... (H-2074), XVI-XVII სს.

315. ქალი჻ დაუჯდა჻ კუშტგვარად჻ ქუშობს჻ ჯერთ჻ არ჻ დამტკბარია჻ ავთანდილ჻ ქუე჻ ზის჻ ტირილად჻ აღარას჻ მოუბარია჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ მოჰგუბდა჻ ცრემლისა჻ საგუბარია჻ კულა჻ იქით჻ ქალი჻ ატირდა჻ მისთვის჻ გულნალმობარია჻

316. ყმა჻ მტირალი჻ შეებრალა჻ ამად჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ ღუარნა჻ მაგრა჻ უჯდა჻ უცხოს჻ უცხო჻ არ჻ ბაგენი჻ აუბარნა჻ ყმამან჻ ცნა჻ თუ჻ გონებანი჻ ჩქარნი჻ ჩემთუის჻ დააწყნარნა჻ ცრემლდენილი჻ შეეხუეწა჻ ადგა჻ მუხლნი჻ მიუყარნა჻

317. უთხრა჻ ვიცი჻ აღარ჻ ვარგხარ჻ შენ჻ აწ჻ ჩემად჻ დასანდობლად჻ გაგარისხე჻ დაგრჩომივარ჻ ღარიბად჻ და჻ ამად჻ ობლად჻ აწ჻ ეგრეცა჻ თავი჻ ჩემი჻ დამიც჻ შენთუის჻ დასანდობლად჻ ამად჻ რომე჻ შეცოდება჻ შვიდგზის჻ თქმულა჻ შესანდობლად჻

318. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ თუცა჻ ავად჻ მოგაწონე჻ მიჯნურისა჻ შებრალება჻ ჴამს჻ ესეცა჻ გაიგონე჻ სხუაგნით჻ ყოვლგნით჻ უღონო჻ ვარ჻ არვინ჻ არის჻ ჩემი჻ ღონე჻ სულთა჻ მოგცემ჻ გულისათუის჻ სხუა჻ მეტიმცა჻ რა჻ გამონე჻

319. რა჻ ქალსა჻ მიხუდა჻ ყმისაგან჻ მიჯნურობისა჻ ჴსენება჻ გულამოჴუინჩუით჻ დაიწყო჻ ასკეცად჻ ცრემლთა჻ დინება჻ კულა჻ გაამაღლა჻ ზახილით჻ ტირილი჻ არ჻ გაცინება჻ ავთანდილს჻ ღ~თნ჻ წადილი჻ მისცა჻ გულისა჻ ლხინება჻

320. იტყუის჻ თუ჻ ამა჻ სიტყვითა჻ მას჻ ფერი჻ შეეცვალების჻ ვისთუის჻ მე჻ ხელი჻ უცილოდ჻ მას჻ ცრემლი჻ ემალმალების჻ კულა჻ უთხრა჻ დაო჻ მიჯნური჻ მტერთაცა჻ შეებრალების჻ ესეცა჻ იცი჻ სიკვდილსა჻ თუით჻ ეძებს჻ არ჻ ეკრძალების჻

321. ვარ჻ მიჯნური჻ ხელი჻ ვინმე჻ გაუწყვედლად჻ სულთა჻ დგმისად჻ ჩემმან჻ მზემან჻ გამომგზავნა჻ საძებარად჻ იმა჻ ყმისად჻ ღრუბელიცა჻ ვერ჻ მიხუდების჻ მე჻ მისრულვარ჻ სადა჻ მისად჻ გული჻ თქუენი჻ მიპოვნია჻ მისი჻ შენდა჻ შენი჻ მისად჻

322. მისი჻ სახე჻ გულსა჻ ჩემსა჻ ხატად჻ ასრე჻ გამოვხატე჻ მისთუის჻ ხელმან჻ გამოჭრილმან჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაალქატე჻ ორისაგან჻ ერთი჻ მიყავ჻ ტყვე჻ მქმენ჻ ანუ჻ მააზატე჻ ან჻ მაცოცხლე჻ ანუ჻ მომკალ჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომიმატე჻

323. ქალმან჻ უთხრა჻ ყმასა჻ სიტყუა჻ პირველისა჻ უამესი჻ ეგე჻ სიტყვა჻ მოიგონე჻ დია჻ რამე჻ უკეთესი჻ წეღან჻ საქმე჻ მტერობისა჻ გულსა჻ ჩემსა჻ შთამოსთესი჻ აწ჻ მოყვარე჻ გიპოვნივარ჻ დისაგანცა჻ უფრო჻ დესი჻

324. რაცაღა჻ ხარ჻ ვერ჻ მაცთუნვებ჻ გარდაიქცევი჻ ჴმელთა჻ ქუელად჻ დაკარგულნი჻ ვინმე჻ სადით჻ ვიარები჻ მარტო჻ ველად჻ მე჻ ვისთუისმე჻ ნაცვლად჻ ღ~თნ჻ მიმცა჻ ცეცხლთა჻ დასაწყეველად჻ მალედ჻ მომკალ჻ დამჴსენ჻ წუასა჻ მიმეც჻ მჴეცთა჻ შესაჭმელად჻

325. ჩემსა჻ თავსა჻ მიჯნურობა჻ მართალია჻ არ჻ ნაჭორად჻ ჩემი჻ ვერა჻ ვერ჻ მოგკიდე჻ მეუბნები჻ მრუდსა჻ სწორად჻ ვინცა჻ აქა჻ გამომგზავნა჻ არვინ჻ მიჩნს჻ მისად჻ სწორად჻ მისგან჻ კიდე჻ სხუა჻ მნათობი჻ შევაწონე჻ ერთ჻ დრამ჻ ორად჻

326. გამოჭრილვარ჻ ვიარები჻ დამწუავს჻ ცეცხლთა჻ საჴმილია჻ ჻ ამა჻ ყმისა჻ მიზეზითა჻ სრულ჻ ჴმელეთი჻ მომივლია჻ ჭირთა჻ ნაცულად჻ შენ჻ გიპოვე჻ თუ჻ არ჻ მეტყვი჻ ცრემლს჻ მილია჻ თქუენად჻ ძებნად჻ მოვიძულვე჻ სახლი჻ კარი჻ ზღუდე჻ ვლია჻

327. თუ჻ შენ჻ გწადდეს჻ ჩემი჻ შეყრა჻ იგი჻ გეტყვის჻ არას჻ არა჻ მაგრა჻ ჩემი჻ ყოფა჻ ღ~თნ჻ ვიცი჻ ბოლოდ჻ დამამწარა჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ მივის჻ თავი჻ ჩემი჻ მოგაბარა჻ იტყუის჻ მივხუდი჻ ჩემსა჻ ლხინსა჻ მე჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ მიწა჻ არა჻

328. მაშა჻ რადგან჻ მიჯნურობა჻ შენად჻ ღონედ჻ მოიგონე჻ არ჻ ეგების჻ ამას჻ იქით჻ თუმცა჻ თავი჻ არ჻ გამონე჻ არ჻ შენ჻ მოგეც჻ თავი჻ ჩემი჻ დაგაბნიე჻ დაგაღონე჻ შენთუის჻ მოვკვდე჻ ამისებრი჻ მემცა჻ საქმე჻ რა჻ ვიღონე჻

329. მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ არ჻ მინახავს჻ დღე჻ ნათელი჻ მუნით჻ ვზივარ჻ დევთა჻ ქუაბსა჻ ვდუღ჻ და჻ მამდის჻ ცხელი჻ ცრემლი჻ მიწას჻ ვლაჴავ჻ თუ჻ ზე჻ ვჰფრინავ჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ მართალი჻ ღ~თნ჻ მომკლას჻ ან჻ მილხინოს჻ დიდ჻ არს჻ მისი჻ სამართალი჻

330. აწ჻ რაცა჻ გითხრა჻ თუ჻ ამა჻ საქმესა჻ დამმორჩილდები჻ რასაცა჻ ეძებ჻ მიხუდები჻ უცილოდ჻ არ჻ ასცილდები჻ თუ჻ არ჻ მომისმენ჻ ვერ჻ ჰპოვებ჻ რაზომმცა჻ ცრემლსა჻ ჰმილდები჻ მოგხვდების჻ მდურვა჻ სოფლისა჻ მოჰკვდები჻ გაცასწბილდები჻

არაკი ავთანდილისა ასმათს რომე უბრძანა მაშინ თვითან ქუაბს შიგან჻

331. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ საქმე჻ ამას჻ ჰგავსო჻ არა჻ სხუასა჻ ორნი჻ კაცნი჻ მოდიოდეს჻ სადაური჻ სადმე჻ გზასა჻ უკანამან჻ წინა჻ ნახა჻ ჩავარდნილი჻ შიგან჻ ჭასა჻ ზედ჻ მიადგა჻ ჩაჰყიოდა჻ ტირს჻ იზახის჻ ვაგლახვასა჻

332. ეგრე჻ უთხრა჻ ამხანაგო჻ იყავ჻ მანდა჻ მომიცადე჻ წავალ჻ თოკთა჻ მოსახუმელად჻ მწადსო჻ თუმცა჻ ამოგზიდე჻ მას჻ ქვეშეთსა჻ გაეცინნეს჻ გაუკვირდა჻ მეტად჻ კიდე჻ შემოჰყივლა჻ არ჻ გელოდე჻ სად჻ გაგექცე჻ სად჻ წავიდე჻

333. აწ჻ დაო჻ შენსა჻ ჴელისაა჻ ჩემი჻ საბელი჻ ყელისა჻ სხუად჻ უღონოა჻ უშენოდ჻ ჩემგან჻ აბყრობა჻ ჴელისა჻ რასაცა჻ მიზამ჻ შენ჻ იცი჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ლხენისა჻ თუარა჻ ვისმც჻ ექნა჻ გუარლითა჻ შეკვრა჻ თავისა჻ მრთელისა჻