... (H-2074), XVI-XVII სს.

78. როსტან჻ დაბერდა჻ გაუშვებს჻ პურობა჻ დარბაზებართა჻ მაგრამ჻ მისებრი჻ ვის჻ ძალუც჻ სწავლა჻ სოფლისა჻ ზნებართა჻ მშვილდოსნად჻ მსგავსი჻ გმირისა჻ მობურთლად჻ მომტაცებართა჻ ცოტასა჻ შეჰგავს჻ მშვილდოსნად჻ ლაღი჻ ავთანდილ჻ მზე჻ ბართა჻

79. ერთაი჻ მიზის჻ ასული჻ ნაზარდი჻ სათუთობითა჻ ღ~თმან჻ არ჻ მომცა჻ ყმაშვილი჻ ვარ჻ საწუთროსა჻ თმობითა჻ ჻ ანუმცა჻ მგვანდა჻ მშვილდოსნად჻ ანუ჻ კულავ჻ ბურთაობითა჻ ცოტასა჻ შემწევს჻ ავთანდილ჻ ჩემგანვე჻ ნაზარდობითა჻

80. ყმა჻ მეფისა჻ ბრძანებასა჻ ლაღი჻ წყნარად჻ მოისმენდა჻ თავმოდრეკით჻ გაიღიმნა჻ გაცინება჻ დაუშვენდა჻ თეთრთა჻ კბილთათ჻ გამომაკრთალსა჻ შუქსა჻ ველთა჻ მოაფენდა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ რას჻ იცინი჻ ანუ჻ ჩემგან჻ რა჻ შეგრცხვენდა჻

81. მეფემან჻ ბრძანა჻ სიცილით჻ კულა჻ მოლიზღარედ჻ ზმებია჻ ავთანდილ჻ ქვეშ჻ ქვეშ჻ იცინის჻ არ჻ ავად჻ პირაღრებია჻ მეფემან჻ უთხრა჻ რას჻ ღრიშობ჻ გაფიცე჻ ჩემი჻ მზებია჻ თუ჻ ჩემი჻ თავი჻ გიყვარდეს჻ მიამბე჻ რასა჻ სწბებია჻

82. კულავ჻ უბრძანა჻ თავსა჻ ჩემსა჻ რას჻ იცინი჻ რა჻ დამგმეო჻ ყმამან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ და჻ ფარმანი჻ მიბოძეო჻ რაცა჻ გკადრო჻ არ჻ გეწყინოს჻ არ჻ გარისხდე჻ არ჻ გასწყრეო჻ არ჻ გამჴადო჻ კადნიერად჻ არ჻ ამიკლო჻ ამადზეო჻

83. ავთანდილ჻ ჰკადრებს჻ საჭურჭლით჻ სავსე჻ მაქვს჻ დარბაზებია჻ შეგკადრო჻ არ჻ გამირისხდე჻ მიწყრომო჻ არ჻ დავრჩებია჻ გული჻ პირმზემან჻ წამიღო჻ ვის჻ ვაგლახ჻ ვისს჻ თავს჻ ვებია჻ თუ჻ გამიწყრები჻ ყველაი჻ თქუენს჻ წინა჻ მონაღებია჻

84. უბრძანა჻ თუ჻ მისმან჻ მზემან჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ თქუიო჻ შენი჻ თხრობა჻ რად჻ მეწყინოს჻ მოცინარად჻ აქა჻ ვზიო჻ შენგან჻ არა჻ მეწყინების჻ რაცა჻ მკადრო჻ მოგისმიო჻ არას჻ გაწყენ჻ თავმან჻ ჩემმან჻ ვარდი჻ შენი჻ არ჻ ვაჭკმიო჻

85. უბრძანა჻ რადმცა჻ ვიწყინე჻ თქმა჻ შენგან჻ საწყინარისა჻ ფიცა჻ მზე჻ თინათინისა჻ მის჻ მზისა჻ მოწუნარისა჻ ავთანდილ჻ იტყუის჻ დავიწყო჻ კადრება჻ საუბნარისა჻ ნუ჻ მოჰკუეხ჻ მშვილდოსნობასა჻ თქმა჻ სჯობს჻ სიტყვისა჻ წყნარისა჻

86. ავთანდილ჻ ჰკადრა჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ მაგრამ჻ ვინ჻ გეძაბუნების჻ მინდორს჻ ვესროლოთ჻ ნადირთა჻ ვნახოთ჻ ვინ჻ ეჯობინების჻ თუ჻ ბედმან჻ ჩემმან჻ მითოვოს჻ გაჯობო჻ ნუ჻ გეწყინების჻ თავ჻ ჩამოგდებით჻ დაღრეჯით჻ სუმაში჻ ნუ჻ მოგეწყინების჻

87. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ თქვენს჻ წინა჻ მშვილდოსანია჻ ნაძლევი჻ დავდვათ჻ მოვასხნეთ჻ მოწმად჻ თქუენივე჻ ყმანია჻ მოასპარეზედ჻ ვინ჻ მგავსო჻ ცუდნიღა჻ უკუთქმანია჻ გარდამწყვედელი჻ მისიცა჻ ბურთი჻ და჻ მაედანია჻

88. მეფე჻ ლაღი჻ და჻ წყლიანი჻ გამხიარულდა჻ მეტადრე჻ სიცილით჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ შუილად჻ გზრდი჻ მით჻ შემეკადრე჻ იცი჻ არ჻ ვიწყენ჻ გაზრდილი჻ მით჻ შემამიხუე჻ ზედადრე჻ თუ჻ არ჻ გასწბილდე჻ მაჯობო჻ ბედი჻ გეყოფის჻ ბედადრე჻

89. როსტევან჻ უთხრა჻ მით჻ მკადრე჻ არ჻ ეჭუდი჻ ჩემგან჻ წყენასა჻ რასთუის჻ შემკადრე჻ საუბრად჻ ვით჻ ათქმევინე჻ ენასა჻ სრულ჻ სპათა჻ ყური჻ მოუპყარ჻ ჩემთა჻ ნათქუამთა჻ სმენასა჻ თუ჻ არ჻ გასწბილდე჻ მაჯობო჻ ბედი჻ გითოვდეს჻ ზე჻ ნამსა჻

90. მე჻ არ჻ შეგარჩენ჻ შენ჻ ჩემსა჻ მაგისა჻ დაცილებასა჻ ბრძანე჻ ვისროლოთ჻ ნუ჻ იქო჻ შედრეკილობაკლებასა჻ კარგთა჻ კაცთასა჻ ვიქმოდეთ჻ მოწმად჻ ჩუენთანა჻ ხლებასა჻ მერმე჻ გამოჩნდეს჻ მაედანს჻ ვისძი჻ უთხრობდენ჻ ქებასა჻

91. ავთანდილცა჻ დაჰმორჩილდა჻ საუბარი჻ გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს჻ ყმაწვილობდეს჻ საყუარლად჻ და჻ კარგად჻ ზმიდეს჻ ნაძლევიცა჻ გააჩინეს჻ ამა჻ პირსა჻ დაასკვნიდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ უარესი჻ თავშიშველი჻ სამ჻ დღე჻ ვლიდეს჻

92. მეფე჻ უბრძანებს჻ კაცი჻ ჴამს჻ ჩუენთა჻ ნაკრავთა჻ მთვალებლად჻ ნაკოდთა჻ შემადარებლად჻ და჻ მკვდართა჻ არ჻ დამმალავად჻ სხუანი჻ ისრისა჻ მმართავად჻ მომრთუმელი჻ არ჻ ღაფალ჻ ავად჻ შენთა჻ ნაკრავთა჻ მართლად჻ თქმა჻ სხუათათუინს჻ არ჻ დამმალავად჻

93. კულავ჻ ბრძანეს჻ მონა჻ თორმეტი჻ შევსხათ჻ ჩუენთანა჻ მარებლად჻ თორმეტი჻ ჩემად჻ ისრისა჻ მომრთუმევლად჻ მოსახმარებლად჻ ჻ ერთაი჻ შენი჻ შერმადინ჻ არს჻ მათად჻ დასადარებლად჻ ჻ ნასროლ჻ ნაკრავსა჻ სთუალვიდენ჻ უტყუვრად჻ მიუმცდარებლად჻

94. მონადირეთა჻ უბრძანა჻ მინდორნი჻ მოიარენით჻ დასცემი჻ ჯოგი჻ მრავალთა჻ თავნი჻ ამისთვის჻ არენით჻ ლაშქარნი჻ სამზოდ჻ აწუივნეს჻ მოდით჻ და჻ მოიჯარენით჻ გაყარეს჻ სუმა჻ და჻ ნადიმი჻ მუნ჻ ამაოდ჻ გავიხარენით჻

95. იგი჻ ველი჻ გაირბინეს჻ ჯოგი჻ წინა჻ შემოისხეს჻ დაჴოცეს჻ და჻ ამოწყვიდეს჻ ცათა჻ ღ~თი჻ შეარისხეს჻ ველნი჻ წითლად჻ შეეღებნეს჻ ნადირთაგან჻ სისხლი჻ ისხეს჻ ავთანდილის჻ შემხედველთა჻ ჰგავსო჻ ალვას჻ ედემს჻ ის჻ ხეს჻

96. დაუწყეს჻ პყრობა჻ ნადირთა჻ სროლა჻ არ჻ დავიწყებოდა჻ დაჴოცილითა჻ მათითა჻ ქვეყანა჻ აივსებოდა჻ მათ჻ მკვდართა჻ სისხლნი჻ დინდიან჻ კლდე჻ და჻ ღრე჻ იწებებოდა჻ მათთა჻ მნახავთა჻ კულა჻ ნახუა჻ მათივე჻ ენატრებოდა჻

97. იგი჻ მინდორი჻ დალივეს჻ მართ჻ მათგან჻ განარბენია჻ მინდორსა჻ იქით჻ წყალი჻ დის჻ და჻ წყლისა჻ პირსა჻ კლდენია჻ ნადირნი჻ ტყესა჻ შეესწრნეს჻ სადა჻ ვერა჻ რბის჻ ცხენია჻ იგი჻ მაშურალნი჻ ორნივე჻ მოსწყდეს჻ რაზომცა჻ მჴნენია჻