... (S-2829), 1688 წ.

337. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ,: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყვი: მას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: თვალად: მზესა: ნაკვთად: ლომსა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა: სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქმნილსა:

338. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყო: ბუკთა: ცემისა: ჭურეტად: ქალ: ყმები: დაჯრილა: დგის: თემისა: და: თემისა: თანა: მყვის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ვინც: მნახის: ეყვის: ერთ: წლამდის: კვეხა: ნახვისა: ჩემისა:

339. მოსრნის: მხეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგა: რეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევქმნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ: ბალახშეულმან:

340. მამა: მომიკვდა: მოვიდა: დღე: სიკვდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა:

341. მე: წელიწდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთრო: გამწარებული: დღისით: და: ღამით: ვვაებდი: ვერვისგან: სულ: დაღებული: გაყვანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული:

342. ჩვენ: უფრო: გუტკივის: ვინ: უფრო: დაგვაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამილბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

343. ავტირდი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრტელთა: უკანით: გამომიყვანეს: ხასთა: მას: წინამდგომელთა: გამოსლვისათვის: ზეიმი: შექნეს: ჰინდოეთს: მფლობელთა: შორს: მამეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: მშობელთა:

344. თვით: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივი: მცეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მომეშუნეს: დავმორჩილდი: თაყვანის: მცეს: ამილბარად:

345. თავადობა: ინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხვათა: ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყვის: მავნებელი: მისთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზემი: შევნი: მღერა: სმათა: სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქვიან: სხვაგნით: სხვათა:

346. კვლა: დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გვენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გვიკვირა:

347. მეფემან: ახმა: დურაჯთა: მითხრა: მისხმა: ქალისა: გამოვუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა: მაშინ: დავიწყე: გარდაოდა: მე: საწუთროსა: ვალისა: ალმასისა: ჴამს: ლახუარი: ლახურად: გულისა: სალისა:

348. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: ფრინველთაგან: ხმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

349. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ფარაზი: გებით: ა: შიგნით: შევედით: სრა: დაგვხუდა: მოცული: ფარდაგებითა: მაშიგ: ხლებულთა: ლახვართა: გულნო: ვით: დაუდგებითა:

350. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ომა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამილბარისა:

351. ასმათ: ფარდაგსა: აზიდნა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედე: ლახუარი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქათ: საჴმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა:

352. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხვა: ვერა: გზაღა: თავისა: დავეცი: დავბნდი: მიმეღო: ძალი: მჴართა: და: მკლავისა: რა: სულად: მოვე: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარე: მომრტყმოდა: ჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა:

353. ვაი: წახდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ხსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ასმათ: და: მოყმე: ატიროდენ: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქვეს: მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი:

354. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქვა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ქნიდა: ცრემლი: მიწათა: გარია: თქვა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

355. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: მე: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

356. შიგა: ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იხოჭდეს: ხელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხეს: აქიმად: მოქცეს: გამაბელზებელითა: