... (H-2074), XVI-XVII სს.

197. მეფე჻ ჴელსა჻ მოეკიდა჻ გარდაჰკოცნა჻ ვითა჻ შვილი჻ სხუა჻ მათებრი჻ არ჻ ყოფილა჻ არ჻ გამზრდელი჻ არ჻ გაზრდილი჻ ყმა჻ ადგა჻ და჻ წამოვიდა჻ მას჻ დღე჻ მათი჻ ჩანს჻ გაყრილი჻ როსტან჻ მისთუის჻ აატირა჻ გონიერი჻ გული჻ ბილი჻

198. გამოემართა჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ მჴნე჻ ლაღად჻ მავალი჻ ოც჻ დღე჻ იარა჻ ღამესა჻ დღეზედა჻ წართო჻ მრავალი჻ იგია჻ ლხინი჻ სოფლისა჻ იგია჻ ნივთი჻ და჻ ვალი჻ არ჻ მისცილდები჻ თინათინ჻ მისი჻ მას჻ ვისგან჻ სწუავ჻ ალი჻

199. რა჻ მოვიდა჻ სიხარული჻ შიგან჻ გაჰჴდა჻ სამეფოსა჻ მოეგებნეს჻ დიდებულნი჻ ძღუენსა჻ სძღუნიდეს჻ იეფოსა჻ იგი჻ პირმზე჻ არ჻ მოსცთების჻ სიარულსა჻ სასწრაფოსა჻ მიხუდეს჻ მყოფნი჻ მას჻ წინაშე჻ სიხარულსა჻ სასწრაფოსა჻

200. ქალაქი჻ ჰქონდა჻ მაგარი჻ საზაროდ჻ სანაპიროსა჻ გარეთ჻ კლდე჻ იყო჻ გიამბობ჻ ზღუდესა჻ უქვითკიროსა჻ ყმამან჻ მუნ჻ დაყო჻ სამი჻ დღე჻ ჰამოსა჻ სანადიროსა჻ გაზრდილი჻ მისი჻ შერმადინ჻ დაისვა჻ სავაზიროსა჻

201. ესეა჻ მონა჻ შერმადინ჻ ზემოთცა჻ სახელდებული჻ თანა჻ შეზრდილი჻ ერთგული჻ და჻ მისთვის჻ თავდადებული჻ მან჻ არ჻ იცოდა჻ აქამდის჻ მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ დებული჻ აწ჻ გაუცხადა჻ სიტყვები჻ მის჻ მზისა჻ იმედებული჻

202. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხუენიან჻ ჩემნი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გცოდნიან჻ გაგივლენიან჻ მაგრა჻ არ჻ იცი჻ აქამდის჻ რანიცა჻ ცრემლნი჻ მდენიან჻ მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან჻

203. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყვარულსა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა჻ ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა჻ აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა჻

204. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა჻ მოხვიდე჻ სრულვქმნა჻ მაშინღა჻ შენი჻ წადილი჻ გულისა჻ ქმარი჻ არ჻ მინდა჻ უშენოდ჻ მომხუდეს჻ ხისა჻ რგულისა»჻ მომცა჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა჻

205. ავთანდილ჻ ეტყვის჻ შერმადინს჻ ლაღი჻ და჻ შეუპოველი჻ თინათინ჻ მითხრა჻ იმედი჻ პოვნასა჻ ზეცით჻ მოველი჻ მზისამცა჻ შოვნა჻ ვის჻ ძალუც჻ დაფასდეს჻ მოუქსოველი჻ ფიცი჻ მაქვს჻ ვერ჻ გამიცრუვებს჻ მოწმად჻ მყავს჻ არსი჻ ყოველი჻

206. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ წასულა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად჻ ჴამს჻ მეფეთა჻ ერთგულობა჻ ყოფა჻ გუმართებს჻ ყმასა჻ ყმურად჻ მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწუავს჻ გულსა჻ მურად჻ ჴამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ მიუჴდეს჻ მამაცურად჻

207. ვართ჻ უმოყვრესნი჻ მე჻ და჻ შენ჻ ყოველთა჻ პატრონყმათასა჻ ამისთუის჻ გნუკევ჻ სმენასა჻ შენ჻ ამა჻ ჩემთა჻ ჴმათასა჻ ჩემ჻ წილ჻ დაგაგდებ჻ პატრონად჻ თავადად჻ სხუათა჻ ყმათასა჻ ამა჻ საქმესა჻ ვერა჻ ვიქ჻ მე჻ განდობასა჻ სხუათასა჻

208. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი჻ ჰპატრონობდი჻ დარბაზს჻ კაცსა჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა჻ მათსა჻ ცნობდი჻ წიგნსა჻ სწერდი჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უფასოსა჻ ძღუენსა჻ სძღუნობდი჻ აქა჻ სადმე჻ არ჻ ყოფასა჻ ჩემსა჻ მათმცა჻ რად჻ აგრძნობდი჻

209. ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დაასახე჻ აქა჻ სამ჻ წელ჻ მომიცადე჻ ხოაშიადი჻ შემინახე჻ მე჻ ნუთუმცა჻ შემოვბრუნდი჻ ალვა჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნა჻ ხე჻ არ჻ მოვბრუნდე჻ მომიგლოვე჻ მიტირე჻ და჻ მივაგლახე჻

210. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ სასურვალია჻ აცნობე჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ იყავ჻ მართ჻ ვითა჻ მთრვალია჻ მიხუდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათუინ჻ გარდუვალია჻ გლახაკთა჻ მიე჻ საჭურჭლე჻ ოქრო჻ ვერცხლი჻ და჻ თვალია჻

211. მაშინ჻ უფრო჻ მომეჴმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მჴედრე჻ ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მახსენებდი჻ ზედაზედრე჻ მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე჻

212. რა჻ შერმადინ჻ მოისმინა჻ გაუკუირდა჻ შეეზარა჻ თუალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოღუარა჻ მოახსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა჻ ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გიშლი჻ ამად჻ არა჻

213. განა჻ ქნას჻ ლომმან჻ იმედი჻ დაგედვას჻ რაცა჻ მისადა჻ მეფისა჻ ცამდის჻ მაღლისა჻ მზისაცა჻ უფრო჻ ზისადა჻ უთქვენოდ჻ მყოფი჻ არ჻ ვარგვარ჻ არცა჻ თუ჻ აქა჻ ვზი჻ სადა჻ მარტოსა჻ თავი჻ ვით჻ დაგიც჻ სავალად჻ მაგა჻ გზისადა჻

214. ჩემად჻ ნაცვლად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყვა჻ ვით჻ მიბრძანე჻ რა჻ გუარა჻ ვქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე჻ შენ჻ მარტოსა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვიაკუანე჻ სჯობს჻ ორნივე჻ გავიპარნეთ჻ წამოგყუები჻ წამიტანე჻

215. ყმამან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არა჻ ჭრელად჻ რა჻ მიჯნური჻ ველთა჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად჻ მარგალიტი჻ აღარ჻ მომხუდეს჻ უსასყიდლოდ჻ უვაჭრელად჻ კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ჴამს჻ ლახურისა჻ დასაჭრელად჻

216. მისი჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ჩემსა჻ დამწველი჻ და჻ მედებია჻ მე჻ ერთსაცა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ რაცა჻ მიიმედებია჻ შენგან჻ კიდე჻ არა჻ მივის჻ ძმები჻ არცა჻ მე჻ დებია჻ იქმოდე჻ შენთა჻ საქმეთა჻ რაცა჻ გიმოქმედებია჻