... (S-2829), 1688 წ.

317. ხალვა: მოსძულდა: შეექმნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქვა: წამიღია: მტერთათვის: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხმან: მორჭმით: ვზი: მაქვს: ზეიმი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

318. ფარსადანს: წინა: დაასკვნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთვალა: შენ: გაქვს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქვენსა: წინაშე: მეცა: ვცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: ნამსახურისა:

319. ფარსადან: შექმნა: ხარებს: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთვალა: ღ~თსამადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ჰინდოეთს: მჯდომელმან: აწ: მოდი: ასრე: პატივ: გცე: ვითა: ძმამან: მშობელმან:

320. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამილბარობა: თვით: ამირბარსა: ჰინდოეთს: აქვს: ამირსპასალარობა: რა: მეფე: დაჯდის: არა: აქვს: ჴელისა: მიუმცდარობა: სხვად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქვს: კაისარობა:

321. თვით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქვა: ჩემებრი: ამილბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არა: ვგავარ: ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა:

322. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემან: თქვა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გვარი: არსა:

323. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყვანეს: შვილად: მათად: საპატრონოდზრდა: დამიწყეს: ლაშქართა: და: ქვეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევა: ქნათად: მოვიწიფე: დავემსგავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკვთად:

324. ასმათ: შენცა: ხარ: მოწამე: ჩემისა: ფერ: მიჴდილისა: მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემი: მჭვრეტელნი: მსგავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

325. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მომეგებნიან: მოასპარეზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან: მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებნიან: თვით: შუბოსანი: ჩემებრივ: არავინ: არ: ეგებნიან:

326. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა: ხუთისა: წლისა: შევიქენ: მსგავსი: ვარდისა: შლილისა: ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკლვა: მართ: ვითა: სილისა: არა: ჰგავიდოდის: ფარსადანს: მისი: არა: სმა: შვილისა:

327. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რა: თქვა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქვა: მაშინვე: მზესა: ჰგვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი:

328. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: როდეს: შობდა: მოციქული: მოციქულსა: ჰინდოეთი: სრულად: სცნობდა: მზე: და: მთვარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოსრული: მხიარული: თამაშობდა:

329. ქება: არ: ითქმის: ენითა: აწ: ჩემგან: საუბარითა: ფარსადან: შექმნა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალ: გვარითა: საჭურჭლე: გასცეს: ლაშქარნი: აივსნა: საბოძვარითა:

330. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: ჰგვანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყვარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა:

331. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ხსენებასა: მიეწურა: ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა: ჰმურა: ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა: თქვა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკვდილისა: დღე: დასტურ: ა:

332. მას: ქალსა: ნესტან: დარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი: შვიდისა: წლისა: შეიქნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი: მთვარისა: მგზავსი: შვენებით: მზისაგან: ვერ: შეფრობილი: მისსა: ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასად: წთობილი:

333. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესლვა: ომსა: მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქმნისა: მწთომსა: მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა: ვბურთობდი: და: ვნადირობდი: ვით: კატასა: ვჴოცდი: ლომსა:

334. მეფემანკოშკი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა: ქვად: ფაზარი: სხდა: კუბო: დგა: იაგუნდისა: თვალისა: კარზედა: ბახჩა: საბანლად: სარაჯი: ვარდის: წყალისა: იგი: მუნ: იყვის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

335. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმევოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქვრივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი:

336. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქნა: პირითა: მინა: ვარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყვა: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბაონს: განაზარდითა: