... (H-2074), XVI-XVII სს.

295. მასვე჻ გზასა჻ წამოვიდა჻ რომე჻ გუშინ჻ შეეარა჻ შამბი჻ გავლო჻ გაეშორა჻ თავი჻ მინდორს჻ გააგარა჻ ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მალვით჻ ხესა჻ მოეფარა჻ თქუა჻ თუ჻ ღ~თნ჻ ესე჻ საქმე჻ მეტად჻ კარგად჻ მომიგვარა჻

296. ავთანდილ჻ თქუა჻ ჟამად჻ ვჰპოვე჻ ვრბოდი჻ ვისთუის჻ სურვილითა჻ მისგან჻ კიდე჻ მომსახურე჻ ვნახო჻ ჰყვანდეს჻ ნუთუ჻ ვითა჻ ნუთუ჻ რასაც჻ მოველოდდე჻ მითხრას჻ ამან჻ მე჻ ამბავთა჻ თუარა჻ მე჻ ვარ჻ იგი჻ ლომი჻ რომე჻ მჴეცთა჻ მოვსრავ჻ ჴრმლითა჻

297. აწ჻ ამას჻ ჩემთუის჻ ღ~თსაგან჻ სხუა჻ საქმე჻ რა჻ ვამჯობინო჻ ქალი჻ შევიპყრა჻ მის჻ ყმისა჻ ამბავი჻ ვაამბობინო჻ ჩემიცა჻ ვუთხრა჻ ყუელაი჻ მართალი჻ გავაბჭობინო჻ მას჻ ყმასა჻ ჴრმალი჻ არა჻ ვჰკრა჻ არც჻ მას჻ დავისობინო჻

298. ჩამოვიდა჻ ცხენი჻ ახსნა჻ მისგან჻ ხესა჻ შემობმული჻ ზედა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ ქუაბი჻ იყო჻ კარგახმული჻ მუნით჻ ქალი჻ გამოიჭრა჻ გულმდუღარე჻ ცრემლდასხმული჻ ეგონა჻ თუ჻ დაბრუნდაო჻ პირი჻ ვარდი჻ ბროლბაკმული჻

299. ვერ჻ იცნა჻ სახე჻ არ჻ ჰგუანდა჻ მისი჻ მის჻ ყმისა჻ სახესა჻ ფიცხლა჻ გაიქცა჻ მიმართა჻ ზახილით჻ კლდესა჻ და჻ ხესა჻ ყმა჻ გარდაიჭრა჻ დააბა჻ ვითა჻ კაკაბი჻ მახესა჻ ჴმას჻ სცემდეს჻ კლდენი჻ ქალისა჻ ზახილსა჻ მუნ჻ ერთსახესა჻

300. მას჻ ყმასა჻ თავი჻ არ჻ მისცა჻ ჭურეტადცა჻ ებილწებოდა჻ ვითა჻ კაკაბი჻ არწივსა჻ ქუეშე჻ მი჻ და჻ მო჻ წრწებოდა჻ ტარიელს჻ ვისმე჻ უზახდა჻ მწედ჻ თუცა჻ არ჻ ემწებოდა჻ ავთანდილ჻ მუჴლთა჻ უყრიდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა჻

301. ქალი჻ კიოდა჻ ტირილით჻ ჴმასა჻ მოსცემდეს჻ მთა჻ ვითა჻ უზახის჻ ლომო჻ ტარიელ჻ არ჻ იყო჻ ამად჻ ზავითა჻ ავთანდილ჻ ეტყუის჻ ნუ჻ შმაგობ჻ ნუ჻ ხარ჻ ცნობითა჻ ავითა჻ ღარიბი჻ უადგილოსა჻ მოველ჻ მართ჻ ოდენ჻ თავითა჻

302. ეტყოდა჻ სულე჻ რამც჻ გიყავ჻ კაცი჻ ვარ჻ ადამიანი჻ უფერო჻ ქმნილნი჻ მინახვან჻ ვარდნი჻ და჻ ისი჻ იანი჻ მისი჻ რამ჻ მითხარ჻ ვინ჻ არის჻ ტანსარო჻ პირბაკმიანი჻ სხუად჻ არას჻ გიზამ჻ ნუ჻ გეშის჻ ნუ჻ ჰყივი჻ აგრე჻ ჴმიანი჻

303. ქალი჻ ეტყოდა჻ ტირილით჻ სარჩელი჻ უგავს჻ ბრჭობასა჻ თუ჻ არ჻ შმაგი჻ ხარ჻ დამეხსენ჻ შმაგი჻ ხარ჻ მოდი჻ ცნობასა჻ აწ჻ მეტად჻ ძნელსა჻ საქმესა჻ მნუკევ჻ ადვილად჻ თხრობასა჻ ცუდად჻ ნუ჻ სცთები჻ ნუ჻ ელი჻ მაგა჻ ამბვისა჻ მბობასა჻

304. კულა჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ მე჻ ნუკვი჻ მე჻ რასა჻ მაგა჻ საქმისა჻ ვერა჻ იქს჻ ვერცა჻ კალამი჻ წერასა჻ შენ჻ ერთხელ჻ მეტყვი჻ მითხარო჻ მე჻ ასჯერ჻ გეტყვი჻ ვერასა჻ ვითა჻ სიცილი჻ ტირილსა჻ მიჯობს჻ ვაგლახი჻ მღერასა჻

305. ყმა჻ ეტყუის჻ ხედავ჻ სისხლისა჻ თუალთა჻ მდის჻ ცრემლთა჻ წყალები჻ დრო჻ გამიგრძელდა჻ მიმჭირდა჻ მაჩნია჻ მით჻ აწყა჻ ლები჻ ვიცი჻ არ჻ მომკლავ჻ ღარიბი჻ ღარიბსა჻ შეგეწყალები჻ მაგა჻ ამბვითა჻ დამივსე჻ ცეცხლისა჻ მე჻ აწყ჻ ალები჻

306. ქალო჻ არ჻ იცი჻ სით჻ მოვალ჻ რა჻ ჭირნი჻ მომითმენიან჻ ოდითგან჻ ვეძებ჻ ამბავთა჻ ესე჻ არვისგან჻ მსმენიან჻ შენ჻ მიპოვნიხარ჻ სიტყუანი჻ ჩემნი჻ რაზომცა჻ გწყენიან჻ ვერ჻ დაგეხსნები჻ მიანბე჻ ჩემგან჻ ნუღარა჻ გრცხუენიან჻

307. ქალმან჻ უთხრა჻ რას჻ შეგესწარ჻ მე჻ ვინ჻ ვარ჻ და჻ ანუ჻ შენო჻ მზე჻ არ჻ მახლავს჻ შეგეტყვების჻ თურთვილო჻ ასრე჻ მით჻ მაწყენო჻ გრძელი჻ სიტყვა჻ საწყინოა჻ ასრე჻ მოკლედ჻ მოგახსენო჻ ვერასათუის჻ ვერ჻ გიამბობ჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ ქენო჻

308. კვლაცა჻ ჰკითხა჻ ზენარობით჻ მიუყარნა჻ მუჴლნი჻ წინა჻ მაგრა჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰყარა჻ მუდარობა჻ მოეწყინა჻ პირსა჻ ზედა჻ გაგულისდა჻ თუალთა჻ სისხლი჻ მოედინა჻ ადგა჻ თმითა჻ წამოზიდნა჻ ყელსა჻ დანა჻ დააბრჯინა჻

309. ეგრე჻ უთხრა჻ მე჻ ეზომი჻ ჯავრი჻ ვითა჻ შეგარჩინო჻ რაგუარა჻ თუ჻ ამატირო჻ ცრემლი჻ ცუდად჻ დამადინო჻ გიჯობს჻ მითხრა჻ ამის჻ მეტი჻ მართ჻ აღარა჻ არ჻ გაწყინო჻ თუარა჻ ღ~თნ჻ მტერი჻ ჩემი჻ მოკლას჻ ვითა჻ მოგაკვდინო჻

310. ქალმან჻ უთხრა჻ ეგე჻ ღონე჻ მოიგონე჻ მატად჻ ავი჻ თუ჻ არ჻ მომკლავ჻ არ჻ მოვკუდები჻ მრთელი჻ ვარ჻ და჻ მოუკლავი჻ რად჻ რა჻ გითხრა჻ სადამდისცა჻ ვიყო჻ ჭირთა჻ უნახავი჻ კულა჻ თუ჻ მომკლავ჻ სასაუბროდ჻ აღარ჻ მედგას჻ ზედა჻ თავი჻

311. უთხრა჻ თულომო჻ ავთანდილ჻ შეიქენ჻ ელვაკრთომითა჻ თუ჻ მომკლავ჻ დამჴსნი჻ სოფელსა჻ ეგ჻ მიჯობს჻ ბევრის჻ ზომათა჻ არ჻ ვიცი჻ ფიფქო჻ მით჻ მაწყენ჻ მიპოვე჻ მზე჻ წაჴდომითა჻ შენებრი჻ კაცი჻ ჩემს჻ მეტსა჻ ვერვი჻ უდარებს჻ ომითა჻

312. კულა჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რად჻ მპოვე჻ ვინ჻ მეუბნები჻ მე჻ ვინო჻ ეგე჻ ამბავი჻ ცოცხალსა჻ ენითა჻ ვერ჻ მათქმევინო჻ მე჻ თავი჻ ჩემი჻ ნებითა჻ ჩემითა჻ მოგაკლევინო჻ ვითა჻ უსტარი჻ ბედითი჻ ადვილად჻ დაგახევინო჻

313. ჩემი჻ სიკვდილი჻ შენ჻ ჩემად჻ პატიჟად჻ ნურად჻ გგონია჻ მით჻ რომე჻ დამხსნი჻ ტირილსა჻ შემშრების჻ ცრემლთა჻ ფონია჻ ჩალად჻ მჩანს჻ ყოვლი჻ სოფელი჻ მისთუისვე჻ შემიწონია჻ ვერ჻ გიცნობ჻ ვინ჻ ხარ჻ ვის჻ გითხრა჻ სიტყუანი჻ მისანდონია჻

314. ყმამან჻ თქვა჻ თუ჻ არ჻ ეგების჻ აწ჻ ამისი჻ ასრე჻ თქუმევა჻ სხუასა჻ რასმე჻ მოვიგონებ჻ სჯობს჻ საქმისა჻ გამორჩევა჻ გაუშვა჻ და჻ ცალკე჻ დაჯდა჻ ტირს჻ დაუწყო჻ ცრემლთა჻ ფრქვევა჻ ქალსა჻ უთხრა჻ გაგარისხე჻ აწ჻ ესე჻ თქუი჻ ვით჻ დავრჩე჻ ვა჻