... (H-2074), XVI-XVII სს.

98. რა჻ მოირივნა჻ დღემ჻ ღამეს჻ და჻ გუმბადსა჻ მზე჻ მოვიდა჻ დაჴოცილთა჻ სისხლნი჻ სდინან჻ ქუეყანასა჻ შეღებვიდა჻ თქუეს჻ ავთანდილ჻ აჯობაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ ჯარი჻ ვიდა჻ ყოვლგნით჻ ალყა჻ დაიშალა჻ ოთხთ჻ კიდეთა჻ ჴმა჻ გავიდა჻

99. ერთმანერთსა჻ თუ჻ მე჻ გჯობო჻ სიცილით჻ ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ დგებოდეს჻ მერმე჻ მოვიდეს჻ მონანი჻ რომელნი჻ უკან჻ ჰყვებოდეს჻ უბრძანა჻ თქუითო჻ მართალი჻ ჩვენ჻ თქვენგან჻ არ჻ გუეთნებოდეს჻

100. იგი჻ მეისრე჻ მონანი჻ მეფეს჻ წინ჻ მოეგებოდა჻ ჰკითხავს჻ გაზრდილის჻ ამბავსა჻ სიცილით჻ ეუბნებოდა჻ ჰკადრეს჻ ვეჭუთ჻ მისი჻ ნასროლი჻ მზესაცა჻ ეკუირვებოდა჻ რასაცა჻ ოდენ჻ შესტყორცნა჻ დაცთნა჻ არ჻ ეგებოდა჻

101. მონათა჻ ჰკადრეს჻ მართალსა჻ გკადრებთ჻ და჻ ნუ჻ გემცდარებით჻ მეფეო჻ ყოლა჻ ვერ჻ ვიტყუით჻ შენსა჻ მაგისა჻ დარებით჻ აწეცა჻ დაგუჴოც჻ ვერა჻ ჰგავ჻ ვერათ჻ ვერ჻ მოგეჴმარებით჻ ვისგან჻ ნაკრავნი჻ გუინახავნ჻ მჴეცნი჻ ვერ჻ წაღმა჻ წარებით჻

102. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ვერ჻ მოგახსენეთ჻ რიდითა჻ ლომსა჻ ავთანდილს჻ უფროსი჻ მოუკლავს჻ ოცდაშუიდითა჻ თქვენი჻ ნაკრავი჻ წავიდის჻ ყუელასა჻ ვერ჻ მოჰკვლიდითა჻ სისხლისა჻ მივჰკვლევდით჻ მივსდევდით჻ დასაწყისამდის჻ ვლიდითა჻

103. ორთავე჻ ერთგან჻ მოკლული჻ ყველაი჻ ათჯერ჻ ოცია჻ მაგრა჻ ავთანდილს჻ ოცითა჻ უფროსი჻ დაუჴოცია჻ არ჻ დასთომია჻ ერთიცა჻ რაც჻ ოდენ჻ შეუტყორცია჻ თქუენი჻ მრავალი჻ მიწითა჻ დასვრილი჻ გაგუიხოცია჻

104. მეფე჻ თავისა჻ სიჯაბნეს჻ ცხენს჻ აბრალობს჻ არა჻ რბოდა჻ შენი჻ ცხენი჻ კარგად჻ რბოდა჻ მუნით჻ ფიცხლად჻ მიმასწრობდა჻ იგი჻ ეტყუის჻ დაგაჭარბე჻ და჻ მეფეცა჻ იკუირობდა჻ ქება჻ უთხრა჻ უსაზომო჻ საბოძვარიც჻ მისკენ჻ რბოდა჻

105. მეფესა჻ ესე჻ ამბავი჻ უჩს჻ ვითა჻ მღერა჻ ნარდისა჻ უხარის჻ ეგრე჻ სიკეთე჻ მისისა჻ განაზარდისა჻ აქუს჻ მიჯნურობა჻ ამისი჻ ვითა჻ ბულბულსა჻ ვარდისა჻ სიცილით჻ ლაღობს჻ მიეცა჻ გულით჻ ამოსლვა჻ დარდისა჻

106. იგი჻ ორნივე჻ საგრილად჻ გარდაჴდეს჻ ძირსა჻ ხეთასა჻ ლაშქართა჻ შექნეს჻ მოდენა჻ მოდგეს჻ უფროსი჻ ბზეთასა჻ ახლოს჻ უთქს჻ მონა჻ თორმეტი჻ უმხნესი჻ სხუათა჻ მჴნეთასა჻ თამაშობდეს჻ და჻ უჭურეტდეს჻ წყალსა჻ და჻ პირსა჻ ტყეთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა გონიერნო ისმინეთ჻

107. აქა჻ ჩადის჻ წყალი჻ რამე჻ პირსა჻ ხე჻ უთქს჻ ამოსრული჻ ხეთა჻ ძირსა჻ ლომი჻ იჯდა჻ ტანად჻ ალვა჻ ჯავარსრული჻ ტანსა჻ ეცვა჻ ვეფხის჻ ტყავი჻ წამს჻ არ჻ მისცის჻ თვალთა჻ ჰრული჻ სხუად჻ სევდასა჻ შეევიწრა჻ და჻ შეექმნა჻ დანასრული჻

108. ნახეს჻ უცხო჻ მოყმე჻ ვინმე჻ ჯდა჻ მტირალი჻ წყლისა჻ პირსა჻ შავი჻ ცხენი჻ სადავითა჻ ჰყვა჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა჻ ჴშირად჻ ესხა჻ მარგალიტი჻ ლაგამაბჯარუნაგირსა჻ ცრემლთათ჻ ვარდი჻ დაეთრთუილა჻ გულსა჻ მდუღრად჻ ანატირსა჻

109. მას჻ ტანსა჻ კაბა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ქუდივე჻ იყო჻ სარქუმელი჻ თავისა჻ ჴელთა჻ ნაჭედი჻ მათრაჴი჻ ჰქონდა჻ უსხოსი჻ მკლავისა჻ ნახეს჻ და჻ ნახუა჻ მოუნდა჻ უცხოსა჻ სანახავისა჻

110. როსტან჻ მონა჻ გაუგზავნა჻ ნახე჻ ვინ჻ ზის჻ წყლისა჻ პირსა჻ ხელსა჻ ვისმე჻ დავამსგავსე჻ მით჻ საწუთრო჻ არა჻ ჰკუირსა჻ შემოჰყრია჻ კაეშანი჻ მიცემულა჻ დიდსა჻ ჭირსა჻ მოახსენე჻ სოფლის჻ მზესა჻ ტკბილად჻ ჰკითხე჻ რასთუინ჻ ტირსა჻

111. მეფემან჻ ბრძანა჻ ვინ჻ არის჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანადო჻ უბრძანა჻ ერთსა჻ მონასა჻ წადი჻ ფიცხლად჻ და჻ ჯანადო჻ გიბრძანებს჻ უთხარ჻ ვერ჻ გიცნობ჻ ჩემთა჻ ლაშქართა჻ თანადო჻ ვინცა჻ ხარ჻ მოდი჻ წინაშე჻ შენ჻ ჩუენგან჻ მონაყუანადო჻

112. მოახსენა჻ მეფე჻ გიჴმობს჻ დაიმდაბლოს჻ იმან჻ სული჻ თავმან჻ ჩემმან჻ მე჻ მას჻ მივსცემ჻ რაცა჻ უნდეს჻ ჩემეული჻ ბრძანებასა჻ დამორჩილდეს჻ ამად჻ ნუ჻ აქუს჻ გული჻ წყლული჻ ვითვისო჻ და჻ შევეთვისო჻ გაუახლო჻ გული჻ წყლული჻

113. წავიდა჻ მონა჻ საუბრად჻ მის჻ ყმისა჻ გულმდუღარისად჻ თავ჻ ჩამოგდებით჻ მტირლისა჻ არ჻ მჭურეტთა჻ მოლიზღარისად჻ მუნვე჻ წვიმს჻ წუიმა჻ ბროლისა჻ ჰგია჻ გიშრისა჻ ღარი჻ სად჻ ახლოს჻ მივიდა჻ მოსცალდა჻ სიტყვისა჻ თქმად჻ აღარისად჻

114. მონა჻ მივა჻ ბრძანებასა჻ მეფისასა჻ ეუბნების჻ ჻ თავმან჻ მისმან჻ არ჻ წამოხუალ჻ სრულად჻ ჯარი჻ მოგადგების჻ ანუ჻ მოგკლვენ჻ ან჻ დაგკოდენ჻ მზისა჻ შუქი჻ წაგიჴდების჻ ჴელ჻ შეკრულსა჻ წაგიყვანენ჻ ესე჻ ყუელა჻ გარდაჴდების჻

115. ვერა჻ ჰკადრა჻ საუბარი჻ მონა჻ მეტად჻ შეუზარდა჻ დიდ჻ ხანი჻ უჭვრეტს჻ გაკვირვებით჻ თუცა჻ გული჻ უმაგარდა჻ მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ახლოს჻ მიდგა჻ დაუწყნარდა჻ იგი჻ ტირს჻ და჻ არა჻ ესმის჻ მისგან჻ გაუუმეცარდა჻

116. მის჻ მონისა჻ არა჻ ესმა჻ სიტყუა჻ არცა჻ ნაუბარი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ზახილისა჻ იყო჻ ერთობ჻ უგრძნობარი჻ უცხოდ჻ რადმე჻ ამოსკუნოდა჻ გული჻ ცეცხლთა჻ ნადებარი჻ ცრემლსა჻ სისხლი჻ ერეოდა჻ გასდის჻ ვითა჻ ნაგუბარი჻