... (H-2074), XVI-XVII სს.

137. მეფე჻ საწოლს჻ შემოვიდა჻ სევდიანი჻ დაღრეჯილი჻ მისგან჻ კიდევ჻ არვინ჻ შეჰყვა჻ ავთანდილ჻ უჩნს჻ ვითა჻ შვილი჻ ყველაკაი჻ გაიყარა჻ ჯალაბი჻ ჩანს჻ არ჻ დაჯრილი჻ გაბედითდა჻ სიხარული჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ტკბილი჻

138. თინათინს჻ ესმა჻ მამისა჻ ეგეთი჻ დაღრეჯილობა჻ ადგა჻ და჻ კარსა჻ მივიდა჻ ჰქონდა჻ მზისაცა჻ ცილობა჻ მოლარე჻ იჴმო჻ უბრძანა჻ ძილია჻ თუ჻ უძილობა჻ მან჻ მოაჴსენა჻ დაღრეჯით჻ ზის჻ სჭირსო჻ ფერ჻ შეცულილობა჻

139. ერთია჻ ახლავს჻ ავთანდილ჻ წინაშე჻ უზის჻ სკამითა჻ უცხო჻ ყმა჻ ვინმე჻ უნახავს჻ ასრე჻ დაღრეჯით჻ ამითა჻ თინათინ჻ ბრძანა჻ აწ჻ წავალ჻ შესლვა჻ არ჻ ჩემგან჻ ჟამითა჻ მიკითხოს჻ ჰკადრე჻ იყო჻ თქო჻ აქა჻ ერთითა჻ წამითა჻

140. ავთანდილცა჻ შეუზარდა჻ და჻ თხრობასა჻ დაუპირდა჻ ნუ჻ იჭირვით჻ მოახსენა჻ ჴელმწიფესა჻ გაუკვირდა჻ მუხთალია჻ ეს჻ სოფელი჻ შურს჻ და჻ ლხინი჻ დაგვიძუირდა჻ მისსა჻ მზესა჻ შეუთუალა჻ ჴელმწიფესა჻ რაცა჻ სჭირდა჻

141. ხანი჻ გამოჰხდა჻ იკითხა჻ ნეტარ჻ რასა჻ იქს჻ ქალიო჻ ჩემი჻ ლხინი჻ და჻ ჯავარი჻ ჩემი჻ სოფლისა჻ წყალიო჻ მოლარე჻ ჰკადრებს჻ მოვიდა჻ აწყაღა჻ ფერნამკრთალიო჻ დაღრეჯით჻ გცნა჻ და჻ მიბრუნდა჻ წინაშე჻ მომავალიო჻

142. უბრძანა჻ თუ჻ წადი჻ უჴმე჻ უმისობა჻ ვით჻ გავძლეო჻ მოახსენე჻ რად჻ დაბრუნდი჻ შენ჻ მამისა჻ სიცოცხლეო჻ მოდი჻ ჭმუნვა჻ გამიქარვე჻ გულსა჻ წყლულსა჻ მეწამლეო჻ გითხრა჻ ჩემი჻ სამიზეზო჻ მე჻ თუ჻ ლხინთა჻ რად჻ დავლეო჻

143. თინათინ჻ ადგა჻ მივიდა჻ მიჰყუა჻ მამისა჻ ნებასა჻ უგავს჻ პირისა჻ სინათლე჻ მთუარისა჻ მოვანებასა჻ მამამან჻ გვერდსა჻ დაისუა჻ აკოცა჻ ნებანებასა჻ უბრძანა჻ მახლავ჻ რად჻ არა჻ რად჻ მელი჻ მოყვანებასა჻

144. ქალმან჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფეო჻ დაღრეჯილსა჻ ვინცა჻ გცნობდეს჻ ვინმცა჻ გნახა჻ კადნიერად჻ რაზომ჻ გინდა჻ ამაყობდეს჻ თქვენი჻ აგრე჻ დაღრეჯანი჻ მნათობთაცა჻ დაამჴობდეს჻ კაცმან჻ საქმე჻ მოიგუაროს჻ ვეჭუ჻ ჭმუნვასა჻ ესე჻ სჯობდეს჻

145. იგი჻ პირმზე჻ ეუბნების჻ ვერვინ჻ ნახა჻ ნაუბარი჻ მიცემულხარ჻ ჭირსა჻ რასმე჻ ცრემლთა჻ აფრქვევ჻ გულმდუღარი჻ ზოგჯერ჻ შეთად჻ გაიზახი჻ ჰგავს჻ ატყინებს჻ ცეცხლსა჻ ქარი჻ ჻ მაჯლიშითა჻ გავიახლოთ჻ ესე჻ სევდა჻ რამე჻ არი჻

146. უბრძანა჻ შვილო჻ რაზომცა჻ მჭირს჻ საქმე჻ სავაგლახია჻ შენი჻ ჭურეტა჻ და჻ სიახლე჻ ლხინადვე჻ დამისახია჻ მომქარვებილი჻ სევდისა჻ მართ჻ ვითა჻ მუფარახია჻ ვეჭუ჻ რა჻ სცნა჻ შენცა჻ მამართლო჻ ჩემი჻ სულთქმა჻ და჻ ახია჻

147. უცხოსა჻ და჻ საკვირველსა჻ ყმასა჻ რასმე჻ გარდვეკიდე჻ მისმან჻ შუქმან჻ გაანათლა჻ სამყარო჻ და჻ ჴმელთა჻ კიდე჻ რა჻ უმძიმდა჻ არ჻ ვიცოდით჻ ან჻ ტიროდა჻ ვისთვის჻ კიდე჻ ჩემად჻ ნახუად჻ არ჻ მოვიდა჻ გავგულისდი჻ წავეკიდე჻

148. მე჻ რა჻ მნახა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ თვალთა჻ ცრემლნი჻ მოიჴოცნა჻ შესაპყრობლად჻ შეუზახენ჻ სპანი჻ სრულად჻ დამიჴოცნა჻ ვითა჻ ეშმა჻ დამეკარგა჻ არ჻ კაცურად჻ გარდამკოცნა჻ ჯერთც჻ ესე჻ არა჻ ვიცი჻ ცხადი჻ იყო჻ თუ჻ მეოცნა჻

149. აწ჻ ესე჻ მიკუირს჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ რა჻ ვნახე჻ დარული჻ მან჻ დამიჴოცნა჻ ლაშქარი჻ ადინა჻ სისხლი჻ ღვარული჻ კაცთა჻ ჴორცისად჻ ვით჻ ითქმის჻ ისრე჻ თუალთაგან჻ ფარული჻ უცილოდ჻ ღ~თსა჻ მოვსძულდი჻ აქამდის჻ მე჻ მხიარული჻

150. ტკბილნი჻ მისნი჻ წყალობანი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გამემწარნეს჻ დამავიწყდეს჻ რაცა჻ დღენი჻ მხიარულსა჻ წამეარნეს჻ ყოვლმან჻ პირმან჻ ვაგლახ჻ მიყოს჻ ვეღარავინ჻ მინეტარნეს჻ სადამდისცა჻ დღენი჻ მესხნენ჻ ვეღარამან჻ გამახარნეს჻

151. ქალმან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ მე჻ სიტყვასა჻ დანაყბედსა჻ ჰე჻ მეფეო჻ რად჻ ემდურვი჻ ანუ჻ ღმერთსა჻ ანუ჻ ბედსა჻ რად჻ დასწამებ჻ სიმწარესა჻ ყოველთათვის჻ ტკბილად჻ მხედსა჻ ბოროტიმცა჻ რად჻ შეექმნა჻ კეთილისა჻ შემოქმედსა჻

152. მაგას჻ ნუ჻ ბრძანებ჻ მეფეო჻ ეგე჻ კულა჻ ბედნიერია჻ ყოვლი჻ ქვეყანა჻ შეიპყარ჻ ფერჴთ჻ ქუეშე჻ მოამტუერია჻ მოგჩუენებია჻ გრძნეულად჻ მუხთალი჻ შენი჻ მტერია჻ ეგრე჻ არა჻ ჴამს჻ სიტყვასა჻ გკადრებ჻ და჻ დამიჯერია჻

153. თუ჻ ცუდი჻ რამე჻ გინახავს჻ მაცთური჻ ანუ჻ ქაჯია჻ ამისთვის჻ მეფე჻ რად჻ სჭმუნავ჻ ანუ჻ რად჻ გაგისაჯია჻ სიტკბოსა჻ ნაცულად჻ ღ~თისაგან჻ სიმწარე჻ რად჻ გიაჯია჻ მასვე჻ ევედრე჻ მოასხი჻ ყოვლი჻ მუყრი჻ და჻ აჯია჻

154. იგი჻ პირმზე჻ მოაჴსენებს჻ მაგად჻ ნურა჻ გენაღულების჻ კაცი჻ იყო჻ ჴორციელი჻ მოვნახოთ჻ და჻ გამოჩნდების჻ ნუ჻ გიმძიმს჻ და჻ თუარემ჻ შენი჻ სიმძიმილი჻ მე჻ მომხვდების჻ რად჻ დააჭკნობ჻ ყაყაჩოსა჻ უშენობა჻ არა჻ აშვნდების჻

155. მე჻ ამას჻ ვარჩევ჻ მეფე჻ ხარ჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ შორს჻ არის჻ თქუენი჻ სამზღუარი჻ ბრძანებამიუთხრობელი჻ გაგზავნე჻ კაცი჻ ყოველგნით჻ მისთა჻ ამბავთა჻ მცნობელი჻ ადრე჻ სცნობ჻ არის჻ იგი჻ ყმა჻ შობილი჻ თუ჻ უშობელი჻

156. თუ჻ ყოფილა჻ იგი჻ მოყმე჻ ჴორციელი჻ ჴმელთა჻ მვლელად჻ მას჻ ნახვიდა჻ სხუაცა჻ ვინმე჻ გამოჩნდების჻ მასწავლელად჻ თუ჻ არ჻ ეშმა჻ გჩვენებია჻ ლხინთა჻ შენთა჻ შემცულელ჻ მშლელად჻ სევდისაგან჻ მოიცალეთ჻ რად჻ შექნილხართ჻ მოუცლელად჻