... (H-2074), XVI-XVII სს.

177. იგი჻ კაცი჻ შვენიერი჻ ჴმელთა჻ იყოს჻ გნუკევ჻ პოვნად჻ კიდით჻ კიდე჻ მოიარე჻ ამაყურად჻ შეუპოვნად჻ მზისა჻ შუქი჻ მოგეფინოს჻ ვერ჻ ვინ჻ ჴელყოს჻ დასათოვნად჻ ჻ ცან჻ მის჻ ყმისა჻ ყოფა჻ სადმე჻ ფიცხლად჻ მოდი჻ დაუყოვნად჻

178. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ამით჻ უფრო჻ გაამყარე჻ რომე჻ დამხსნა჻ შეჭირვება჻ ეშმა჻ ბილწი჻ ასაპყარე჻ გულსა჻ გარე჻ საიმედო჻ ია჻ მორგე჻ ვარდი჻ ყარე჻ მერმე჻ მოდი჻ ლომო჻ მზესა჻ შეგეყრები჻ შემეყარე჻

179. სამსა჻ ძებნე჻ წელიწადსა჻ იგი჻ შენი჻ საძებარი჻ ჰპოვო჻ მოდი჻ გამარჯვებით჻ მხიარულად჻ მოუბარი჻ ვერა჻ ჰპოებ჻ დავიჯერებ჻ იყო჻ თურე჻ უჩინარი჻ კოკობი჻ და჻ უფურჭუნელი჻ ვარდი჻ დაგხვდე჻ დაუმჭნარი჻

180. ფიცით჻ გითხრობ჻ შენგან჻ კიდე჻ თუ჻ შევირთო჻ რაცა჻ ქმარი჻ მზეცა჻ მომხვდეს჻ ჴორციელი჻ ჩემთუის჻ კაცად჻ შენაქმარი჻ სრულად჻ მოვსწყდე჻ სამოთხესა჻ ქვესკნელს჻ ვიყო჻ დასანთქმარი჻ შენი჻ მკლვიდეს჻ სიყუარული჻ გულსა჻ დანა჻ ასაქმარი჻

181. მოახსენა჻ ყმამან჻ მზეო჻ ვინ჻ გიშერი჻ აწამწამე჻ სხუა჻ პასუხი჻ რამცა჻ გკადრე჻ ანუ჻ რამცა჻ შევიწამე჻ მე჻ სიკუდილსა჻ მოველოდი჻ შენ჻ სიცოცხლე჻ გამიწამე჻ ვითა჻ მონა჻ სამსახურად჻ გაღანამცა჻ წავე჻ წა჻ მე჻

182. კვლაცა჻ ჰკადრა჻ აჰა჻ მზეო჻ ღ~თნ჻ რადგან჻ მზედ჻ დაგბადა჻ მით჻ გმორჩილობს჻ ზეციერი჻ მნათობია჻ რაცა჻ სადა჻ მე჻ რომ჻ თქუენგან჻ მოვისმინე჻ წყალობანი჻ მედიადა჻ ვარდი჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნების჻ შუქი჻ შენი჻ იეფადა჻

183. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ შენად჻ რადმცა჻ შევიწყალე჻ არასათუი჻ არ჻ დავდგები჻ უსაცილოდ჻ წავალ჻ ხვალე჻ გული჻ ფერი჻ ლაჟვარდისა჻ გავაწითლე჻ გავალალე჻ სიცოცხლისა჻ უკეთესი჻ რა჻ მიბოძე჻ რამც჻ ვივალე჻

184. კულა჻ შეჰფიცეს჻ ერთმანერთსა჻ დააპირეს჻ ესე჻ პირი჻ გასალდეს჻ და჻ გაამრავლეს჻ საუბარი჻ სიტყვაჴშირი჻ გაადვილდა჻ აქანამდის჻ გარდეჴადა჻ რაცა჻ ჭირი჻ თეთრთა჻ კბილთათ჻ გამოჰკრთების჻ თეთრი჻ ელვა჻ ვითა჻ ჭუირი჻

185. ერთგან჻ დასხდეს჻ ილაღობეს჻ საუბარი჻ ასად჻ აგეს჻ ბროლ჻ ბადახში჻ შეხუეული჻ და჻ გიშერი჻ ასადაგეს჻ ყმა჻ ეტყვის჻ თუ჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ თავი჻ ხელი჻ ასადაგეს჻ ცეცხლთა჻ შენგან჻ მოდებულთა჻ გული჻ ჩემი჻ ასადაგეს჻

186. ახლოს჻ უზის჻ ლაღი჻ ჭურეტად჻ მისსა჻ მკვლელსა჻ ეუბნების჻ წამწამ჻ იაჯს჻ შველასა჻ და჻ შემოქმედსა჻ მიენდობის჻ თუ჻ ზოგნიცა჻ არ჻ დაგვჴოცოს჻ ღ~თნ჻ სხუანი჻ რადმცა჻ შობის჻ სხუამან჻ რამამც჻ დაავიწყოს჻ იგი჻ პირმზე჻ ეგონების჻

187. ყმა჻ წავიდა჻ სიშორესა჻ თუცა჻ მისსა჻ ვერ჻ გასძლებდა჻ უკუღმავე჻ იხედვიდა჻ თუალთა჻ რეტად჻ იყოლებდა჻ ბროლსა჻ სეტყვს჻ და჻ ვარდსა჻ აზრობს჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ათრთოლებდა჻ გული჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ სიყვარულსა჻ ავალებდა჻

188. ყმა჻ წავიდა჻ მას჻ იგონებს჻ ხელი჻ გული჻ ვისთუის჻ კვდების჻ მზევ჻ მოგშორდი჻ ჩემად჻ ნაცულად჻ შენი჻ ჭურეტა჻ ვის჻ მიხუდების჻ მე჻ წავალ჻ და჻ შენი჻ შუქი჻ აღარავის჻ უუხვდების჻ შენს჻ მგონესა჻ სული჻ ჴორცთა჻ წუას჻ ვეღარა჻ მიუხუდების჻

189. თქუა჻ მზეო჻ ვარდსა჻ სიშორე჻ შენი჻ დამაჩნდეს჻ ეს჻ ადრე჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ გასრულვარ჻ ქარვისა჻ უყვითლესადრე჻ მაშინ჻ რაღა჻ ვქმნა჻ ვერ჻ ჭურეტა჻ რა჻ მომხუდეს჻ კულა჻ უგრძესადრე჻ ჴამს჻ მოყვრისათვის჻ სიკვდილი჻ ესე჻ მე჻ დამიც჻ წესადრე჻

190. საწოლს჻ დაწვა჻ ტირს჻ მტირალსა჻ ცრემლი჻ ძნელად჻ ეჴოცების჻ ვითა჻ ვერხვი჻ ქარისაგან჻ ირხევის჻ და჻ ეკეცების჻ რა჻ მიჰლულნის჻ სიახლევე჻ საყვარლისა჻ ეოცების჻ შეჰკრთის჻ დიდი჻ დაიზახნის჻ მით჻ პატიჟი჻ ეოცების჻

191. მოშორვება჻ საყვარლისა჻ მას჻ შეჰქმნოდა჻ მისად჻ ღაზოდ჻ ცრემლსა჻ ვითა჻ მარგალიტსა჻ წუიმს჻ ვარდისა჻ დასანაზოდ჻ რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ მისთა჻ მჭურეტთა჻ სალამაზოდ჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დარბაზს჻ მივა჻ სადარბაზოდ჻

192. დარბაზს჻ ეჯიბი჻ შეგზავნა჻ მართ჻ მისგან჻ შენარონია჻ შესთუალა჻ კადრებ჻ მეფეო჻ მე჻ ესე჻ გამიგონია჻ ყოველი჻ პირი჻ მიწისა჻ თქუენ჻ ჴრმლითა჻ დაგიმონია჻ აწ჻ თუ჻ სჯობს჻ ესე჻ ამბავი჻ ცნან჻ რაცა჻ გარემონია჻

193. მე჻ წავიდე჻ მოვიარო჻ ვილაშქრო჻ და჻ ვინაპირო჻ თინათინის჻ ჴელმწიფობა჻ მტერთა჻ თქუენთა჻ გულსა჻ ვჰგმირო჻ მორჩილქმნილთა჻ გავახარო჻ ურჩი჻ ყოვლი჻ ავატირო჻ ძღვენნი჻ გკადრნე჻ ზედაზედა჻ არ჻ სალამი჻ დავაძვირო჻

194. შევიწიო჻ ბედი჻ თქვენი჻ და჻ შევიბა჻ საგდებელი჻ ვინაპირო჻ მტერთა჻ მოსრვად჻ კვლა჻ გიახლო჻ სისხლთა჻ მღურელი჻ არ჻ გაუშვა჻ შეუპყრობლად჻ ბულბულიცა჻ ჰინდოელი჻ სანაპირო჻ დავარბიო჻ დაგამონო჻ თქუენ჻ ყოველი჻

195. მეფესა჻ ეთქვა჻ ამისი჻ დიადი჻ მადლიერობა჻ ებრძანა჻ ლომო჻ არა჻ გჭირს჻ შენ჻ ომთა჻ გარდუხდელობა჻ აწ჻ მაგა჻ შენსა჻ თათბირსა჻ ჰგავსო჻ შენივე჻ ქველობა჻ წა჻ მაგრა჻ მამხუდეს჻ რაღა჻ ვქმნა჻ თუ჻ სიშორისა჻ გრძელობა჻

196. ყმა჻ შევიდა჻ თაყვანისსცა჻ მადლი჻ რამე჻ მოახსენა჻ ჴელმწიფეო჻ მიკუირს჻ ქება჻ რად჻ იკადრეთ჻ ჩემი჻ თქუენა჻ აწ჻ ნუთუ჻ კულა჻ სიშორისა჻ ღ~თნ჻ ბნელი჻ გამითენა჻ პირი჻ თქუენი჻ მხიარული჻ მხიარულსა჻ კულა჻ მიჩუენა჻