... (პარიზული ხელნაწერი 10)

334. რა჻ გათავდა჻ ნადირობა჻ წამოვიდეს჻ მხიარული჻ ჩამოჰხდეს჻ და჻ ჭამად჻ დასხდეს჻ მეფეს჻ მიაჩს჻ ტახტი჻ სრული჻ კაცის჻ თვალმან჻ რამცა჻ ნახა჻ სხვა჻ მისებრი჻ მოკაზმული჻ აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ მე჻ მაქვს჻ ჩემი჻ გული჻ წყლული჻

335. გარდიხადეს჻ ნადიმობავით჻ გასმია჻ ხელმწიფესა჻ ილხენდეს჻ და჻ თამაშობდეს჻ შესაფერად჻ ქცევა჻ ზნისა჻ ლალი჻ მრთელი჻ იაგუნდი჻ ფანტვა჻ იყო჻ გვირგვინისა჻ მე჻ სად჻ ღირსვარ჻ მისთა჻ თქმათა჻ მძებნელი჻ ვარ჻ იმა჻ გზისა჻

336. მეფემ჻ უძღნა჻ მამაჩემსა჻ უსაზომო჻ საბოძვრითა჻ დიდრუანი჻ ტაბაკები჻ სავსე჻ თვალთა჻ გუარითა჻ უბრძანებდა჻ სარდან჻ შვილო჻ მით჻ ამოთა჻ საუბრითა჻ თავსა჻ ხურვენ჻ უცხოს჻ რასემეს჻ მუშაკთა჻ და჻ ამბარითა჻

337. ლხინობდეს჻ და჻ თამაშოობდეს჻ გამოვიდეს჻ ღამე჻ დღნი჻ ღმრთისა჻ იყო჻ ბრძანებანი჻ საწუთროსა჻ კარის჻ მღენი჻ დაორსულდა჻ დედა჻ ჩემი჻ მოდგედ჻ სრასა჻ ძღვნის჻ მოღენი჻ ღონე჻ მქონდეს჻ არ჻ მინდოდა჻ თქმა჻ ამბავთა჻ ეგრე჻ შენი჻

338. კრულმც჻ არს჻ ჩემი჻ დაბადება჻ ხელმწიფესა჻ აცნობესა჻ ვაჟი჻ მიხვდა჻ ამილბარსა჻ დედოფალსა჻ შეჰკადრესა჻ ლხინი჻ მოგვცა჻ შემოქმედმან჻ ნუ჻ მოვიწყენთ჻ ეგრე჻ თქვესა჻ ილხენდეს჻ და჻ თამაშობდეს჻ შეჭირვება჻ დაჰკარგესა჻

339. ამისმეტსა჻ ვეღარ჻ უძლებ჻ ასმათ჻ გკადროს჻ რაცა჻ ვქენა჻ ადგა჻ ასმათ჻ დაუწყნარდა჻ ყველა჻ წვრილად჻ მოახსენა჻ მე჻ სოფელსა჻ აღარ჻ უნდი჻ მით჻ საქმითა჻ შევიგენა჻ ესე჻ თქვა჻ და჻ ყმამან჻ სულთქნა჻ კვლა჻ დაუწყო჻ ცრემლმან჻ დენა჻

340. ძე჻ არ჻ ესუვა჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ მზისა჻ დარსა჻ ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ ჟამი჻ იყო჻ მით჻ აეხვნეს჻ სპანი჻ ზარსა჻ ვა჻ კრულია჻ დღემცა჻ იგი჻ მე჻ მივეცი჻ ამილბარსა჻ მეფემან჻ თქვა჻ შვილად჻ გავზრდი჻ თვით჻ ჩემივე჻ გვარი჻ არსა჻

341. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა჻ მოციქული჻ მოციქულსა჻ ინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა჻ მზე჻ და჻ მთვარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა჻ ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა჻

342. ასმათ჻ შენც჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერმიხდილისა჻ მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შვენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა჻ იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მსგავსია჻ ედემს჻ ზრდილისა჻ აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა჻

343. ქება჻ არ჻ ითქმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა჻ ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა჻ ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალგვარითა჻ საჭურჭლე჻ გასცეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა჻

344. საშობელი჻ გაიყარა჻ ზრდა჻ დაგვიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა჻ მართ჻ მაშინვე჻ ჰგვანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა჻ უყვარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა჻

345. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ხსენებასა჻ მიეწურა჻ ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ ჰმურა჻ ქალმან჻ სულად჻ მოაქცია჻ მკერდსა჻ წყალი჻ დააპკურა჻ თქვა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკვდილისა჻ დღე჻ დასტურა჻

346. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ხმობილი჻ შვიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻ მთვარისა჻ მსგავსიმზისაგან჻ შვენებით჻ არშეფრობილი჻ მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი჻

347. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესლვა჻ ომსა჻ მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა჻ მამასავე჻ ხელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა჻ ვბურთობდი჻ და჻ ვნადირობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვხოცდი჻ ლომსა჻

348. მეფემან჻ სახლი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა჻ ქვად჻ ფაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგა჻ იაგუნდისა჻ თვალისა჻ პირსაა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდისწყალისა჻ იგი჻ მუნ჻ იყვის჻ მედების჻ ვისგან჻ სახმილი჻ ალისა჻

349. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკმევოდის჻ ალვა჻ თლილი჻ ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი჻ დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქვრივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი჻ და჻ მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი჻

350. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა჻ ვერვინ჻ ვხედევდით჻ შეიქმნა჻ პირითა჻ მინავარდითა჻ ასმათ჻ და჻ ორნი჻ მონანი჻ ჰყვიან჻ იმღერდის჻ ნარდითა჻ მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა჻

351. თხუთმეტისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ მეფე჻ მზრდიდა჻ ვითა჻ შვილსა჻ დღისით჻ ვიყვი჻ მას჻ წინაშე჻ გამიშვებდის჻ არცა჻ ძილსა჻ ძალად჻ ლომსა჻ თვალად჻ მზესა჻ ტანად჻ ვგვანდი჻ ედემს჻ ზრდილსა჻ სროლასა჻ და჻ ასპარეზსა჻ აქებდიან჻ ჩემგან჻ ქნილსა჻

352. რა჻ მინდორს჻ შვჯდი჻ ზარითა჻ ხმა჻ იყო჻ ბუკთა჻ ცემისა჻ თანა჻ მყვის჻ სპისა჻ სიმრავლე჻ მსგავსი჻ ფუტკრისა჻ რემისა჻ ჭვრეტად჻ ქალყმები჻ დაჯრილა჻ დგას჻ თემისა჻ და჻ თემისა჻ ვინ჻ მნახის჻ ეყვის჻ ერთ჻ წლამდის჻ კვეხა჻ ნახვისა჻ ჩემისა჻

353. მოსრნის჻ მჴეცნი჻ და჻ ნადირნი჻ ისარმან჻ ჩემგან჻ სრეულმან჻ მერმე჻ ვიბურთი჻ მოედანს჻ მინდორით჻ შემოქცეულმან჻ შევიდი჻ შევქმნი჻ ნადიმი჻ ნიადაგ჻ ლხინსა჻ ჩვეულმან჻ აწ჻ საწუთროსა჻ გამყარა჻ პირმან჻ ბროლბალახშეულმან჻