი჻ მისი჻ თქმულები჻ რა჻ მოისმინეს჻ ყველაი჻ დარჩა჻ გულ჻ დანაწყლულები჻ თავსა჻ იცემდეს჻ არ჻ იყო჻ გული჻ უცრემლო჻ ულები჻

199. მერმე჻ უთხრა჻ უმართლე჻ ხართ჻ თუ჻ ცრემლსა჻ თვალთა჻ მილდეს მაგრა჻ გუიჯობს჻ რომე჻ მისსა჻ ბრძანებასა჻ დამორჩილდეთ არა჻ გარყუნათ჻ სამსახური჻ მას჻ წინაშე჻ არ჻ დასწბილდეთ჻ ცხადად჻ გვიჩნდეს჻ სიხარული჻ სიმძიმილსა჻ გარდავსცილდეთ჻

200. ყოვლთა჻ ჰკადრეს჻ თუცა჻ ყოფა჻ ჩვენ჻ უმისოდ჻ გვეარმისცა჻ უშენოსასაჴელმწიფო჻ ანუ჻ ტახტი჻ ვისმცა჻ მისცა჻ გაღანამცა჻ გმორჩილობდეთ჻ თუ჻ გვიბრძანო჻ რაცა჻ ვისცა჻ იგი჻ მონა჻ აპატრონეს჻ ყველაკამან჻ თაყვანისსცა჻

აქა პირველად ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა ჻

201. ამ჻ საქმესა჻ მემოწმების჻ დივანოსი჻ ბრძენი჻ ეზროს჻ საბრალუა჻ ოდის჻ ვარდი჻ დაეთვრთვილოს჻ დაცაეზროს჻ ვის჻ ბადახში჻ არა჻ ჰგუანდეს჻ და჻ ლერწამი჻ ტანად჻ ეზროს჻ იგი჻ სადმე჻ გაღარიბდეს჻ სამყოფთაგან჻ იაბეზროს჻

202. ავთანდილ჻ იგი჻ მინდორი჻ ოთხაჴმით჻ გარდაიარა჻ დააგდო჻ მზღვარი჻ არაბთა჻ სხვათ჻ მზღვართა჻ არე჻ იარა჻ მაგრა჻ მის჻ მზისა჻ გაყრამან჻ სიცოცხლე჻ გაიზიარა჻ იტყვის჻ თუ჻ მასმცა჻ ვიახელ჻ აწ჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ ვღვრი჻ არა჻

203. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათვრთილა჻ დანასა჻ მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიმართის჻ დანასა჻ თქვა჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ მიოთხმოცდათი჻ დანასა჻ მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყველასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა჻

204. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭკნებოდა჻ გულსა჻ ეტყვის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა჻ უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა჻ მგზავრთა჻ ჰკითხევდის჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა჻

205. იგი჻ პირად჻ მგზავსი჻ მზისა჻ სრულად჻ მოვლის჻ ზედა჻ ჴმელთა჻ ქვეყანათა჻ უნახავთა჻ ოჴერთა჻ და჻ კაცრიელთა჻ არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთ჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა჻ მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ რომ჻ ჩინელთა჻ მაჩინელთა჻

206. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად჻ უჩნდის჻ ქვეყანა჻ ტახტად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად჻ თქვის჻ საყვარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ვთქვა჻ ვისად჻ შენთვის჻ სიკვდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად჻

207. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა჻ ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა჻ მისი჻ მნახი჻ თუ჻ ზღვად჻ ანუ჻ არცა჻ ქვეყნად჻ ჴმელზე჻ არა჻ სამსა჻ წელსა჻ სამი჻ თვეღა჻ დარჩა჻ სხვასა჻ გაეარა჻

208. მიხუდა჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა჻ ხუთ჻ თვე჻ კაცსა჻ ვერა჻ ნახავს჻ ვერას჻ შვილსა჻ ადამისსა჻ იგი჻ ჭირი჻ არ჻ უნახავს჻ არ჻ რამინს჻ და჻ არცა჻ ვისსა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ იგონებდა჻ საყვარელსა჻ მასვე჻ მისსა჻

209. მას჻ მიხუდა჻ წევრი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა჻ მუნით჻ გამოჩნდა჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა჻ მინდორსა჻ პირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ხიდისა჻ სრულობით჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა჻

210. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დღეთა჻ დროთა჻ ანგარიშობს჻ თვენი჻ ესხნეს჻ ორნი჻ კიდე჻ ამად჻ სულთქვამს჻ არა჻ იშობს჻ ვაი჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კვლავ჻ ამისთვს჻ გულ჻ მოშიშობს ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცულის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს჻

211. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ რჩეველად჻ თქუა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეგზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად჻ ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად჻ მისი჻ ვერა჻ ვსცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკვლეველად჻

212. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყო჻ სხვანიცა჻ ხანანი჻ რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვსცნა჻ ამბავნი჻ მე჻ მისთანანი჻ დრო჻ გარდაუწყდეს჻ შერმადინს჻ მიხუდენ჻ ღაწუისა჻ ბანანი჻ მივიდეს჻ ჰკადროს჻ მეფესა჻ საქმენი჻ დასაგუანანი჻

213. უანბოს჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ თუით჻ ჩემგან჻ დავედრებული჻ მათ჻ შექნან჻ გლოვა჻ ტირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული჻ მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ მე჻ სხვაგან჻ სადმე჻ რებული჻ ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონება჻ შევიწრებული჻

214. იტყვის჻ ღ~თო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთვის჻ რად჻ ამრუდენ჻ მე჻ ეგზომი჻ სიარული჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ჻ გულით჻ ჩემით჻ სიხარული჻ აფხვერ჻ ჭირთ჻ დაუბუდენ჻ დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლნი჻ ჩემნი჻ ვერათოდეს჻ დავიყუდენ჻