334. ქალმან჻ უთხრა჻ მომეწონა჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ხარ჻ უცილოდ჻ კარგი჻ ვინმე჻ მოყმე჻ ბრძენთა჻ საქებარი჻ ხარ჻ ვინათგან჻ აქანამდის჻ მაგა჻ ჭირთა჻ დამთმობარი჻ რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ გიპოვნია჻ საძებარი჻
335. იმა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების჻ თუით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქუმის჻ არ჻ ვისგან჻ დაიჯერების჻ მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების჻ დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების჻
336. ყმამან჻ უთხრა჻ ვარდო჻ დაჭნი჻ დრო჻ მოვიდა჻ შენის჻ ზრვისა჻ ერთმანერთსა჻ მოეხუივნეს჻ ცრემლით჻ ჰკოცნენ჻ სახეპირსა჻ ასმათ჻ ტირის჻ სისხლის჻ ცრემლსა჻ ტევრი჻ შექმნა჻ ნათხზის჻ თმისა჻ იგი჻ ტირან჻ სოფლისათუის჻ და჻ სოფელი჻ მათთვის჻ ტირსა჻
337. გითხრა჻ თუ჻ ცოდნა჻ გწადიან჻ ჩვენისა჻ შენ჻ სახელისა჻ ტარიელ჻ არის჻ სახელი჻ იმა჻ მოყმისა჻ ხელისა჻ მე჻ ასმათ჻ მქვიან჻ რომელსა჻ წუა჻ მაქვს჻ ცეცხლისა჻ ცხელისა჻ სულთქმა჻ სულთქმისა჻ ბევრისა჻ მაშა჻ თუ჻ არ჻ ერთხელისა჻
338. ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყუასა჻ ამისთანსა჻ ისი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მტერთა჻ მემაჯანსა჻ ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ მისგან჻ ჴორცსა჻ მონატანსა჻ აწვე჻ მოვა჻ არა჻ ვიცი჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა჻
339. ამას჻ გვედრებ჻ მოიცადო჻ თავი჻ სხუაგან჻ არსად჻ არო჻ რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო჻ ერთმანერთსა჻ შეგამეცნე჻ თავი჻ შენი჻ შევაყუარო჻ თუით჻ გიამბოს჻ საქმე჻ მისი჻ საყვარელსა჻ გაახარო჻
340. ტირს჻ ვაიმე჻ საყვარელო჻ წახუელ჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ თავი჻ შენად჻ საძებარად჻ შევაცურვე჻ შიგან჻ ზღუასა჻ მოვეშორვე჻ გამზრდელთ჻ და჻ სწორნი჻ ჩემნი჻ ვაგლახვასა჻ ანუ჻ მოვჰკვდე჻ ანუ჻ დავრჩე჻ მოველოდდე჻ ნეტარ჻ რასა჻
341. უთხრა჻ დაო჻ ღ~თნ჻ შეზღოს჻ საიქიოს჻ მისაგები჻ ღ~თსა჻ სწადდეს჻ ჩემი჻ ლხინი჻ ასრე჻ ამად჻ არ჻ ვიწვები჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ დავსებასა჻ სხუასა჻ ვისმცა჻ ვეხვეწები჻ თუ჻ მიბრძანებს჻ ჩემებრ჻ ხელსა჻ გაღანამცა჻ ვიახლები჻
342. ქალი჻ ჰკადრებს჻ საუბართა჻ იგი჻ მოყმე჻ ატირდების჻ ვაგლახ჻ მეო჻ საყუარელო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მოედების჻ ვინ჻ შეიპყრა჻ გული჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდე჻ ვის჻ ჴელთდების჻ ოდის჻ მამცეს჻ კაცსა჻ ხლებად჻ აქათ჻ ასრე჻ მემტერების჻
343. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დამორჩილდა჻ დართო჻ ნება჻ ამა჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ჴევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება჻ მთუარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ვნახე჻ შუქთა჻ მოფინება჻ უკურიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება჻
344. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ ღ~თნ჻ მოგცა჻ ჟამად჻ რაცა჻ გინა჻ მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ჰქმენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა჻ იმა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ჴორციელი჻ არავინა჻ თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგვარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა჻
345. ავთანდილ჻ ქვაბსა჻ დამალა჻ ქალმან჻ დამალვით჻ მალითა჻ იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჰჴდა჻ ჰშვენოდა჻ კაპარჭჴრმალითა჻ ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღუათაცა჻ შესამალითა჻ ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ჭურეტითა჻ იდუმალითა჻
346. ამარტის჻ ფერად჻ შეცუალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან჻ დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან჻ შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყუანა჻ მან჻ დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკვეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან჻
347. ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები჻ მან჻ ქალმან჻ ქუეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები჻ მას჻ ზედა჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქვამს჻ ჭირმონამატები჻ სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები჻
348. მან჻ ქალმან჻ ჴელყო჻ კვესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა჻ ეგონა჻ ჭამა჻ ჴორცისა჻ შემწვრისა჻ შეუქნელისა჻ მიუპყრა჻ ერთი჻ აჰჴლიჩა჻ ქნაა჻ საქმისა჻ ძნელისა჻ ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა჻
349. ცოტად჻ მიწუა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლა჻ ვერა჻ მეტი჻ შეკრთა჻ დიდნი჻ დაიზახნა჻ წამოვარდა჻ ვითა჻ რეტი჻ იზახდის჻ და჻ წამწამ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი჻ ცალკერძ჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭურეტი჻
350. რად჻ დაბრუნდი჻ მოახსენა჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა჻ მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა჻ ჰყვეს჻ ლაშქარნი჻ უთუალავნი჻ ბარგი჻ მძიმედ჻ აეკიდა჻ იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ დაეფანჩვა჻ მარეკი჻ და჻
351. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახუა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე჻ არ჻ მივეო჻ ახლოს჻ შეყრად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე჻ მათგან჻ მკრთალი჻ შემოვბრუნდი჻ ტყესა჻ შიგან჻ დავიმალე჻ თქუა჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე჻
352. ქალსა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცუივდეს჻ ასნაკეცნი჻ ბევრის჻ ბევრად჻ მოახსენა჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად჻ არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შემაქცევრად჻ მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ ლევ჻ რად჻
353. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია჻ ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვითა჻ დაგელია჻ გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია჻ შენ჻ მოჰკვდე჻ და჻ იგი჻ წაჴდეს჻ ესე჻ შენთუის჻ რა჻ მადლია჻