... (პარიზული ხელნაწერი 10)

315. ყმასა჻ უთხრა჻ ვინცა჻ კაცმან჻ ძმა჻ ანუ჻ თუ჻ დაცა჻ იდოს჻ ხამსო჻ მისთვის჻ სიკვდილსა჻ და჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ დარიდოს჻ ღმერთმან჻ ერთი჻ რით჻ აცხოვნოს჻ თუ჻ მეორე჻ არ჻ წაწყმიდოს჻ შენ჻ ისმენდი჻ მე჻ გიანბობ჻ რაღა჻ გინდა჻ წამეკიდოს჻

316. ასმათს჻ უთხრა჻ მოდი჻ მოჯე჻ თანა჻ წყალი჻ მოიტანე჻ დაბნედილსა჻ მაპკურებდი჻ გული჻ მითა჻ გარდამბანე჻ მკვდარი჻ მნახო჻ დამიტირ჻ სულთქმა჻ გაათანისთანე჻ მე჻ სამარე჻ გამითხარე჻ აქა჻ მიწა჻ მიაკვანე჻

317. ღილჩახსნილი჻ საამბობლად჻ დაჯდა჻ მხარნი჻ ამოყარნა჻ ვითა჻ მზე჻ ჯდა჻ მოღრუბლებით჻ დიდხან჻ შუქნი჻ არ჻ ადარნა჻ ვერ჻ გაახვნა჻ სასაუბროდ჻ მან჻ ბაგენი჻ გაამყარნა჻ მერმე჻ სულთქნა჻ დაიზახნა჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ გარდმოყარნა჻

318. მოთქუამს჻ ჰაი჻ საყვარელო჻ ჩემო჻ ჩემთვის჻ დაკარგულო჻ იმედო჻ და჻ სოცოცხლეო჻ გონებაო჻ სულო჻ გულო჻ ვინ჻ მოგკვეთა჻ არა჻ ვიცი჻ ხეო჻ ედემს჻ დანერგულო჻ ცეცხლმან჻ ცხელმან჻ ვით჻ ვერ჻ დაგწვა჻ გულო჻ ასჯერ჻ დადაგულო჻

ტარიელისაგან თავისი ანბვის მბობა ავთანდილს უამბო჻

319. ისმენდი჻ მიეც჻ გონება჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ სმენასა჻ საუბართა჻ და჻ საქმეთა჻ ვისთა჻ ძლივ჻ ვათქმევ჻ ენასა჻ იგი჻ ვინ჻ ხელმქმნის჻ მოველი჻ მისგან჻ აროდეს჻ ლხენასა჻ ვისგან჻ შევუცავ჻ სევდათა჻ სისხლისა჻ ღვართა჻ დენასა჻

320. ჰინდოეთს჻ შვიდთა჻ მეფეთა჻ ყოვლი჻ კაცი჻ ხართ჻ მცნობელი჻ ექვსი჻ სამეფო჻ ფარსადანს჻ ჰქონდა჻ თვით჻ იყო჻ მპყრობელი჻ უხვი჻ მდიდარი჻ უკადრი჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ ტანად჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ ომად჻ მძლე჻ რაზმთა჻ მწყობელი჻

321. მამა჻ ჩემი჻ ჯდა჻ მეშვიდე჻ მეფე჻ მებრძოლთა჻ მზარავი჻ სარიდან჻ ერქვა჻ სახელად჻ მტერთა჻ სრვად჻ დაუფარავი჻ ვერვინ჻ ჰკადრებდის჻ წყენასა჻ ვერ჻ ცხადი჻ ვერცა჻ მპარავი჻ ნადირობდის჻ და჻ იშვებდის჻ საწუთროგაუმწარავი჻

322. ხალვა჻ მოსძულდა჻ შეექმნა჻ გულს჻ კაეშანთა჻ ჯარები჻ თქვა჻ წამიღია჻ მტერთაგან჻ ძლევით჻ ნაპირთა჻ არები჻ ყოვლგნით჻ გამისხმან჻ მორჭმით჻ ვზი჻ მაქვს჻ ზეიმი჻ და჻ ზარები჻ ბრძანა჻ წავალ჻ და჻ მეფესა჻ ფარსადანს჻ შევეწყნარები჻

323. ფარსადანს჻ წინა჻ დაასკვნა჻ გაგზავნა჻ მოციქულისა჻ შესთვალა჻ შენ჻ გაქვს჻ მეფობა჻ ჰინდოეთისა჻ სრულისა჻ აწ჻ მე჻ მწადს჻ თქვენსა჻ წინაშე჻ მეცა჻ ვცნა჻ ძალი჻ გულისა჻ სახელი჻ დარჩეს჻ ჩემისა჻ ერთგულად჻ ნამსახურისა჻

324. ფარსადან჻ შექმნა჻ ზეიმი჻ ამა჻ ამბისა჻ მცნობელმან჻ შესთვალა჻ ღმერთსა჻ მადლობა჻ შევსწირე჻ ხმელთა჻ მფლობელმან჻ რადგან჻ ეგე჻ ჰქენ჻ მეფემან჻ ჩემებრ჻ ჰინდოეთს჻ მჯდომელმან჻ აწ჻ მოდი჻ ასრე჻ პატივ჻ გცე჻ ვითა჻ მამამან჻ და჻ მშობელმან჻

325. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ იგი჻ დღე჻ ღამე჻ იაროს჻ სარიდან჻ ჰკადრა჻ მეფემან჻ დავედრე჻ წამოიაროს჻ თუ჻ ვინმე჻ ჰყვანდეს჻ მოსარჩლე჻ ვარგულად჻ გაეზიაროს჻ სხვად჻ კიდე჻ ნუ჻ დაიყოვნის჻ ფიცხლად჻ უდგმულოდ჻ იაროს჻

326. ერთი჻ სამეფო჻ საკარგყმო჻ უბოძა჻ ამილბარობა჻ თვით჻ ამირბარსა჻ ინდოეთს჻ აქვს჻ ამირსპასალარობა჻ მეფე჻ რა჻ დაჯდეს჻ არა჻ სჭირს჻ ხელისა჻ მიუმცდარობა჻ სხვად჻ პატრონია჻ მართ჻ ოდენ჻ არა჻ აქვს჻ კეისარობა჻

327. თუით჻ მეფემან჻ მამაჩემი჻ დაიჭირა჻ სწორად჻ თავსა჻ თქვა჻ ჩემებრი჻ ამირბარი჻ ნაძლევი჻ ვარ჻ ვისცა჻ ჰყავსა჻ ლაშქრობდის჻ და჻ ნადირობდის჻ აძლევდიან჻ მტერნი჻ ზავსა჻ მას჻ არა჻ ვჰგავ჻ ასრე჻ ვითა჻ მე჻ სხვა჻ კაცი჻ არა჻ მგავსა჻

328. მეფემცა჻ უძღუნა჻ მრავალი჻ ოქრო჻ და჻ საჭურჭლენია჻ კვლა჻ სხვაგნით჻ ნიბათ჻ ნობათი჻ თეთრი჻ ქორი჻ კი჻ ცხენია჻ რად჻ მწყალობ჻ ლომო჻ ფარსადან჻ რაცა჻ მაქვ჻ ყველა჻ შნია჻ შენ჻ გმორჩილობენ჻ მნათობნი჻ მათ჻ ვარდი჻ კრიფონ჻ შენ჻ ია჻

329. ვინადიროთ჻ მხიარულთა჻ მშვილდ჻ ისრითა჻ მოვსრათ჻ ველი჻ ტახტი჻ დადგით჻ მაღრიბული჻ ჩემგან჻ მოსვლად჻ ნურას჻ მელი჻ ჩარყაფების჻ ორხაოთა჻ გააკთეთ჻ ხოგან჻ ხელი჻ ედემისა჻ მსგავსად჻ ჰკაზმეთ჻ გაახარეთ჻ ჩვენი჻ მზრდელი჻

330. მუნ჻ მეფესა჻ მოეკაზმეს჻ სახლი჻ ამო჻ სიტურფითა჻ თვალ჻ გუარი჻ მოაფრქვივეს჻ მუშაკსა჻ ჰფენენ჻ სუმბულთა჻ ასრე჻ ტურფად჻ მოუკაზმეს჻ ხელმწიფესა჻ მართებს჻ ვითა჻ მისი჻ ფერი჻ სურნელება჻ ხამს჻ აღიძრას჻ სამოთხისა჻

331. თურა჻ სად჻ სახელმწიფო჻ შესაქცევი჻ პოვეს჻ სათა჻ შესხდეს჻ თანა჻ წაიტანეს჻ ზოგნი჻ ძებნად჻ არნეს჻ სხვათა჻ მას჻ დე჻ სროლა჻ მათი჻ იყო჻ შეყრილობა჻ კაცი჻ სპათა჻ მისნი჻ მჭვრეტნი჻ გაეკვირნეს჻ მისთა჻ ეგზომ჻ ქცევა჻ ზმათა჻

332. დღესა჻ ერთსა჻ ავაზათა჻ შეექცეს჻ და჻ ამოსწყვიდეს჻ მეორესა჻ შავარდნითა჻ და჻ ქორითა჻ ინადირეს჻ მესამესა჻ დღესა჻ შესხდეს჻ ავაზებსა჻ მოასხმიდეს჻ ვინცა჻ ნახეს჻ ქება჻ ჰკადრეს჻ არ჻ აიგდეს჻ არ჻ იკილთეს჻

333. კუირის჻ ერთსა჻ ინადირეს჻ რაცა჻ პოვეს჻ ჯარი჻ ჰხოცდეს჻ სტუმარი჻ და჻ ხელმწიფენი჻ ისრიან჻ და჻ ამოდ჻ ჰმხოცდეს჻ ლაღობითა჻ ნადირობდეს჻ მხეცთა჻ ჰხოცდეს჻ ორმოც჻ ოცდეს჻ ნაძლევითა჻ ავსი჻ სპასა჻ იმათსიგან჻ ამოჰხოცდეს჻